მომენატრა

ეს ის იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა საშინლად მენატრება დრო, როცა ვზივარ, წინ უამრავი კონსპექტი, ქსეროქსი, წიგნი მაქვს დაწყობილი და ვმეცადინეობ. როგორც იქნა , საკუთარი ზარმაცი თავი გამოვიჭირე იმაში, სწავლა უბრალოდ კი არ მომენატრა, საშინლად, ძალიან…

საქმე იმაშია, რომ, როგორც იქნა თსუ–ში გადავედით კიარადა შეგვაერთეს ამ უკანასკნელს, ჰოდა გარემოს გამოცვლა ძალიან მახარებს ნაწილობრივ ამის დამსახურებაა ზემოთ გამოთქმული ჰაზრები , ჩემნი…

ასეთი სიტუაციები მომენატრა <3

ასეთი სიტუაციები მომენატრა ❤

მონატრება იქით იყოს და ჯერ კიდევ გაურკევლობაში ვარ, გადასახდელი მაქვს თანხის ნაწილი , საგნები ასარჩევი და პლიუს, პირველ კურსზე გაუვლელი საგნები გასავლელი . ეს ცოტა აუფერულებს ჩემს აღფრთოვანებას, მაგრამ რა ვქნა.. თავს ვამშვიდებ, რამე კარგი ამ მდგომარეობასაც აღმოაჩნდება–თქო.

რაც შეეხება ჩემი აწ უკვე დაშლილი ჯუფის ერთიანობაზე წუწუნს, ეს უკვე მოვინელე და აღარ მაწუხებს , მით უმეტეს, ჩემდა სამარცხვინოდ ბოლო დროს გავუცხოვდი ჯგუფელებთან… არც არსდროს ვიყავი დიდად ახლოს.. ნუ მოკლედ რა 🙂

რა თქმა უნდა, ქსეროქსების შეძენა თუ თხოვება ხელს არ მაძლევს და წიგნების სრული კომპლექტის შეძენა წინასწარ მახარებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ორას სხვადასხვა ბლოკნოტზე და სხვა აღჭურვილობებზე… ასეთი რამეები როდემდე უნდა მახარებდეს, არ ვიცი. ან როდის უნდა გადავეჩვიო უამრავი არასაჭირო ნივთის შეძენას და უბრალო ქსეროქსიდან, ან კონსპექტიდან მეცადინეობას? მაგრამ არაფრით არ გამომდის, სასურველი გარემო თუ არ შევიქმენი , წყალში მეყრება ყველაფერი.. ჰოდა რომ შემიშალეს ხელი ყველაფერში ამ ზამთარს, იმიტომაც ჩავაბარე ძლივს გამოცდები!

ახლაც, ამას რომ ვწერ, მიხარია, ერთი სული მაქვს როდის განა დარჩენილი რამდენიმე კვირა და ქანცაწყვეტილი დავბრუნდები უნივერსიტეტიდან, დასვენების გარეშე შევუდგები მეცადინეობას, იძულებით დავწვები 12 საათზე, ფეხზე ადგომა რომ შევძლო ადრიანად , სულმოუთქმელად დაველოდები დასვენების დღეს და მთელი არსებით დავტკბები იმ საათებით, როცა სამეცადინო არაფერი მექნება.

რამხელა ხიბლია ამ ყველაფერში, მხოლოდ არდადეგებით დაღლილი სტუდენტი თუ მიხვდება ალბათ 🙂

მოკლედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტო, მელოდე 🙂 (შენც ერთბაშად დიდ ვინმეს არ დაელოდო, მაგრამ მაინც)

8 thoughts on “მომენატრა

  1. Mari ამბობს:

    მეც მინდაააააააააა
    დაე მომენატროს, ოღონდ მალე დასრულდეს ეს წამება

    • anna ამბობს:

      შენ ჯერ რა მოგენატრება, გამოცდები არ დაგიმთავრებია ^_^

  2. knuti ამბობს:

    მეც ასე ვარ და აი, ჩვენზეა ნათქვამი , რომ მახათი გვაქვს საძებარი 😀
    სტუდენტს რომ სწავლა მოენატრება… 😀

    • anna ამბობს:

      მახათის ძებნას ისევ სწავლა მენატრებოდეს ის მირჩევნია :დ

  3. siyvarulovna ამბობს:

    მეტი არაა ჩემი მტერი:დ :დ

    ეს ეხლა გენატრება თორემ დაგინახავ მარტიდან რასაც იზამ 3 მაინც სულ ცემთან ერთად ინები და ^_^

    • anna ამბობს:

      ო რა გინდა ;დ
      ნუ მიფუჭებ განწყობას, თორემ თავიდან თუ ვერ დავიწყე კარგად, მერე სულ ავუშვებ ხელს :დ

  4. Teaa ამბობს:

    მე დავამთავრე თსუ! დიახ! ძაან კი მანერვიულეს, ლამის კრედიტებს არ მითვლიდნენ სხვა სპეციალობიდან გადასულს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ჩემი და კანცელარიის მბრძანებლის ყოველდღიური კამათის და დავიდარაბის, ასჯერ დაწერილი განცხადებების და ხელმოწერების შემდეგ, თსუ დავამთავრე!! ეხლა კი უკვე ისე მენატრება.. :(( კანცელარიის მბრძანებელი ზვიადიც კი მენატრება..ცუდი ეგა 😀 😦 ცხილებთან დგომა და ტვინის ბურღვა რა ავირჩიო რომ დრო კარგად მომრჩეს- მენატრება.. ყველაფერი მენატრებაა.. :))) 😀 😀

    • anna ამბობს:

      კრედიტებზე გამახსენდა რომ საშინელი სისტემა აქვს თსუს..
      აი აუტანელი არეულობაა…
      არ ვიცი მაგ ტექნიკურ მხარეებს როგორ შევეგუები :ს

Comments are closed.