რაც უნდა დაიკიდო

ძალიან იშვიათად თუ მიმიცია ვინმესთვის შენიშვნა, ან ამიკრძალავს რამე. ამბობენ, რომ რჩევების მიცემა ყველაზე კარგი რამეა, რაც შენთვის შეიძლება გააკეთონ. თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი, რაც საკმაოდ ხშირად ირღვევა და აგრესია მოსდევს ხოლმე ე.წ რჩევის ადრესატისგან.

ზოგჯერ, როცა დედაჩემს, ხშირად გაუმეორებია ჩემთვის ერთი და იგივე, ბოლოს განგებ ვაკეთებდი იმას, რასაც მიკრძალავდა, ან როგორც თვითონ ეგონა, რჩევას მაძლევდა.  ყველაზე მეტი უფლება სწორედ მშობლებს აქვთ და მათი მესმის კიდეც. თუმცა სხვა საქმეა, რამდენად მისაღები იქნება სხვა ნებისმიერი ადამიანისგან იგივე. თუმცა, უნდა აღინიშნოს , რომ დედა ყველაზე ფრთხილია მსგავს მომენტებში და ზღვარს თითქმის არასდროს გადასულა. მეც ყველაზე მეტად სწორედ დედაჩემის რჩევებს ვენდობი…

ჩემთვის არსებობს ერთჯერადი რჩევები, დანარჩენს აზრი აღარ აქვს… ამ რჩევებს ან ვითვალისწინებ, ან არა.

ასევე ვიქცევი მეც, ნებისმიერთან მიმართებაში. თუნდაც ვიცოდე რომ ცამდე მართალი ვარ და ქვეყანა იქცევა სხვისთვის, ჩემივე დაწესებულ ზღვარს არ გადავცდები და თავს არ შევაწყენ რჩევა-დარიგებებით.

მქონია შემთხვევა, როცა რაღაც საიდუმლო გამიმხელია არა მეგობრისთვის, არამედ თითქმის უცხო ადამიანისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამიკეთებია, რომ ვიცოდი, ის უცხო იყო და არ ჰქონდა უფლება ჩემთვის ჭკუა ესწავლებინა, ეთქვა რატომ გავაკეთე ასე და რატომ არა სხვანაირად…

და საერთოდ:

როცა ადამიანს რჩევას აძლევ, ან ითვალისწინებს, ან არა…

თუ შენ მართალი აღმოჩნდი, ის სავარაუდოდ კისერს წაიმტვრევს და გაფრთხილდება…

თუ არ გაფრთხილდება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ესეიგი რჩევების მიცემას აზრი არ აქვს, მაინც ვერ ისწავლის ჭკუას…

და საერთოდ, ყველაზე კარგი, რაც ადამიანმა შეიძლება  გააკეთოს, საკუთარ თავზე იფიქროს. თქვენ რა გგონიათ, თუ მე თქვენს სიკეთეს არაფრად ვაგდებ და მაინც “ვაშავებ” რამეს, ესეიგი ჩემი თავი არ მიყვარს და არ ვუფრთხილდები? სულაც არა. უბრალოდ , სხვისი აზრები ჩემს პიროვნებას უმეტეს შემთხვევებში არ ერგება , როგორც წესი… შესაბამისად, მხოლოდ ჩემს გონებას და გადაწყვეტილებას თუ ვენდობი ხოლმე.

ამდენი იმისთვის ვილაპარაკე რომ ბოლოს ორი სიტყვით მეთქვა რა მოხდა :

ჩემმა ერთმა მეგობარმა სიგარეტი მოსწია, მეორე მივარდა და ღერები დაუმტვრია. მანამდე ათასი ლექცია იყო მოსმენილი სიგარეტის მავნებლობაზე. როცა ადამიანი ამდენი რჩევა დარიგების მერე ისევ იმავეს აკეთებს, ამ შემთხვევაში ეწევა, ვფიქრობ, სჯობს ხელი ჩაიქნიო  :)

დავიჯერო ბევრს ვკარგავ მშვიდად, ჩემთვის რომ ვარ? ვფიქრობ , პირიქით.

