ლესბოსელი და “პიდარასტი” ბლოგერები

რაც საქართველოში აქტუალურ თემად იქცნენ ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ა.შ, გამუდმებით ვფიქრობ, ნეტავ რამდენი ადამიანი იმყოფება ჩემს ირგვლივ, ვინც საგულდაგულოდ მალავს თავის მდგომარეობას, საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების შიშით, ან თუნდაც საკუთარ თავს ვერ უტყდება ამაში.

პირადად ჩემთვის, წარმოუდგენელია , მომწონდეს ჩემივე სქესის ადამიანი, შესაბამისად, მიძნელდება ე.წ “ამოცნობა” მსგავსი ობიექტების. სიმართლე გითხრათ, არც მადარდებს და არც მაინტერესებს, ჩემთვის ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც სხვები. ამავე დროს, ბევრად სრულფასოვნებიც, ვიდრე “ჩვეულებრივი” მოკვდავნი.

მიუხედავად ჩემი ლოიალური დამოკიდებულებისა, არასდროს დავპირისპირებივარ საწინააღმდეგო აზრის მქონე ხალხს, რომლებიც მუშტების ქნევით უპირისპირდებიან ზემოთხსენებულთ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს , ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო. თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ.

რამდენიმე თვეა, ბლოგი გავაკეთე, შესაბამისად, გავხდი ბლოგერი. ბლოგერების მიმართ კი უცნაური დამოკიდებულება შეინიშნება: თურმე, ადამიანს, რომელიც საკუთარ აზრს, როგორიც არ უნდა იყოს ის, თავისუფლად გამოთქვამს ინტერნეტში, დაუყოვნებლივ უნდა მიეწეროს “პიდარასტობა” , არამცთუ გეობა, ბოზობა, ლესბოსელობა, სირობა და ა.შ.

ფოტო რატომღაც არ იხსნება , ამიტომ დაკლიკეთ

ფოტო რატომღაც არ იხსნება , ამიტომ დაკლიკეთ

ხედავთ ალბათ, ვიღაც პატივცემული მოქალაქე, როგორ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას ბლოგერების , როგორც გათახსირებული და წყალწაღებული ხალხის მიმართ.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას ნაკლები კომპლექსი აღმოაჩნდა და აღიარა თავის ორიენტაცია?

იმიტომ ხდება, რომ ყოფნის გამბედაობა და ბედნიერია ისეთი, როგორიც არის?

ამ ბოლო დროს თითქმის გამუდმებით ისეთ ხალხში მიწევს ყოფნა, ვინც გამოირჩევა უშუალობით , გულახდილობით და მათი ორიენტაცია თუ პრინციპები ყველასთვის ცნობილია. პარალელს გავავლებ, ერთ, ვითომ კარგად აღზრდილ, სინამდვილეში ხისთავიან ბატონთან, რომლებისთვისაც საკუთარი ორიენტაცია, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე გაურკეველი იყოს და  ისიც ვერ გაიგოს, ქალთან სექსი სიამოვნებს თუ არა…

იქნებ იმის მაგივრად, ასეთებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სხვა წრეებშიც მრავლად არიან,  საკუთარ თავში, ტვინში, გულში ჩაეხედათ, და თუ ვერ გაერკვევიან , ან ვერ აღიარებენ, საინფორმაციო წყარო გადაკეტონ. ჩემს აწ უკვე აღარარსებულ უნივერსიტეტში მაგალითად, ერთს ვერ იპოვნი, რომელზეც ამბობენ , რომ გეია, ლესბოსელია. დავიჯერო მხოლოდ რაღაც გარკვეული კატეგორია “გაპიდარასტდა?” ნურას უკაცრავად, ბატონებო და ქალბატონებო; დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აკონტროლებს გავის ნაზ მიხვრა მოხვრას, რაღაც-რაღაცების(თავად უკეთ მოგეხსენებათ) შიშით.

სადმე სხვა სიტუაციაში, სადაც თავის მოკატუნება არ დასჭირდებათ, ნეტავ რამდენი მათგანი მოიქცევა “უკუღმართად?”

მათემატიკაში ყოველთვის მოვიკოჭლებდი, შესაბამისად, ამის დათვლის ნერვები არ მაქვს. უბრალოდ, ნაკლები იფიქრეთ სხვებზე , რათა უკეთ შეძლოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილების დამორჩილება და მათი თქვენს პრინციპებთან შეთავსება 🙂

პატივისცემით, პოტენციური ლესბოსელი და თახსირი ანნა !

