ჩემი პირადი ცხოვრების არქივი

ბოლო რამდენიმე დღე პირადულზე არაფერი დამიწერია. კიარადა, კარგა ხანია ხელი ავიღე უკვე, რასაც ვწერ, პაროლს ვადებ ხოლმე. 

ჩემი ყოფა-ცხოვრების აღწერას რომ ვიწყებ ხოლმე, თითები მეხლართება ერთმანეთში, ისე მეზარება, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა რაღაცები შემორჩეს ისტორიას, თან ზამთარიც გადის და აღვრიცხავ მოვლენებს მოკლედ:

  • დეკემბერში საშინელი დომხალი სუფევდა, ცალკე უნივერსიტეტში არეულობა, ცალკე ჩემი ახლადაღმოჩენილი რძალი და მის გამო ჩემს ირგვლივ გაბატონებული არეულობა. აღარაფერს ვამბობ ჩემს ვითომდა საუკეთესო მეგობარზე, რომელთან მეგობრობაც მოწონებაში გადაიზარდა და კრახით დასრულდა.  დავკარგე სხვა მეგობრებიც. გაუგებრობის და ჩემთან შეუთავსებლობის ნიადაგზე.  ნუ დანარჩენი ყველაფერი რიგზე იყო 🙂
  • რაც შეეხება იანვარს , ვიყავი ბლოგერების პირველ ექსკურსიაზე, და სიცოცხლის მანძილზე, რიგით მესამეზე, მგონი.. ჰო, ყველაზე კარგი რაც მოხდა ეს იყო და არის<3. ფუ, გამოცდები როგორ შეიძლება გამოვტოვო, თუმცა ყველაფერი ჰეფი ენდით დამთავრდა 🙂  იყო პატარ-პატარა გაუგებრობები, ცუდი ამბები, რამაც საბლოოოდ მიმახვედრა , რა/ვინ წარმოადგენს ჩემთვის პრიორიტეტს. და ნომინაციააააააააააა : ნომინაცია იქეთ იყოს, უდიდესი აღმოჩენა, ჰარი პოტერი! ჰო, ამაზე კრინტს აღარ დავძრავ, nostalgy 😦
  • ჰოოო აწმყოში, ანუ თებერვალში დრო ისე სწრაფად გავიდა, რა მოხდა ჩემს თავს , არ მახსოვს, აი აქ ვიგრძენი ყოფითი პოსტების აუცილებლობა 🙂 რომ გადავხედე, რაღაცების თუ ვიღაცების კრიტიკისთვის მიმიძღვნია ბლოგის “ფურცლები” ნუ, რადგან არ ვწუწუნებ, ყველაფერი რიგზეა. გამიტკბა არდადეგები, ვწვები ლამის გამთენიისას და გაღვიძების დრო პირდაპირპროპორციულია ამასთან 🙂 ა ჰო, ჯერ თებერვლის (დიდი იმედი მაქვს) სიამოვნება ანუ ჩემი დაბადების დღე, და არა მხოლოდ ეს,  წინ მელოდება. შეგახსენეთ მაინც 🙂

მოკლედ, ასე და ამგვარად, გასულა თითქმის ზამთარი და მეც, როგორც იქნა მოვრჩი ჟამთაღმწერლობას. რა რთული საქმე ყოფილა, მთელი არქივები გადავქექე და მოვიძიე ე.წ “გარდამტეხი” პოსწიკნი, ჩემი ცხოვრებიდან.

თუ ვინმეს დაგაინტერესათ, რატომ არ დავიწყე შემოდგომიდან, და გავიხსენე ზამთარი, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ შემოდგომა არც მახსოვს როდის იყო, თან სულ ორიოდე ფაქტი მახსოვს: როგორ დაიწყო სწავლა და როგორ გავაკეთე ბლოგი 😀

7 thoughts on “ჩემი პირადი ცხოვრების არქივი

  1. siyvarulovna says:

    “ცუდი ამბები, რამაც საბლოოოდ მიმახვედრა , რა/ვინ წარმოადგენს ჩემთვის პრიორიტეტს.” – ხანდახან რა საყვარელი ხარ ხოლმე ❤

    • anna says:

      მხოლოდ ხანდახან :>
      ზოგჯერ რა კარგად ვიტყვი ხოლმე , მე ოხერი :დ

    • anna says:

      ჰო, ლამის ყველა პოსტში ლინკავ შენ რაღაცებს ^_^
      მეც მიყვარს . სხვებზე . ჩემთან როგორც წესი, მეზარება რაღაცების ლინკვა :დ

  2. axsiom says:

    რატომ გააკეთე ბლოგი? თუ ამის შესახებაც მოყვები სიამოვნებით წავიკითხავ.და საერთოდ ყველა ბლოგერმა წესით ამ თემას ერთი პოსტი მაინც რომ მიუძღვნას, დამერწმუნე ძალიან საინტერესო საბლოგეთი გვექნება ქართველებს. :)))))))

    • anna says:

      კარგი იდეაა, მეც ვაპირებდი მაგაზე პოსტი დამეწერა.. მაქვს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბლოგი გავაკეთე და აუცილებლად დავწერ მომდევნო პოსტს მაგაზე :)))

      • Teaa says:

        ჰოო ბლოგის ისტორია, ეგ მეც მაინტერესეეებს.. 🙂 axsiom ვ ტოჩკუ 😀

Comments are closed.