მისტერ ვალენტინი sucks

მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ტარდება კონკურსი-“მისტერ ვალენტინი”. ზოგადად, ჩვენთან რა სახის კონკურსები ტარდება, საყოველთაოდ ცნობილია, კონკურსანტების ფიზიკური მონაცემები კი ყოველ წელიწადს რეგრესირდება გეომეტრიული პროგრესიით. რატომ ხდება ასე, ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის, ალბათ მსგავსი კონკურსის მესვეურებს მოეპოვებათ ამაზე პასუხი.

რაც შეეხება ამ კონკურსს, ძალიან მინდა ვიცოდე, რა დატვირთვის მატარებელია, როცა არსებობს მისტერ საქართველო? როგორც ვიცი, “მისტერ ვალენტინზეც” მონაწილეებს ფიზიკური მონაცემების მიხედვით არჩევენ, ნუ კიდევ ერთი-ორი ხასიათის თვისებითაც-იდეაში, მაგრამ ვეჭვობ, რომელიმე ჟიურიმ ამოცნობა მოახერხოს რაღაც კონკრეტული საკონკურსო დროის განმავლობაში, რომელი ბიჭი უფრო დახვეწილია, ჯენტლმენი თუ ბლა ბლა..

საერთოდაც, ვალენტინობის არსი, თუ სწორად მახსოვს, მდგომარეობს იმაში, რომ საყვარელმა ადამიანებმა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ სითბო, განსაკუთრებით ბიჭებმა გოგონების მიმართ, გაანებივრონ სიურპრიზებით, ჰოდა, რა კავშირშია ეს ყველაფერი მისტერ ვალენტინთან ? ალბათ, კონკურსანტები ამ დღეს ჟიურის ასაჩუქრებენ, საუკეთესო საჩუქრის ავტორი კი ბატონი ვალენწინი ხდება ;

მინდოდა, მცირე მასალა ამომეღო ვიკიპედიიდან, თუ ვინ იყო ვალენტინი, დღეს ასე გამწარებით რომ იბრძვიან მისი ტიტულის მოსაპოვებლად ჩვენი ჭაბუკები, მაგრამ ვიკიპედიის არსებობის შესახებ ალბათ ყველას მოეხსენება, მათ შორის კონკურსის მესვეურებსაც.

ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, კონკურსის ჩემეული და ვფიქრობ გაცილებით სწორი, ვალენტინობის არსთან დაკავშირებული ვერსია შემოგთავაზოთ:

ჩააცვით კონკურსანტებს ისე, როგორც ფოტოზე გამოსახული პიროვნებაა შემოსილი. სასურველია თუ იქნება გეი, იცით ალბათ, ჭორები დადიოდა ცხონებულზე..

გამოსაცდელი ვადით დააკავეთ სასულიერო საქმიანობით, შემდეგ კი შეგიძლიათ შეყვარებულ წყვილებთან წაავარჯიშოთ. გამარჯვებული ის იქნება, ვინც მეტ წყვილს დასწერს ჯვარს და გააბედნიერებს.

მგონი საინტერესო იდეაა არა? ყოველშემთხვევაში, ვალენტინზე არსებულ ლეგენდასთან ახლოს დგას… დაკუნთული და “სიმპათიური”(ისიც მოგეხსენებათ, ალბათ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ) მამაკაცები კი დანარჩენი კონკურსებისთვის შემოინახეთ, ჩვენთან ხომ ყველაფრის დეფიციტია და არც სილამაზე გვყოფნის ბატონებო და არც ვაჟკაცურობა …

ესეც მოქმედი მისტერ ვალენტინი

ესეც მოქმედი მისტერ ვალენტინი

10 thoughts on “მისტერ ვალენტინი sucks

  1. ninnaka ამბობს:

    ჰაჰ :))))) კარგი პოსტია, მომეწონა. ასეთი კონკურსის ჩატარებას ჯობს საერთოდ არ ჩაატარონ და პირდაპირ დაასახელონ მოდით წელს ესა და ეს იყოს მისტერ თუ მის “რაღაცა”. მაგრამ ეს საქართველოა, ობიექტურობისა და დემოკრატიის იმიჯს ვიქმნით და გარეგან ეფექტზე ვმუშაობთ, მთავარია სხვა რას იტყვის….

    და თუ სიმპათიურობაზე მიდგა საქმე ამაზე უკეთესები ნამდვილად დადიან თბილისში, უბრალოდ თვალების გახელაა ხანდახან საჭირო, მარტო კუნთები და მუცლის პრესი ხომ არაა :)))

დისკუსია დახურულია.