36 thoughts on “ლესბოსელი და “პიდარასტი” ბლოგერები

  1. temuchin ამბობს:

    “დაუყოვნებლივ უნდა მიეწეროს “პიდარასტობა” , არამცთუ გეობა, ბოზობა, ლესბოსელობა, სირობა და ა.შ.” <<<<<<<<< :დ ვახახახახა :დ
    ისე მომენტდა ვიღაცის აზრი რატომ არ გკიდია? :დ
    ნეტავი ჩემზეც დადის ეგეთი ხმები? :დ მმმ რა საინტერესოა :დ
    თუმცა მკიდია :დ
    აგერ სიყვარულოვნა არკვევს გამწარებული ჩემ ორიენტაციას :დ მეც არ ვაყოვნებ და ხან როგორ ვაეჭვებ ხან როგორ :დ

    • anna ამბობს:

      ზოგადად მკიდია, მით უმეტეს, სთრეითი ვარ და ორმაგად მკიდია ;დ
      ამ შემთხვევაში, საქმე ის გახლავთ, რომ შეურაცხმყოფელი ჩემი ყოფილია და მხოლოდ იმის გამო მრცხვენია, რომ ასეთი არსება, თუნდაც ჩემს წარსულში არსებობდა

  2. Mari ამბობს:

    “პატივისცემით, პოტენციური ლესბოსელი და თახსირი ანნა !” – lol :))))) ვხარხარებ :)))

  3. axsiom ამბობს:

    რატომ იქექებიან სხვის საწოლში? რას ეძებენ? რისთვის ეძებენ? მე სექსი იმასთან მაქვს ვისთანაც მინდა და როცა მინდა და ლაივში უფრო იმის გამო , რომ არავის საქმე არ არის ვისთან მძინავს არასდროს მოვყვები. იარლიკები და სექსუალური ორიენტაცია გაუგებარი მარაზმია ჩემთვის. მთავარია ადამიანს ღირსების გრძნობა გააჩნდეს და თავმოყვარეობა არ დაკარგოს.
    ისინი, ვინც სხვისი სექსუალური მიმართულებების გარკვევას ცდილობენ ვერბალური ანანისტები არიან და მეტი არაფერი…. მოსაწყენია ცოტა ეგ ამბავი…უკვე მარაზმში გადაიზარდა და გულს მირევს ….:)))))))))

  4. ilyaverse ამბობს:

    შესანიშნავია… ფაქტობრივად ის თქვი, რისი თქმაც მინდოდა…. ჩემს ორიენტაციაშიც ბევრია დაეჭვებული, 😀 რატომ იცავ უმცირესობებსო…. გეოგრაფიის მასწავლებელმა უკვე ამითვალწუნა, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი აზრი ღიად დავაფიქსირე მაშინ, როცა უმცირესობებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ, ქართულის მასწავლებელიც უკვე დაფაცურდა და ,,რაცხა” ლიტერატურა მომირბენინა, სადაც ჰომოსექსუალობას პიდარასტიზმს უწოდებენ (სავსე იყო დემაგოგიით)და ა.შ… რავიცი, დადის ალბათ ჭორები, მაგრამ ილაპარაკონ , ბოდიში და სულ ცალ ფეხზე მკიდია 😀 არასდროს შემშინებია ჩემი აზრი ღიად დამეფიქსირებინა და არც მომავალში ვაპირებ უკან დახევას ! ( პატეთიკური გამომივიდა ხო ? არაუშავს 😀 , არ მინდოდა 😀 )

    • anna ამბობს:

      როგორ მძულს მასწავლებლების დიდაქტკური დამოკიდებულებები ამა თუ იმ ფაქტის მიმართ…
      როცა ფიქრობენ რომ ყველაფერში თავად არიან მართლები… წარმომიდგენია პიდარასტთ საწინააღმდეგო ლიტერატურით დახუნძლული შენი მასწავლებელი და ვიზიარებ :((

  5. teaa ამბობს:

    “პატივისცემით, პოტენციური ლესბოსელი და თახსირი ანნა !” – მომეწონა :)) აბსოლიტურად ვიზიარებ აზრს.. არ ვანსხვავებ და არასოდეს ვანსხვავებდი ადამიანებს, (ამ ფაქტს ჩემი მეგობრების მრავალფეროვანი წრე ადასტურებს) . ყველა ერთნაირია ჩემთვის, რასის, სქესის, მოსწრაფებების, რელიგიური რწმენებისა თუ სხვა რაიმე ჯანდაბა განსხვავების (რომ პოულობენ ხოლმე ),… აიი ყვეეეელაფრის მიუხედავად.

