გარიყულები

ყოველთვის, ყველგან, სკოლაში, უნივერსიტეტში, ტრეინინგზე, გვეუბნებიან ერთსა და იმავე რამეს: ” არ შეგეშინდეთ შეკითხვის დასმის, აზრის გამოთქმის, რაც არ უნდა უცნაურად და უაზროდ გეჩვენებოდეთ თავად თქვენ”

თუმცა , ალბათ არავინ, მათ შორის არც მე, არ ვითვალისწინებთ ამ სიტყვებს და ხშირად ვზღუდავთ თავს , ვაკონტროლებთ, სად , როდის როგორ და რა ვთქვათ. გვეშინია საზოგადოების მიერ აბუჩად აგდების, ჩვენი მოსაზრების უარყოფის, სულელის სტატუსის დამკვირდების, უბრალოდ, ჩაცინებისაც კი…

ამბობენ რომ საზოგადოება ძალიან მკაცრია, განსაკუთრებით დაახლოებული ადამიანების წრე, სადაც ახალი წევრის მიღება ძალიან ჭირს, მის ყოველ სიტყვას ეჭვით უყურებენ, ასჯერ წონიან და აკრიტიკებენ, ხშირ შემთხვევაში როცა რამე არ მოსწონთ, ამას ცინიკური დამოკიდებულებით აგრძნობინებენ “ახალს” და საბოლოოდ, ამ უკანასკნელს ძალიან დიდი ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს, რომ თავი გარიყულად არ იგრძნოს, ან სულაც თავქუდმოგლეჯილი არ გაიქცეს…

თუმცა გაქცევა ვერაფერს უშველის ალბათ, ყოველთვის ყველა სიტუაციიდან თავს ვერ დაიხსნი. ამ შემთხვევაში გამოსავალი ალბათ ერთადერთია. თუ გაგიმართლებს და გულმოწყალე ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდი, ორიც, თუმცა სჯობს იმ ერთადერთს მივუბრუნდე ისევ..

დიდი ხანია ადამიანებს ვაკვირდები და ვხედავ, ახალ ადამიანებთან და სიტუაციასთან შეგუებას რა ხერხებით ცდილობენ.

უნდათ იყოთ ორიგინალურები, გამორჩეულები, ამისათვის კი ბევრს ბოდავენ და უამრავ სისულელეს წამოროშავენ ხოლმე… რა თქმა უნდა , ცოტას ჰყოფნის ჭკუა, მართლა კარგად მოერგოს ახალ სიტუაციას თავის გამოხდომებით…

ამის საპირისპიროდ, ზოგი საერთოდ არ ცდილობს კონტაქტზე გამოსვლას, რატომღაც ელოდება გარშემომყოფები როდის მოიღებენ წყალობას…

არადა, ყველაფერს ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ვიყოთ ჩვეულებრივები, ისეთები როგორიც სინამდვილეში ვართ. რაღაცის შექმნას ვცდილობთ, ვთამაშობთ და გვავიწყდება რომ სიყალბე ყველაზე გამაღიზიანებელი რამაა. ერთადერთი კი რაც გვევალება ისაა, საკუთარ თავს ვაღიარებდეთ, რომ მერე სხვებმაც მიგვიღონ…

რაღაც ჭკუისსწავლებასავით გამომივიდა, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა მოვსწრებივარ ვითომ ვიღაცის “ჩაგვრას”. ეს  სხვა არაფერია, თუ არა ჭკუისსასწავლებელი მაგალითი იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე გაქვს  გასაგები🙂  მინდოდა, პოსტი კონკრეტული ადამიანებისთვის მიმეძღვნა, ეძღვნება კიდეც, მაგრამ ვეცადე ყველაფერი განმეზოგადებინა, ბოლოსდაბოლოს ორი-სამი ადამიანის პრობლემა არაა მსგავსი რამე მხოლოდ..

10 thoughts on “გარიყულები

  1. knuti says:

    კითხვის დასმა საჭიროა სწავლის პროცესშ ანა… ახლის გაგებსას.. და არა ურთიერთობებეში )) არასწორად გაგიგია შენ სკოლა–უნივერსიტეტ–ტრენერთ შეგონებები

    • anna says:

      არასწორად არ გამიგია . კითხვების დასმა ხშირად აადმიანურ ურთიერთობებში უფრო ჭირს, ვიდრე ლექციაზე, ან გაკვეთილზე…

  2. siyvarulovna says:

    რატომრაც მგოია რომ ყოველთვის ბუნებრივი ვარ :ფიქრ: თუმცა შეიძლება ვიღაცას ყალბიც ვეჩვენები და წინასწარ ორიენტირებული რა როგორ ვთქვაზე :ფიქრ: რავიცი :)) მე ვცდილობ ვიყო ის რაც ვარ ყველასთან და სხვებისგანაც იგივეს ვითხოვ

    • anna says:

      მეც დავფიქრბულვარ, მე კი მგონია ჩემი თავი ბუნებრივი, მაგრამ საინტერესოა სხვებისთვის როგორი ვარ/

  3. Seymour Glass says:

    ისეთი, ხშირ შემთვევაში, იმას ვისაც სიტუაციასთან კარგად ეხერხება მორგება, ვაზელინის დიდი პარტია აქვს ხოლმე შემონახული…

Comments are closed.