22 დღით ადრე

გუშინ დავდრაფტე და დღეს თავიდან დავიწყე წერა, ვერ მოვითმინე 😀 ბოლოსდაბოლოს პირველად მიხარია ასე ძალიან ჩემი დაბადების დღე და თუ რამემ არ შემიშალა ხელი, აღნიშვნასაც ვაპირებ. ჰო, მეორე პოსტს აღარ დავწერ 23ში და ეგ იქნება.

ამ წელიწადით ისე რა კმაყოფილი თუ ვარ . არაუშავდა რა 🙂 ჩემი მუდმივი ტკივილი და საწუწუნო, უნივერსიტეტი მთელი წელი გულზე ლოდად მაწვა. რატომ ვაზვიადებ ასე არ ვიცი, მაგრამ რამე ხომ უნდა ხდებოდეს, ისეთი , რაზეც ღირს ბუზღუნი?

რაც შეეხება დანარჩენს , დავშორდი ას შეყვარებულს (ეს, ზოგადად ასეა, ყოველ წელს და გასაკვირი არცაა), წესისამებრ ვუშალე დედაჩემს ნერვები, ვიზარმაცე, ვიმაიმუნე და ასევე წესისამებრ მტკიცედ ვუძლებდი ყველა ცუდს და უკეთურ ამბავს , მომხდარს ჩემს ცხოვრებასა შინა და ასე მოვაღწიე ახალ, მე20 წელიწადამდე.

ვფიქრობ, ცოტა მაინც დავჭკვიანდი… იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში. ამ ერთი წლის განმავლობაში არ შემცვლია წარმოდგენა ჩემს გონებაში არსებულ ე.წ “ძირითად საკითხებზე” და პირიქით, ზოგიერთი მათგანი უფრო გაძლიერდა!

ისევ ისე კარგად ვიცი რომ აქედან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წავალ.

ისევ დარწმუნებული ვარ ადამიანების უმრავლესობის სიყალბეში.

ისევ ისეთი ლიბერალი და გაწონასწორებული გახვალართ და ყოველთვის დადებითს ვხედავ ადამიანებში, შესაბამისად, ამ სიყალბეს ან არ ვხედავ, ან შორიდან ვუვლი გვერდს.

არგათხოვება , თუ როგორც არის, ისევ არ გადამიფიქრებია , მიუხედავად იმისა რომ თანდათან ხშირად ისმება შეკითხვები ჩემ მიმართ ამის შესახებ.

ჰო, არ შემცვლია თმის ფერი, წონა, სიმაღლე, ბლა ბლა ბლა… ჩემი წარბების ამბავი მოძველდა და “ჩოლკას” გამოვემშვიდობე კარგა ხნით , იმედია.  კბილებზე მისვლა მინდოდა და თავი ვერ მოვაბი, მაინც მრგვალ თარიღს დაველოდე 🙂

ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა რაც ჩემს პიროვნულ ღირსებებთან დაკავშირებით გავაკეთე, არის ის, რომ მე შემიძლია საიმედო მეგობარი ვიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა , არა ყველასთვის და ყოველთვის.

მივხვდი, რომ უკვალოდ ქრება ჩემი მოთმინება, თუ ვიღაც ტეხნიკურად ცდილობს თავზე”მიქნას” და მერე მიტევების ნული შანსი არსებობს. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი და ვაღიარებ რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველა ურთიერთობაში მიჭირს და შესაბამისად, უიშვიათესად ვდგამ.

წლის ბოლო თან ურთულესი, მაგრამ თან ძალიან კარგი მქონდა. ახლა რატომღაც ცუდად არაფერი არ მახსენდება, ჩემი უსაზღვრო ოპტიმიზმის წყალობით. თან უკვე რამდენიმე კვირაა სრულ იდილიაში ვარ და დამატებული ამას ჩემი ზოგჯერ ცუდი მეხსიერება და ჩათვალეთ არაფერი მახსოვს ძველი და უსიამოვნო 😀

მოკლედ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ შეიცვლება, აქამდე არაფერს “ნერვი” არ შეტოკებია და რავიცი…

დესერტად შემოვიტოვე ბლოგინგი. ყველაზე საყვარელი საქმიანობა ამ ეტაპზე ჩემთვის. ყველაზე კარგი რაც მოხდა, ესაა და სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი და საინტერესოც ამ ამბავს უკავშირდება ❤

მოკლედ, ისღა დამრჩენია ყველაფერი , რაც კი რამ კარგი არსებობს, ჩემს თავს ვუსურვო, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი და დაველოდო ჩემს დამრგვალებას 🙂

<3

9 thoughts on “22 დღით ადრე

  1. siyvarulovna says:

    100? მე სულ 3 დავთვალე და ჩემი ანგარიშით მეოთხეზე ხარ ❤

    ისე ამ წელს შენთვის კიდევ ბევრი რამ მოხდა ^^ :))

    ხო და მინდა შენი დაბ.დღე ^^

    ნუ ჩემამდე ჯერ ბევრია დარჩენილი და იმიტომ

    • anna says:

      ნუ,100 ზოგადად ;დ
      მთელი 9 თვე ოთომ წამართვა თორემ მოვასწრებდი ასამდე ასვლას ❤
      რაც მოხდა, ყველაფერი რომ დამეწერა, არ გამოვიდოდა, ძალიან დიდი გახდებოდა პოსტი ^_^ :დ

Comments are closed.