ძმა, რომელსაც არ ვიცნობ

გუშინწინ მე და ქეთიმ “რომანტიული” ღამე მოვიწყვეთ სანთლების შუქზე, უშუქობაში და რაზეც კი საუბარი შეიძლებოდა, ყველაფერი განვიხილეთ. მოვყევით ჩვენი ადრეული ყმაწვილქალობის (რა სიტყვებს ვიყენებ ზოგჯერ) დროინდელი ამბებიდან დაწყებული, უახლესი ისტორიით დამთავრებული. რა თქმა უნდა, უამრავი უწყინარი ჭორი გავცვალეთ და უკვე მერამდენედ მოვყევი მამაჩემზე და ჩემს ძმაზე.

მამა როგორ გავიცანი ამაზე მოკლედ ადრეც მეწერა პოსტი,  ძმას ჯერ კიდევ არ ვიცნობ , მთელი ბედნიერება წინ მაქვს და რაც დრო გადის, უფრო მეტად მაინტერესებს.

ადრე მქონდა მცდელობა, გავსაუბრებოდი, ერთ–ერთ საიტზე და კინაღამ ფლირტში გადაიზარდა, დაიწერებოდა მერე მეორე ჰომო ფაბერი ალბათ :დ ბოლო ორი წელი არანაირი ინტერესი აღარ გამომიხატავს და გუშინ, ამდენი საუბრის და გახსენებების მერე, ისევ მომინდა გაცნობა… მამაჩემი კიდევ , ყურს არ იბერტყავს და არც აქვს დიდი სურვილი უფროს შვილს ამცნოს რომ ქვეყნად ვარსებობ (რა საშინლად ჟღერს:))

რაც შეეხება ჩემს ძმაზე ინფორმაციას, ვიცი მხოლოდ ის, რომ ქვია ბექა,  მგონი უკვე 27 წლისაა . ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორიც ფოტოზეა.

ჩემი ძმა, არ ვიცი სად იმყოფება :)

ჩემი ძმა, არ ვიცი სად იმყოფება 🙂

ჰო, მასაც, ჩემსავით, საყვარელი ბალიში აქვს, რომელსაც ყველგან დაატარებს თუ დაატარებდა:დ  კიდევ მომეპოვება მონათხრობები ბექაზე, მაგრამ რა?… რატომღაც ყველა მეუბნება რომ მიუხედავად იმისა რომ არ მინახავს, არ ვიცნობ და დიდი შანსია იმის რომ კიდევ კარგა ხანი ვერ ვნახო, უნდა მიყვარდეს.. მეკი, არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ, გარდა ცოტა ინტერესისა. მაინტერესებს, როგორია ჩემი სისხლი და ხორცი, და რამდენად მგავს მე. არ ვიცი ოდესმე თუ შემიყვარდება, არც მამაჩემზე გავგიჟებულვარ დიდად.

მხოლოდ ფილმებში მინახავს რაღაც ისეთი, საყვარელი და გულისამაჩუყებელი მომენტები , მეკიდევ…

მოკლედ, ასეა თუ ისე, გუშინ კინაღამ ფეისბუქზე დავიმატე ბექა, მაგრამ ქეთიმ ამიკრძალა და მეც დავემორჩილე 🙂 ფლირტის რეციდივის საშიშროებას რომ თავი დავანებოთ, ჯერ მაინც მამაჩემისგან ავიღებ ოფიციალურ ნებართვას და ვნახოთ ვნახოთ ^_^

აა როგორ მაინტერესებს რა მოხდება … უჰ, წინასწარ მიხარია . მადლობა ღმერთს , ბექას ადგილზე არ ვარ და მე არ აღმოვაჩენ რომ და ან ძმა მყავს… მაგრამ რავიცი რავიცი… რას მალავს კიდევ ოხერი მამაჩემი :დ

19 thoughts on “ძმა, რომელსაც არ ვიცნობ

  1. Mari ამბობს:

    მშურს შენი! ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ გამეგო, რომ და ან ძმა მყავს.

  2. knuti ამბობს:

    2 და მყავს და რომ გავიგე, შოკი მქონდა + იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემზე თითქმის 3–ჯერ დიდები არიან ასაკით.

  3. veronika ამბობს:

    ალბათ…,მოვა დრო და გაიცნობ შენ ძმას,შენ გაქვს ამის უფლება,შეიძლება ურთიერთობები ვერ ააწყოთ ,მაგრამ ერთმანეთის არსებობის შესახებ უნდა იცოდეთ.
    რაც შეეხება სიყვარულს,ის ასე არ მოდის არაფრისგან….სიყვარული ურთიერთობის ფონზე ვითარდება,ასე,რომ ნუ გიკვირს თუ არ გიყვარს. დედმამიშვილი დიდი სიმდიდრეაა,ნუ დაკარგავ ამ შანს …

    • anna ამბობს:

      ჰო… არაფრისგან არ ჩნდება სყვარული, მაგრამ ან მერე რა ურთიერთობა გვექნება არ ვიცი…
      მე ბავშვობიდან ვიცოდი ყველაფერი, იმან არა…
      რეაქცია როგორი ექნება არც ვიცი..

  4. გოჩა გაბოძე ამბობს:

    აუ თუ ასე გამოიყურება შენი ძმა მე გამაცანი რა 🙂 ერთი ორი დღე მეყოლება და დაგიბრუნებ 😛

    • anna ამბობს:

      ვაიმე გაბო ლოოოოოოოოოოლ ;დ
      მოდი გავცვალოთ ბიჭები ^_^

    • anna ამბობს:

      არ ვიცი… ზოგადად ეგეთი დამოკიდებულება ბევრს აქვს,,, სისხლი და ხორციას პრინციპია…
      რადგან მამაა, ძმაა, დაა, უნდა გიყვარდეს და ბლა ბლა…
      კაი რა ;დ

  5. axsiom ამბობს:

    დამალვის აზრი ვერ გავიგე, ან ფეისზე რატომ არ დაიმატე? ან მამას რატომ სტხოვ ნებართვას? ან საერთოდ რატომ გადარდებს? ან რა იცი ნამდვილად შენი ძმაა?? თავბრუ დამეხვა. 😦

    • anna ამბობს:

      დამალვის აზრი გამოვტოვოთ, გრძელი ამბავია. ფეისზე იმიტომ არ დავიმატე, რომ თუ არ გამოველაპარაკებოდი, აზრი არ ექნებოდა, მამაჩემის ნებართვის აგრეშე, ამას ვერ ვიზამ, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა მისი გაცნობა. იმიტომ მადარდებს რომ ბოლოსდაბოლოს ჩემი ძმაა, და მის ნამდვილ ძმობაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ

  6. Lilit ამბობს:

    მეც მყავს და.თუმცა არ ვიცნობ.ჩემივე ქალაქში ჩემს პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობს..ატარებს ჩემივე სახელს,შესაბამისად ჩემს გვარს…ყავს მამა,რა თქმა უნდა ისიც ჩემი… 🙂 ბევრჯერ მომშლია ამ ყველაფერზე ნერვები..მარა ნერვების მოშლით ვიცი ვერაფერს შევცვლი..მინდა მალე გავიცნო…

Comments are closed.