17 thoughts on “რაც უნდა დაიკიდო

  1. Molly Bloom says:

    რჩევებს იძლევიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის შესახებ ითხოვენ – მე მგონი, კარგი სტრატეგიაა.

    სიგარეტის გადამტვრევა, იმჰო, დიდი სისულელე და თავხედობაა.

    • anna says:

      “რჩევებს იძლევიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის შესახებ ითხოვენ”
      კარგი შენიშვნაა :დ

  2. knuti says:

    ასეც არ შეიძლება. ნუ სიგარეტზე და მსგავს სისულელეებზე არ ვამბობ, მაგრამ ვთქვათ რაღაც სერიოზულია.. იცი რომ ის ამის ჩადენით თავს ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდებს.. ამ შემთხვევაში ვგონებ “ზღვარს გადასვლის” უფლება გაქვს, მით უმეტეს თუ ეს ადამიანი შენთვის ძვირფასია…

    • anna says:

      ბოლოს ზუსტად იმიტომ დავაყოლე რაც მოხდა…
      სიგარეტები და რაღაც ჩვევები ნამდვილად არააა პანიკის მიზეზი

      • knuti says:

        +1
        მსგავს მარტივ უარყოფითებზე უნდა ურჩიო და ტვინი არ უნდა უბურღო😐
        ნუ ჩემზე საშინლად ნერვების მომშლელად მოქმედებს და რა ვიცი😀

  3. Lord Vader says:

    შენიშნვის მიცემა ყველაზე დიდი უზრდელობაა.🙂
    რჩევის მიცემა ყველაზე დიდი უაზრობა.

    ნუ მიფუილები არ უთხრა?🙂

    • anna says:

      რჩევის მიცემა უაზრობა არაა ნამდვილად, გააჩნია მეთოდს

  4. Qilipa says:

    აბა ბიჭო :დ 2 ღერი ,,კენტი” დაამტვრია იმ… იმ… იმ…….. ვიღაცამ! ფუუუუფ

    • anna says:

      შენ ორ ღერ კენტს მისტირი მგონი და ის ვიღაცა ფუ არ არის კიდევ!!!

  5. ირმის ნახტომი says:

    მეც უცხოსთვის ხშირად იმიტომ მითქვამს, რომ არ ეთქვა ეს რატომ გააკეთეო და რომც ეთქვა მისი აზრი ნაკლებად მაინტერესებდა…

    • anna says:

      ჰო,. ზუსტად ეგ მიზეზია , რომ უცხოებს გულს იოლად ვუშლით..
      სულ არ მადარდებს რას იფიქრებს ვიღაც ჩემზე/..

  6. Seymour Glass says:

    ისე ბევრი რჩევა ნამდვილად ღლის ადამიანებს. საკმარისია, ვინმეს ერთი-ორი რჩევა მისცე, და ეგრევე ”მამიდას” ან რამე ეგეთს გეძახის… ^_^

  7. vekoo says:

    როცა ჩემიანი ასე იქცევა, ყოველთვის მისი ცხოვრებიდან ვსაზღვრავ😀 არ ვიცი ეხლა როგორ დავალაგებ აზრს, მარა აი, მაგალითად, იზრდება ისეთ ოჯახში, ისეთ გარემოში, სადაც ასე ასწავლიან მავნე ჩვევების დაძლევას.
    მივხვდი ვიზეც წერ და რა ვქნა😀 ყველანაირი მიყვარს მე ეგ ადამიანი😀
    აი ზუსტადაც იმიტომ, რომ ეგეთი ზედმეტად ექსცენტრიულია ზოგ საკითხებში😀
    ისე, ეხლა მივიგრუზები, თავის დროზე ჩემთან ეგრე არ მოქცეულა, თქვენ უფრო უყვარხართ😦 😀😀😀

    • anna says:

      ჰოდა გასკდი გულზე :დ
      ჩვენ უხვად გვაქვს მისი წყალობები :დ
      განსაკუთრებით ნათიას ^_^

Comments are closed.