არაფერიც არ მინახავს ცხოვრებაში

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო, ქილიფას წამოწყებული ტეგ-თამაში რომ განვაგრძო… ჰოდა, ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე, ვის რაში გაინტერესებთ, მე რა მინახავს, ან რა დამრჩა უნახავი?

ის მინახავს, რაც ყველას, ბრაზილიური სერიალის დეიდასავით ხომ არ დავჯდები და მოვყვები ჩემს განვლილ ცხოვრებაზე?

არც იუმორისტული შოუს წამყვანისებური იუმორი მაქვს, რამეზე რომ გაცინოთ, ერთადერთი იდეა, რაც მქონდა, ნათიას გავუზიარე და უბედურებების ჩამოწიკწიკება დამასწრო, მე კიდევ გასახსენებელი აღარაფერი დამრჩა მემგონი🙂

ისე, არც ერთი პოსტი, რაც ამ თემატიკაზე წავიკითხე, არ მომწონებია , არ მაინტერესებს, ვის რა უნახავს , მთავარია ვინ რას ნახავს ^_^

მოკლედ, ჩემებრ უინტერესო წარსულის მქონე ადამიანი მეორე არ დადის ამქვეყნად, კომედიური კოშმარების მეტი მაინც არაფერი მინახავს ცხოვრებაში … მაგათაც კიდევ, ცხოვრებაში კიარა, სიზმარში ვხედავ ხოლმე…

ისე, ვამბობდი არაფერი მინახავსო, და კოშმარს რეალურად ვხედავ ახლა :

პიანინოსთან დამჯდარა გრინმარი, სათვალითურთ, სწერვული გამომეტყველებით და ყურთასმენას მიწამლავს უნიჭო შესრულებით… (დაე ეგონოს რომ ვაზვიადებ)

ამის მერე კი , მოდი და გინდოდეს ამქვეყნად რამის ნახვა და მოსმენა..

ამას სჯობდა ისევ აღშფოთებული პოსტი დამეწერა , სამარშრუტო ტაქსებში არარსებული და გაუმართავი უსაფრთხოების ღვედების შესახებ, მაგრამ მოვალეობის მოხდა ვამჯობინე და უსიამოვნო ტეგ-თამაში თავიდან მოვიცილე :დ

8 thoughts on “არაფერიც არ მინახავს ცხოვრებაში

  1. Mari says:

    აჰა, მაინც გადმომწვდა😛
    გულს ნუ გაიტეხ. ჯერ მხოლოდ 20-ის ხარ😛

Comments are closed.