ეჭვიანობის სცენები

ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, რამდენად ეჭვიანი ვარ. არის მომენტები, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი, როცა არაფერზე ვეჭვიანობ, სრულიად ვენდობი ადამიანს , ზოგჯერ კი რა წამომივლის არ ვიცი, ყველაფერში რაღაც ცუდს ვეძებ და ნერვებზე ვიშლები.

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, წყნარად ვარ. განსაკუთრებით იმის ფონზე, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფები სჩადიან, საერთოდ უფრთო ანგელოზი გამოვდივარ.

  • არ ვეჭვიანობ, როცა მთელი დღის განმავლობაში არ ვიცი სადაა “ის”;
  • არ ვეჭვიანობ, როცა მე ვზივარ, ის კი ამ დროს კომპიუტერთანაა და სამას კაცს წერს;
  • არ ვეჭვიანობ, როცა საყვარელ საჭმელს ისეთი მოსიყვარულე თვალებით დასცქერის, როგორითაც ჩემთვის არასდროს შემოუხედავს🙂;
  • აღარ ვეჭვიანობ, როცა მის ირგვლივ სხვა მდედრობითი არსებები ტრიალებენ;
  • არ ვეჭვიანობ, როცა რამით დაინტერესებულს, არაფერს მეუბნება;

რატომ არ და აღარ ვეჭვიანობ, ამასაც აქვს თავის მიზეზი. საკუთარი თავი მძულს ასეთ მდგომარეობაში. გულზე თითქოს ადუღებული წყალი მესხმება და მუცელში ჩამდის ნელ-ნელა. ჰოდა, ჩავიმონტაჟე წყლის გამაცივებელი, რომ აღკვეთილ იქნას მსგავსი შემთხვევები:)

ხუმრობა იქით იყოს, ტვინს მართლაც ვაიძულებ ხოლმე, ანა მოკეტე! გამომდინარე ჩემი ხასიათიდან, ვერ ვიეჭვიანებ ისეთ ფაქტებზე, რასაც, ყოველდღე, მეთვითონ ვაკეთებ, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.  ჰოდა, უცებ, უმტკივნეულოდ ვწყნარდები.

თავი შეგაწყინეთ? მომიტევეთ ეს პატარა შეცოდება . უბრალოდ , ზოგჯერ, სხვების ფონზე თავი უკეთესი მეჩვენება ხოლმე🙂

17 thoughts on “ეჭვიანობის სცენები

  1. knuti says:

    მე საშინლად ეჭვიანი ვარ… არ ვიყავი და ჩემმა ექსმა პათოლოგი ჩამოაყალიბა ჩემგან საკუტარივე ხასიოათიდან გამომდინარე😐

  2. axsiom says:

    საქმე იმაშია,რომ ეჭვიანობ და თან ძალიან. ან უბრალოდ აღარ გიყვარს და აიძულებ თავს , რომ გიყვარდეს. რაც შენ ჩამოთვალე ისე გადავირიე კინაღამ ჩემი ყოფილი ლოვერის მოსაკლავად გავიქეცი ისე ავენთე!!!!!!!

    • anna says:

      ღმერთო ჩემო… ასეთი უცნაური დასკვნა რა გაგაკეთებინა ?:დ
      ან რა იყო ამ ჩამონათვალში ისეთი, რომ ანთებულიყავი?

  3. axsiom says:

    რომ არ ვიცოდე სად არის, რომ არ მომაქციოს ყურადღება იმ ლეპტოპს დავალეწავ თავზე და იმ ქალებს თმებით ვითრევ!!! ( კი მოვუწყე ერთხელ მსგავსი სცენა დაბადებისდღეზე) :)))))

    • anna says:

      ვაიმე…
      მართალი ვარ რა, იდეალური შეყვარებული თუ რაც ქვია, ვარ, დამაფასონ ^_^
      სცენები არასდროს არ მომიწყვია არაფერზე, ეჭვიანობის გამო…

  4. axsiom says:

    ეჭვიანობის არა რაა!!! როცა მამცირებენ –დამცირების საწინააღმდეგო სცენები ქვია მაგას! :)))) ძალიან საყვარელი ხარ ჩემს ბლოგროლში უნდა მოგათავსოვო!

    • anna says:

      უიი მადლობა❤
      ნუ დამცირებაზე მეც ვაწყობ სცენებს, მაგალითად დამცირებად ბოლოს ტელეფონის უნებართოვდ გათიშვა მივიჩნიე საუბრისას და ^_^ მოყვა მინი სკანდალი :დ

    • anna says:

      აბა რა არის… უხმაუროდ და წყნარად ჩაიარა ყველაფერმა ^_^

  5. Mari says:

    ცუდია ეჭვიანობა. არ ვარ ეგეთი, მაგრამ ძალიან ინტერესეიანი ვარ.

    • anna says:

      ვიცი ინტერესიანობის შენეული გამოვლინებები. იმ დღეს რომ მითხარი, როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას, გადავირიე ;დ

Comments are closed.