თუკი ცოლად გირთავენ

პოსტის დაწერა საშინლად მიჭირს.

მოკლედ, რამდენიმე თვის წინ, ჩემმა დეიდაშვილმა ცოლი შეირთო. 2 თვის გაცნობილი გოგო. გამომდინარე დათოს ბუნებიდან, დავასკვენი რომ მისი ნაადრევი, თანაც სიმთვრალეში დაოჯახების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ პატიოსანმა და კდემამოსილმა ქალმა, უხეშად რომ ვთქვათ, არ მისცა, ამიტომაც შეიქმნა კიდევ ერთი თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ოჯახი. სიამტკბილობამ ორიოდე კვირა გასტანა, ბახუსის მიერ მოგვრილი ემოციებიც და სიყვარულიც სადღაც გაქრა, ჰოდა მტრედებს შორის შავმა კატამ გაირბინა.

ამ ყველაფერს ვცდილობ, იუმორით შევხედო და გადმოვცე, მაგრამ ჯანდაბა, მართლა რა ამაზრზენია, ცოლი მოიყვანო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად შენსას ვერ აღწევ.

ყოველთვის ვამბობდი, ახლაც ვამბობ, გათხოვებამდე დიდხანს ვიფიქრებ. მირჩევნია ას კაცს მივცე, ვიდრე ასე უეცრად გავთხოვდე და მერე აღმოვაჩინე რომ თურმე ვიღაცამ “მიხმარა”, უახლოეს მომავალში კი ჩემს მიტოვებას აპირებს.

ხმარება ხმარებაა, ოფიციალური ხასიათი მიეცემა თუ არაოფიციალური, ეს უკვე ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც გასათვალისწინებელია.

რატომღაც ქალების უმრავლესობა ქორწინებამდე სექსს სკეპტიკურად უყურებს, შიშობს, ჭოჭმანობს, ამასობაში სურვილით კვდებიან და ვინმე კეთილშობილი ჭაბუკი როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე კისერზე შემოეჭდობიან ხოლმე. გათხოვების შემდეგ კი მათი თითქმის სრული უმრავლესობა, აღმოაჩენს, ან აღმოაჩენინებენ, რომ ყველაფერი ისე კარგად არ ყოფილა, როგორც წარმოედგინათ. ვნებადამცხრალ მამრებს ახალი მსხვერპლი სჭირდებათ, ნაჩქარევად გადადგმულ ნაბიჯს მწარედ ნანობენ და რას აღარ იგონებენ უღლიდან თავის დასაღწევად.

ცოლ-ქმრობის ტვირთისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება , მოგეხსენებათ, დაშორებაა ხოლმე… ქალებს კი ოჯახის დანგრევა დეპრესიაში აგდებთ, ცხოვრებას უნგრევთ, სიცოცხლის ხალისს აკარგვინებთ და ბლა ბლა… ნეტავ ასე მწარეა ეს განათხოვრის სახელი?

ალბათ მეც განვიცდიდი, მაგრამ არა იმ კუთხით, რაც ზოგადად აღელვებთ ხოლმე ქალებს. “რას იფიქრებენ” რაღა მეშველება” “ვინღა შემომხედავს სერიოზულად”, ჩემზე არ ვრცელდება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცუდი მომენტია.

ოჯახის დანგრევას ჩემისთანა უგრძნობი არსებაც კი არ ისურვებდა, არათუ რომანტიკოსი და ნაზი ქალები. ჰოდა, რას იღუპავთ თავს ადამიანნო? 🙂

იქონიეთ თავისუფალი ურთიერთობები, მიეცით კაცებს ამოსუნთქვის საშუალება, ნუთუ ქორწინებაა ყველაფრის გარანტი? მომხდარის გათვალისწინებით, ლამის ვიფიქრო რომ , მხოლოდ უბედურების გარანტიაა… თუმცა არაფერი არ გვაძლევს იმის საბაბს, ბედნიერების უსასრულობაში სრულიად დარწმუნებულები ვიყოთ.

ძალიან დამგრუზა მომხდარმა. ყველაზე უბედური ქალი ვიქნებოდი მსოფლიოში, რომ მცოდნოდა, რომ მხოლოდ იმიტომ დაქორწინდნენ ჩემზე, რომ სექსი ჰქონოდათ …

23 thoughts on “თუკი ცოლად გირთავენ

  1. kevintsereteli ამბობს:

    გეთანხმები 100%-ით და მეტითაც, სამწუხაროდ მეც ცაღიარებ, რომ ზემოთხსენებული პიროვნება ჩემი მამიდაშვილიცაა, ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, მისი გონებრივი და მორალური აზროვნება სადამდეა დაცემული. ძალიან მომეწონა პოსტში მოყვანილი აზრი: ხმარება ხმარებაა, ოფიციალური ხასიათი მიეცემა თუ არაოფიციალური, რატომღაც ძალიან ბევრს ურჩევნიათ ოფიციალურად ნახმარბეი გამოვიდნენ, ვიდრე არაოფიციალურად … 😦 სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში არამდგრადი ოჯახებისა, ჩვენი პოსტები ერთმანეთს ავსებს…

