გულს მირევ(თ)

ახლა ვზივარ და s.o.a.d-ის radio/video-ს ვუსმენ, თან საჭირო კლავიშებს ვერ ვპოულობ ნახევრად დაბრმავებული. ჰო მხედველობა გამიუარესდა , მაგრამ ამჯერად ეს არ მაწუხებს.

უცნაური შეგრძნება მაქვს ხოლმე ზოგიერთი ადამიანის მიმართ, რომელიც თითქოს არც არაფერს მიშავებს. ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება შემაზიზღოს ის და პატივისცემა დამაკარგვინოს. ერთმა არასწორად მოწერილმა ფრაზამ, თუნდაც ფოტოზე გაკეთებულმა წარწერამ, სტატუსმა, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს…

აღარაფერს ვამბობ პირისპირ მოსმენილ მცდარ მსჯელობაზე, ცუდ მანერაზე, შემთხვევით წამოსროლილ ფრაზაზე და მისთანებზე…

ნუთუ იდეალს ვეძებ? არადა იდეალები ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. ალბათ ადამიანთა უმრავლესობა მეტისმეტად გაუთლელი, ხეპრე და ამაზრზენია, იმდენად საზიზღარი, რომ ერთი ქმედებაც კი საკმარისია გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების წასახდენად…

მე თქვენ გიყურებთ და გული მერევა, როცა ვხედავ როგორ ცდილობთ ჩემთან ურთიერთობას… როგორ მოგაქვთ თავი განსწავლულებად, როცა ინფორმაციის დაგუგვლა არ გშველით, როგორ იბნევით პირისპირ და ხაფანგში გაბმული ვირთხებივით ცდილობთ თავის დაძვრენას… სწორედ ეს მშლის ჭკუიდან! თქვენი ვითომ გენიოსობა…

გიყურებთ და ვხედავ, რა ყალბია თქვენი ჟესტები, სამი კვირით ადრე გათვლილი ფრაზები…

რატომ არ შეგიძლიათ იყოთ ბუნებრივები?

მე ხომ მხოლოდ ამას ვითხოვ? თუნდაც ვერ გაგიგოთ, თუნდაც დაგკარგოთ, ოღონდ ნუ თამაშობთ… დაგკარგავთ და პატივისცემის გრძნობა მაინც შემრჩება… სხვა დანარჩენი, ფარსი და ორგროშიანი სპექტაკლი მხოლოდ ზიზღს იმსახურებს…

დამღალეთ

22 thoughts on “გულს მირევ(თ)

  1. ჭინკა says:

    მოუხშირე შენ თვალთმაქც ადამიანებზე პოსტის წერას ჰოიცი?
    მეც არ მომწონს არაბუნებრივი ადამიანები რომლებიც როლს თამაშობენ ცხოვრებაში :((

    • anna says:

      კი მოვუხშირე, იმიტომ რომ თვალთმაქცობა მოხშირდა ჩემს ირგვლივ :(((

  2. Wissner says:

    ბუნებრივობას მეც ვითოვ ამ ბოლო დროს ადამიანებში,მგონია/მივხვდი რომ ყველა თამაშობს.შენ კი გარკვეულწილად იდეალს ეძებ როგორც შეგატყე.მეც ვეძებდი იდეალს თუმცა ბოლოს ყოველთვის გაწბილებული ვრჩებოდი და იმ აზრამდე მივდიოდი რომ საკუთარი თავი უნდა გავაიდეალო.შენც გირჩევ მიხვიდე ამ დასკვნამდე.

    • anna says:

      ალბატ იდეალს ვეძებ… რთულია ყველა გულს გირევდეს…

    • Qilipa says:

      ,,ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება შემაზიზღოს ის და პატივისცემა დამაკარგვინოს. ერთმა არასწორად მოწერილმა ფრაზამ, თუნდაც ფოტოზე გაკეთებულმა წარწერამ, სტატუსმა, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს…” – ისე, ეს არ ვარგა ხო იცი😉

      • anna says:

        ჰო, ვიცი რომ არ ვარგა:\
        დღეს სამი შემთხვევა მქონდა ასეთი და გადავირიე :@
        ერთმანეთზე რომ დაემატება იდიოტობები , ვეღარ ვაკონტროლებ თავს :პ
        სისტემების მოსმენა რომ მირევდეს, მაგას გავაკონტროლებდი, აღარ მოვუსმენდი, ხალხს რა ვუქნა, დავხოცო?

  3. knuti says:

    haha😀 მე მესმის შენი. როცა მსგავს რაღაცას ვამჩნევ ვინმეს, უბრალოდ ვერიდები… ვცდილობ ურთიერთობა არ მქონდეს, თორემ ამომსხამს და საშნლად ვიჩხუბებ😀

    • anna says:

      ქილიფ, იმ დღეს უნდა მომეკალი, ნერვები რომ მომიშალე შენც :დ
      უნდა ჩამემატებინე ამ პოსტში, როგორც ტვინის ბურღი ;დ

      • Qilipa says:

        თუ ამ პოსტში არ მოვიაზრები, მაშინ ჯანდაბას, როგორც ტვინის მბურღველად ჩამატებას ავიტან :დ

      • anna says:

        ჰოდა, ჩათვალე რომ მოიაზრები, არ დამიაფდეითებია, მაგრამ შენთვის მომიძღვნია აგი პოსტი ამ წუთიდან :დ

  4. siyvarulovna says:

    ოდესმე თუ გულს აგირევ და ყალბი მოგეჩვენები პირდაპირ მითხარი, არ მინდა მერე ჩემი თავი პოსტში აღმოვაჩინო ^^

  5. ანი says:

    ვიცი რომ არ არსებობს, მაგრამ მეც მთელი ცხოვრებაა იდეალს ვეძებ.
    უაზრო და გაუთავებელი სიყალბე ამაზრზენია😦

      • anna says:

        :დდდ
        საიდან იცი რომ კარგი ვარ, იქნებ არის ჩემში რამე საწყისი ბოროტების :დ

  6. Gio Rgashvili says:

    მიმაჩნია, რომ პოსტის ავტორი, გარკვეული გარემოებების გამო, ზედმეტად მგრძნობიარედ აღიქვამს მის მიერვე წამოჭრილ საკითხს🙂
    ანნა, ჩემი აზრით, იმაში, რომ ადამიანები თამაშობენ, არაფერია უცნაური; მეტიც, მე ეს სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია…
    ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ყალბები;
    ჩვენ ყოველთვის გავიფორმებთ სახეს სხვადასხვა ჟესტიკულაციებით;~
    ჩვენ ყოველთვის დავფარავთ ჩვენს ნაკლს/უვიცობას…
    გავიცინებთ მაშინ, როდესაც არ გვეცინება … მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ბლაბლაბლებს…

    2 წლის შემდეგ გადახედავ ამ პოსტს და სენს თავს აღმოაჩენ ადამიანებში, რომლებზეც ეს პოსტი დაწერე :)) ვიცი, რომ ასე იქნება :ყეს:

    პ.ს. აი, სუულ ვერაფერი ვნახე ამ პოსტში ისეთი, რაც გულს ამირევს🙂

Comments are closed.