მე ხომ მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს…

ერთი  ოცნება მაქვს , აუხდენელი, ყოვლად განუხორციელებელი… ეჰ, ოცნება ხომ ასეთია, მიუღწევადი…

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც ხელს მიშლის მის ასრულებაში, ამ მიზეზების მოგვარება კი ცოტა არ იყოს, რთული საქმეა და მგონი ესეც ჩემი ოცნებასავით აუხდენელია. თუ რატომ ვართულებ საქმეს და რაშია მთელი სირთულე, ამას ახლავე მოგახსენებთ…

უკვე რამდენიმე წელია, საშინლად მინდა, ჩემი ფოტოები მოხვდეს ალბომში, რომელსაც ერქმევა: ” ყველაზე ძერსკები”

ა არა, “ძერსკებეეეეე”. ან უბრალოსაც დავჯერდებოდი: “ყველაზე ლამაზები” მართალია ყველაზე ლამაზიც არ ვარ, მაგრამ გულს გაუხარდებოდა მაინც…  ყველაზე მაგარი, საოცარი და სანატრელი იქნებოდა, “უძერსკესი ნაროდის” რომელიმე წარმომადგენელს ჩემთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინა, სანატრელი ფრენდ რექუესთი გამოეგზავნა და დაფრენდების ღირსად გავეხადე… მერე, თუ მთავარ ფოტოზე მეასე კომენტარს დავუწერდი, იქნებ მეც “გავჩითულიყავი” მათ ალბომებშეეეეეეეეეეე<3 ან დავეთაგე მაინც … ესეც კარგია.

სამწუხაროდ, მეგობრებო, მე ამას ვერასდროს ვეღირსები იმიტომ რომ:

არანაირი გამოცდილება ფოტოშოპის მოხმარების, არ გამაჩნია, შესაბამისას, ვერასდროს დავიდებ სახეზე მუქ ყავისფერ ტონს და ტუჩებს და ცხვირს ვერ დავისწორებ… რას ვერჩი ჩემს ნაკვთებს, სავიზიტო ბარათის ნაირსახეობა ყოფილა ტუჩების სისქე და კანის ფერი… 

არ მოვიხმარ წელვად და გრეხვად სიტყვა ფრაზებს და სამწუხაროდ, ვმეტყველებ,  გამართულად და სწრაფად…

ჩემს ფოტოებს თუ დააკვირდებით, ვერსად შენიშნავთ ნიკონის ნაწარმ ფოტოაპარატს, რომელიც, სასურველია, თუ ნათხოვარი იქნება, ფოტოში კარგი ტონის შესაქმნელაააააააააააააად …

ვწერ უნიკოდით და დროის ზედმეტ ხარჯვად მიმაჩნია vWero aseEeeEEE❤

სამწუხაროდ, ყველანაირი ფოტოშოპის გარეშეც ლამაზი ვარ და დროს არც იმაზე ვკარგავ, მეთვითონ ვაკეთო პროფილები, და ჩემი კარგად დამუშავებული სურათები მევე განვათავსო, მეტი ბუნებრიობისთვის კი სხვა ჩემზე ლამაზებეეს ფოტოებიც მოვიძიო და მათს ქება დიდებაში თითები დავიმტვრიო.

ვითხოვ თქვენს დახმარებას , ფიიიფლ :

როგორც ხედავთ, სიტყვების გაწელვა უკვე დავიწყე, დანარჩენი თქვენზე იყოს… ვინმე მცოდნე მჭირდება, ვინც შემასწავლის ფოტოშოპის ანაბანას, დამეხმარება, დავიმატო რაც შეიძლება მეტი “ძერსკებეე” და სახეში აგური მთხლიშოს, რომ დავმახინჯდე და მოტივი მქონდეს, გავაკეთო ზემოთხსენებული პროფილი და ჩემი ჭია ვახარო…

ბევრს ვითხოვ? მე ხომ მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს…

P.S: ჰო, მართლა, მაინტერესებს რას ნიშნავს ეს ძერსკი, და იქნებ ვინმემ ესეც ამიხსნას… ბოლოსდაბოლოს, ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს..

20 thoughts on “მე ხომ მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს…

  1. siyvarulovna says:

    ლოლ :დ :დ აგურის შემოთხლიშვა ჩემზე იყოს თუ კიდე შეხვალ იმის სურათებში და ისევ იმ სურათს გახსნი :დ :დ

    • anna says:

      რა ვქნა გენაცვალე, თვალი გამირბის :დ
      ბილწი ვარ ბილწი //
      კარგი გამახსენე . შევიდე ვნახო :დდდდდდდდდდდდდ

  2. Giorgi says:

    დაგაკავშირებ შენ ყველაზე ძერსკი ნაროდის ფბ ადმინთან :დ

  3. Devi says:

    არადა სადღაც მაინც გაგისწორდებოდა ძერსკებშეეე გაჩითვა )))) არ თქვა არაო ))

    • anna says:

      კაცო, ვერ ხედავ რა პათოსით ვწერ? ისეტ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლე რომ არ ერიოსოოო ^_^

  4. LiLaC says:

    სულ მაინტერესებდა რა ტიპის ადამაინები ქმნიდნენ ასეთ პროფილებს.
    ჰოდა, მერე ვიპოვე ერთი გოგო (ვიპოვე რა, კიარ მიძებნია, მაგრამ მითხრეს).
    ოღონდ თავისი ფოტო, მგონი არ უდევს. ისე საკმაოდ ლამაზი გოგოა, ”პოპულარულიც”, მაგრამ რაღაც უაზრო კომპლექსები აქვს და სულ სხვებს ბაძავს.

    • anna says:

      სხვათაშორის, მეც მყავდა დეიდაშვილი, კიარადა, მყავს, რომელიც ცნობილი ადამიანების პროფილებს ქმინდა..თუმცა ის ბავშვი იყო…
      არ ვცი რა კომპლექსი უნდა გქონდეს რომ სხვების ცხოვრებით იცხოვრო

  5. NinucaElectro says:

    дерский – უხეში, ამპარტავანი, თავკერძა, ამაყი.😀
    არაა, ასეთი ანნა ჯობია როგორიც ხარ.. მერე გახდები ანნეეეეეეეეე და ვააიმეე.. : D

    • anna says:

      ერთ დღეს ავდექი და გამოკითხვა ჩავატარე, რა თქმა უნდა პირისპირ საუბარში და არა ინტერნეტით, სადაც სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა ძალიან ადვილია და სრულმა უმრავლესობამ არ იცოდა რა იყო ე.წ ძერსკი ;დდდ

  6. NinucaElectro says:

    საქმეც ეგაა, რომ არ იციან რას ნიშნავს, მაგრამ არიან “ძერსკებეე” ან პრეტენზია აქვთ რომ იყონ.. ღმერთო, მომკალი და მაინც არ მესმის რა არის ამაში მმაგარია.. ფუუუ
    სნობები

Comments are closed.