    • anna ამბობს:

      იმას რატომღაც ვერ ხვდებიან რომ ოფიციალური მიტოვება უფრო გულსატკენია ვიდრე არაოფიციალური :დ

  2. Qilipa ამბობს:

    რატო ნერვიულობ მაგაზე? მაინც არავინ მოგიყვანს ცოლად…

  3. NinucaElectro ამბობს:

    ნეტა ყველა ქართველი ქალი შენსავით აზროვნებდეს.. (და ჩემსავითაც, ვინაიდან მეც ვიზიარებ შენს აზრს): ))))) 😦

  4. siyvarulovna ამბობს:

    აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. კაცების უმეტესობას ცოლად სწორედ ქალშვილი უნდა და მაგიტომ იკავებს თითქმის ყველა თავს.

    მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ისეთ სიტუაციაში როგორშიც შენი “რძალია” მაინც ქორწინებამდე სექსი სჯობს ^_^

    • anna ამბობს:

      ცოლად ხომ ქალიშვილები მოყავთ, ფასდადებულები ოღონდ ;დ

  5. tamaRa ამბობს:

    ეს ის შემთხვევაა, როცა 100%–ითა და ორივე წყვილი კიდურით გეთანხმები! 🙂
    განათხოვრის სახელს რაც შეეხება, მწარეა ნამდვილად… მშობლების თაობისთვის ოღონდ… არაქალიშვილზე უარესია, იმიტომ, რომ არაქალიშვილობაზე თვალის დახუჭვა შეიძლება 😦 😦

    • anna ამბობს:

      რადგან შენ დამეთანხმე რაღას დავეძებ :დ
      ბევრისთვის ახლაც საშინლად მწარეა ეგ ყველაფერი :((

    • anna ამბობს:

      არსებობს საქართველოში რაიონები, სადაც .ქვის ხანაც კი სამოთხედ მოგეჩვენება :((

  6. Mari ამბობს:

    “ჰოდა, რას იღუპავთ თავს ადამიანნო?” – აი ეგაა საკითხავი. მაპატიე, მაგრამ შენი დეიდაშვილი რომ არის, მასეთ ბიჭთან, სერიოზული ურთიერთობის მიზნით არც ერთი ჭკუათმყოფელი გოგო არ დაიჭერდა საქმეს.

    • anna ამბობს:

      კიდევ კარგი ჩემი დეიდაშვილია , და არა ვინმე სხვა.. ეგეთი ეგზემპლარი მეორე არ მინახავს მე :\

    • Di@ ამბობს:

      ჩემი ჭკვიანი გოგო! :* აბს. გეთანხმები, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო… ხოდა, იმ დღეს ეწერა ჩემს მეგობარს, მითხარი რაზე ფიქრობდი და გეტყვი, რითი აზროვნებდიო… ხოდა, მოკლედ რა… სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა.

  7. Giorgi ამბობს:

    სამწუხაროდ მართლა ბევრია ასეთი ქორწინებების მაგალითები..
    ფუF! ამაზრზენია რაა..

  8. vekoo ამბობს:

    იმ დათომ საბოლოოდ ეგრე გაამართლა თავისი საქციელი? 😀 უჟას 😀

    ხო, ისე, აბა 2 თვიანი ურთიერთობიდან უკეთესს არც უნდა მოელოდე. ჩმორი თუ არ გყავს პარტნიორი და თუ არ აჩმორებ და ამითი ინარჩუნებთ “კარგ” ურთიერთობას.

    • anna ამბობს:

      ეგ ახსნა მე მოვუძებნე თავიდანვე და დათო უბრალოდ დამეთანხმა ^_^

  9. Player ამბობს:

    ე.ი. პირდაპირი მნიშვნელობით აგიტაციას უწევ ქორწინებამდელ სექსს და მეც გიერთდები :დ საქმე სუფთა “ქართული მომენტშია”, რასაც ძალიან ბევრი ქართველების დამპალ ფსიქოლოგიას ეძახის, ცოტა გადამეტებულად ჟღერს, თუმცა მე ვეთანხმები! დროა დაინახოს ხალხმა, რომ ქალიშვილობის ჭაღარაშერეული და “აკრედიტაცია–ვერ გავლილი” ინსტიტუტისგან ძალიან მალე (თუ უკვე არა) მარტო ტკბილი მოგონებაღა დარჩება!!!

    • anna ამბობს:

      და რა არის ეს ქართული მომენტი?
      და ამ მომენტის პროდუქტი კუზანოვ გავლილი ქალები :დ

Comments are closed.