peace times-დრო მშვიდობისა

ოთხშაბათს, ანუ  დღეს , 4 საათზე, ქარავანში, მოხდა ჟურნალის peace times ხელახალი პრეზენტაცია. მეტი ინფორმაციისთვის მოკლე მიმოხილვა ჟურნალის ფეისბუქის გვერდიდან გადმოვიტანე:

ესეც პირველი ნომრის გარეკანი

ესეც პირველი ნომრის გარეკანი

“დრო მშვიდობისა” – არასამთავრობო ორგანიზაცია ICCN-ს ყოველთვიური ჟურნალი.
ჟურნალი დრო მშვიდობისა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის პროექტია, რომელიც პირველად 2001 წელს გამოიცა. ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს კვალდაკვალ ჟურნალი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე და ამავე დროს იცავდა საკუთარ პოზიციასა და მიმართულებას, რაც ისეთ მნიშვნელოვან თემებში გამოიხატებოდა, როგორიცაა შემოქმედება, თავისუფლება, მშვიდობა, არაძალადობა, თანასწორობა. დემოკრატიის ძირეულ ფასეულობებთან ერთად ჟურნალმა გზა გაუხსნა არაერთ ნიჭიერ ხელოვანსა და პუბლიცისტს. სხვადასხვა დროს ჟურნალის მთავარი რედაქტორები იყვნენ ირაკლი კაკაბაძე, ლევან აბაშიძე და გია ჭუმბურიძე. 

2011 წლიდან ჟურნალი განახლებული დიზაინით, განახლებული სარედაქციო ჯგუფითა და იდეებით წარდგება მკითხველის წინაშე, თუმცაღა პრინციპები ისევ იგივე რჩება: გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედება და მშვიდობა.”

რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, მცირედი დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ შესანიშნავად გაგრძელდა. მოკლე მიმოხილვის და დამსწრეთათვის ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მოეწყო პატარა ვიდეოკოლაჟის ჩვენება, რომელიც მოიცავდა ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების მოკლე შინაარსს.

თავად ჟურნალი მართლაც ძალიან განსხვავებულია, მიმზიდველი გაფორმების გარდა, საინტერესო შიგთავსითაც გამოირჩევა და არ წააგავს უხარისხო და სკანდალურ პრესას. როგორც ზემოთმოყვანილ მიმოხილვაშია ნათქვამი, თემატიკა მართლაც ყოველმხრივია და აქტუალური.

ჩემზე ცოტა უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა კითხვისას, თავი 80იანი წლების ეპოქაში მეგონა, რატომღაც…  მოკლედ, ძალიან მომეწონა და მოვახდინე მისი შესყიდვა🙂

ჰო, საღამოს აფორმებდა სიმღერები ოთო ნემსაძის და მერაბ ნუცუბიძის შესრულებით🙂 რაღაცნაირი პოსტი გამომდის, კომერციულივით. ძალიან კარგი ემოციებით დავბრუნდი სახლში საბოლოოდ, ვნახე უამრავი ნაცნობ-მეგობარი. მიყვარს ასეთი საღამოები..

p.s: წარმატებები გამომცემლობას🙂

4 thoughts on “peace times-დრო მშვიდობისა

  1. knuti says:

    ოპერატიულო ^_^

    მეც მომეწონა დღეს ^_^ ჟურნალიც მომეწონა🙂

    • anna says:

      ააა ჰარი რომ დავინახე, დამბურძგლა . თვალები ამიცრემლიანდა ;დ

Comments are closed.