რა მოხდებოდა, LIKE-ღილაკი რომ არ არსებობდეს

უკვე მერამდენე თვეა , უსამართლობამ და განუკითხაობამ მოიცვა ფეისბუქი, უამრავი ყალბი ექაუნთი შეიქმნა და ათასჯერ მეტი ადამიანი შეწუხდა ამ LIKE-კონკურსების და სხვადასხვა თამაშების წყალობით. რაც მთავარია, ყოველთვის, როცა ინტერნეტ სივრცეში მსგავსი აქცია კეთდება, გამარჯვებულიც თითქმის ყოველთვის ისაა, ვისაც ყველაზე მეტი ფრენდი ჰყავს და ამასთან ერთად, არ ეზარება დადგეს და დღეში სამასოთხმოცდათხუთმეტჯერ მისწეროს თითოეულ მათაგანს ხვეწნა-მუდარის შემცველი PM ჯადოსნური სიტყვის შემცველობით : დამი-LIKE.

მობილური სიყვარულიდან ალბათ ვირტუალურ ორსულობამდე მივალთეს აქცია მოიცავს პატარა ჩანახატისებრ მოთხრობებს სიყვარულზე … რამდენადაც ერთი შეხედვით მივხვდი.

რა თქმა უნდა, აპლიკაცია გამოვიყენე მხოლოდ იმიტომ , რომ რამდენიმე მეგობარმა მთხოვა შემეფასებინა ზემოთხსენებული LIKE-თი მისი ნამუშევარი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც მსგავს თამაშებში თუ კონკურსებშია ჩაბმული, მაგრამ ისმის კითხვა?

ვთქვათ, მე ვარ ყველაზე მაგარი ნაწარმოების ავტორი, მაქვს ყველაზე კარგი იდეა, მაგრამ მყავს ყველაზე ცოტა მეგობარი?

რა უნდა ვქნა, თუ არ შემიძლია საკუთარი თავის რეალიზება მხოლოდ იმის გამო რომ არ მყავს საკმარისი მეგობრების რაოდენობა, რომ აღარაფერი ვთქვა ნერვებზე, რომელიც აუცილებელია თითოეული ლაიქის მოსაპოვებლად…

თიბისი ბანკმა ხომ პირადად მე ტვინი წამიღო. რა საჰაერო კოცნები , რამე საინტერესო მაინც იყოს?

ჯანდაბას, წინა კონკურსი, სადაც ასევე წერითი უნარები ფასდებოდა, ეს რაღა ჯანდაბაა?

და ვინ, რის გამო უნდა მოიგოს გათამაშებაში მყოფი ipod, მხოლოდ იმიტომ რომ კარგად დააპიარა თავის თავი და ტვინი წაიღო თხოვნებით, საჰაერო კოცნები დაეგზავნათ მისთვის?მე ჰაეროვანი კოცნა ვიცოდი აქამდე... კრეატივი კრეატივი ^_^

აღარაფერს ვამბობ საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებულ კონკურსებზე:

“ჩემი არტი” , ჩემი ძაღლი, ვირი, კატა და ა.შ.

კრეატიული ხალხი თუ გჭირდებათ, გთავაზობთ ჩემს იდეას:

შემდეგი კონკურსი იყოს: ჩემი პენუარი, პიჟამო, მაისური და ა.შ… ჰო, ეს გაყიდვებსაც შეუწყობს ხელს, ფოტოებისთვის საჭირო სიმპათიური ღამის სამოსის საყიდლად ყველა მაღაზიებში გაიქცევა , ჰოდა ყველა კმაყოფილი იქნება, ბანკიც, გამყიდველებიც, და რა თქმა უნდა კონკურსანტებიც… სხვა თუ არაფერი, შენაძენი მაინც დარჩებათ…

ყველას წარმატებას გისურვებთ მსგავს კონკურს-თამაშებში, მეკი უნდა გავიქცე, 2345 ფრენდი უნდა დავიმატო , გავიგე ვიღაც მისწრებს like-ბით და თავი მაქვს მოსაკლავი :((

10 thoughts on “რა მოხდებოდა, LIKE-ღილაკი რომ არ არსებობდეს

  1. siyvarulovna ამბობს:

    ამიტომაც ნუ მიიღებთ მონაწილეობას მსგავს მარაზმებში!

    კნუტი გამკვირვებია რა ^^ თბს–ის ბლოგერების კონკურსზე რამდენი იწვალა და აქაც არ დაეზარა

    • anna ამბობს:

      ჰო, მე რომ მომკლა ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასტიკად მეზარება

  2. Mari ამბობს:

    ზოგადად ეგ ღილაკი უკვე ნერვებს მიშლის. ძალიან გადაუხვია თავის დანიშნულებას და ძირითადი მნიშვნელობა დაკარგა. ჰო, კიდევ ვერ ვიტან ტყუილად რომ მილაიკებენ რამეს. ვეღარ გამიგიამართლამოსწონთ, თუ ხელი წაუცდათ.

  3. Seymour Glass ამბობს:

    მაგაზე ჩვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ინსტიტუტი გამახსენდა. როგორც ლაივში, ნაცნობობით იჩალიჩებ რაღაცას, ისე ფბ-ზე ფრენდების რაოდენობით. 😀 საქს : /

    • anna ამბობს:

      ჰო, ნაცნობობის ვირტუალური ინსტიტუტია ფაქტიურად :დ

    • anna ამბობს:

      თუ გავითვალისწინებთ რომ ეგეთი თხოვნები ყოველ 5 წუთში მოდის , არ მიკვირს, წაკითხვაც რომ ვერ მოგესწრო :დ

  4. ანი ამბობს:

    როცა რამეს ველოდები Facebook–ზე და უცებ სიახლე ჩნდება, სულმოუთქმელად ვხსნი და … მხვდება ჰაეროვანი კოცნა!!! ან რამე მსგავსი სულელური აპლიკაცია.
    დღეში მილიონი ცალი მოდის :((((( შევწუხდიიი

    • anna ამბობს:

      მე ვერაფრით ვერ მივბლოკე, სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით :დ დროზე მორჩეს ხალხის მიწვევა რომ დავისვენო @

Comments are closed.