    • anna ამბობს:

      შარშან, უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ლექციაზე მთელი დრო დაეთმო არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბარს, ლექტორი ღიად აფიქსირებდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას. ნუ მაშინ მეც ვერ წარმომედგინა ოდესმე თუ მეყოლებოდა მეგობარი, თანაც ძალიან კარგი და ის ქინებოდა გეი, ან ლესბოსელი, მაგრამ გინება და ლანძღვა არასდროს დამიწყია..

  6. Lord Vader ამბობს:

    დიახ, ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამს ლოცვა-კურთხევის გარეშე – პიდარასტი არ ვიცი და მოსასპობია ვიღაცაა.

  7. niksologi ამბობს:

    ”ამავე დროს, ბევრად სრულფასოვნებიც, ვიდრე “ჩვეულებრივი” მოკვდავნი.” – – – ეს წინადადება ცოტა არ იყოს და ბუნდოვანია.
    რატომ არიან ბევრად სრულფასოვნები?

    • anna ამბობს:

      სრულფასოვნება არ გამოიხატება მხოლოდ იმაში,. მოგწონდეს მაინცდამაინც საპირისპირო სქესის ადამიანი . ადამიანის სრულფასოვნება ტვინიდან იწყება, ჰოდა არაერთი გეი მინახავს, ათასჯერ საღად მოაზროვნე და ჭკვიანი, ვიდრე სთრეითი. ამას ვგულისხმობდი

  8. Sam Winchester ამბობს:

    აბსოლუტურად გეთანხმები. არავის საქმე არ არის ადამინს ბიჭი მოწონს თუ გოგო. ან საერთოდ რატომ ინტერსედება ხალხი ამით ვერ ვხდები. ერთადერთი ახსნა რაც მე ვუპოვე ის არის რომ უბრალოდ მეტი საქმე არ აქვთ არც შინაგანი კულტურა გააჩნიათ ან იმდენად შეუგნებლები და განუვითარებლები არიან რო თავიანთ გონებას მეტ გასაქანს არ აძლევენ. ისე ძალიან ხშირად ეგეთი ხალხი ვინც ცდილობს “დაჩაგროს”, აგინოს ლანძღოს არატრადიციული ორიენტაციის ხალხი, თვითონვე აღმოჩნდებიან ხოლმე ასეთები. ანუ ისინი ცდილობენ მათი ამ საქციელით საზოგადოებში ზედმეტი ეჭვი გაფანტონ და თავიანთ თავებშიც ჩაახშონ ეს გრძნობა.

    • anna ამბობს:

      “ისე ძალიან ხშირად ეგეთი ხალხი ვინც ცდილობს “დაჩაგროს”, აგინოს ლანძღოს არატრადიციული ორიენტაციის ხალხი, თვითონვე აღმოჩნდებიან ხოლმე ასეთები”- ზუსტადაც, რომ ეგერეა .. მეც გეთანხმები !

  9. niksologi ამბობს:

    მე ხომ არ მითქვამს რომ მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მოწონებით განისაზღვრება სრულფასოვნება.
    ძალიან ზოგადად ამბობ, რას ქვია ჭკვია გეი ანა? 🙂 მაგ ჭკვიან გეიზე ჭკვიანი არა გეი არ გინახავს?
    ჭკუა და აზროვნება საერთოდ არაფერ შუაში არაა სექსუალურ ორიენტაციასთან….

  10. Gocha Gabodze ამბობს:

    თახსირი რომ იყავი ვიცოდი აი პოტენციურ ლესბოსელობაზე ქამინ აუთი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია 🙂 ვამაყობ შენით :*

  11. ჩორვენი ამბობს:

    ჩვენ გეები… ტფუ რა იყო და ლესბოსელები, ტფუ არა ისევ ამერია აი ცოტაკაცი ცოტა ქალები … ნუ კაროჩე
    მი ადინ ზა ვსეხ ი ვსე ზა ვსიო ^^ ♥

დისკუსია დახურულია.