ჰარი პოტერი-დასასრული

გუშინ ღამით დავასრულე ჰარი პოტერის კითხვა. ბოლო ნაწილს ვიზოგავდი, არაფრით არ მინდოდა დამემთავრებინა, მაგრამ ღმის 1ის ნახევარზე აღსრულდა 🙂

შთაბეჭდილება იგივე და იმაზე ასჯერ უკეთესი, რაც თავიდან, 3 ნაწილის წაკითხვისას მქონდა. რატომღაც ბევრი, მათ შორის ოდესღაც მეც, ამ წიგნს სისულელეს და ბოდვას უწოდებს, მიიჩნევენ რომ გაცილებით უკეთესი რაღაცების გაკეთება , ან წაკითხვა შეიძლება მისი წაკითხვის ნაცვლად…  ისე, არამგონია, ყველა პოტერის კრიტიკოსი იჯდეს და მთელი დღე სასარგებლო და ზესაინტერესო საქმეების კეთებით იქცევდეს თავს და ივარჯიშებდეს გონებას…  ჰო ეს ისე უბრალოდ 🙂

ჰო მართლა , მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომეწონა, ზოგჯერ პატივცემული ჰარი ძალიან მიშლის ნერვებს . უტვინო და დაუცველი 🙂 მის მაგივრად აკეთებს თითქოს ყველაფერს ყველა, რომ არა რონი და ჰერმიონი, ის ვერაფერს მიაღწევდა და უბრალო, რიგით მოსწავლედ დარჩებოდა ალბათ…

ჰმ, ჩვენი ძლიერება მეგობრებშია? სიყვარულში…. წიგნი მართლაც, ბევრ რამეს გვასწავლის, მეგობრობას, ერთგულებას, გამბედაობას და ა.შ… თუმცა ზოგისთვის ნაწარმოები მხოლოდ იმით განისაზღვრება რამდენად მაღალფარდოვანი ენითაა დაწერილი.. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი რიგზეა და უკანასკნელი იდიოტიზმიც კი, დიდებულ ჟღურტულად ეჩვენებათ 🙂

რატომღაც არ ველოდი, წიგნს კარგი დასასრული თუ ექნებოდა და გამიკვირდა, მეგონა ჰარის პირადი ბედნიერება არასდროს ეღირსებოდა და მარტოსულ, მაგრამ ძლევამოსილ ჯადოქრად დარჩებოდა …. როგორც ჩანს როულინგს უყვარს ჰეფი ენდები:)

შემიყვარდა ეგ ქალი!!

რაც მთავარია, ამ წიგნმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ბევრი მოგონება გააღვიძა ჩემში. ცოტა ხნით ბავშვი გავხდი და თანდათან ვიზრდებოდი, ჰარისთან, რონთან და ჰერმიონთან ერთად…

გავა წლები და მჯერა, ისევ მომინდება გაბავშვება …

14 thoughts on “ჰარი პოტერი-დასასრული

  1. siyvarulovna ამბობს:

    წლები კი არა ჰარის ვეღარასდროს მოეშვები, სულ მოგიდება რომ იკითხო და იკითხო და ყოველი წაკითხვისას სულ ზეპირადაც რომ იცოდე ტექსტი იგივე სიამოვნებას მიიღებ.

    მათთან ერთად ვზრდებოდი, ჩემს თვალწინ გაიზარდნენ ჰარი, რონი და ჰერმიონი… თითქოს რეალური პერსონაჟები არიან და თითქოს სადღაც მართლაც არსებობენ.

    არ არის მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი, მაგრამ ამ ვითომდა ზღაპარში იმაზე მეტის გაგება შეიძლება სხვა წიგნებში.ვერასდროს მიხვდება რა მოგვწონს ჩვენ ჰარიში ის ვისაც წაკითხული არ აქვს.

    ამიტომ გეუბნებოდი, წაიკითხე და მიხვდებითქო

    • anna ამბობს:

      ჰოო, ზუსტად ეგრეა რა ❤
      ყველაზე ტკბილი მოგონებები გამიღვიძა ამ წიგნმა ^_^

  2. vekoo ამბობს:

    ალბათ, წლების მერე ბავშვობაში დაბრუნება რომ მოგინდება, ამ წიგნს გადმოიღებ წასაკითხად. )

  3. Molly Bloom ამბობს:

    არ ვიცი, პოტერის კრიტიკოსები რას ფიქრობენ ან საერთოდ თუ ფიქრობენ რამეს. ბავშვებისთვის წაკითხვა არ შეიძლებაო, ჯადოქრობა არარელიგიურიაო, მძჲმე სცენებიაო…. ამ სისულელეებს ისეთი დაბეჯითებით იმეორებენ, მგონი, თავადაც სჯერათ.

    პოტერიანა მართლა ფანტასტიურია და ის იშვიათი შემთხევევაა, ქართული თარგმანი რუსულს რომ ჯობია.

    • siyvarulovna ამბობს:

      მძიმე სცენები და ის რომ სატანიზმია ეგ ცალკე თემაა. აკვიატებული აქვთ ზღაპარია და არაფრის მომცემიო…

      • Molly Bloom ამბობს:

        ჰო, ბავშვის ფსიქიკისთვის მძიმე თემები და სატანისტური რიტუალები;;; საიტები ვიცი, კილომეტრიანი პოსტებია დაწერილი დამბლდორის ანტირელიგიურ გამონათქვამებზე. პრინციპში, მათი საქმეა, სინათლეს ან სიბნელეს ყველა დამოუკიდებლად ირჩევს.

        ზღაპარია წიქარაც და მანდ რომ მძიმე სცენებია და ფინალი, რაც მე მანდ ცრემლები ვღვარე თავის დროზე, არაფრის მომცემიაო და ავკრძალოთ?

  4. anna ამბობს:

    ეგრე შვლის ნუკრის ნაამბობი და ბემბი ვაბშე საშინელებაა, რომ ვუყურებდი და ვკითხულობდი, ნერვები მაწყდებოდა და მაშინ ავკრძალოთ ;დ

  5. Seymour Glass ამბობს:

    სხვათასორის მე დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის რომ ჰარი დაიღუპებოდა და ძაან გამიკვირვებული და გახარებული დავრჩი ბოლოში ^_^

  6. mariko oqropiridze ამბობს:

    miyvarxaar!!! (happy) miuxedavad imisa rom ar gicnob ai am postistvis dzalian, dzalian miyvarxar 🙂 rogor msiamovnebs xolme ucxo adamianebshi ragac chemeulis danaxva,, roca vgrdznob rom samyaros garkveul nawils isic chems ferebshi xedavs da agiqvams:) “ისე, არამგონია, ყველა პოტერის კრიტიკოსი იჯდეს და მთელი დღე სასარგებლო და ზესაინტერესო საქმეების კეთებით იქცევდეს თავს და ივარჯიშებდეს გონებას…”<<< aai sibrdzne! madloba 🙂

  7. anna ამბობს:

    არაფრის ^_^
    იყო დრო მეც ვაკრიტიკებდი და ბოლოს ავდექი და წავიკითხე ^^
    ჯერ ვინმეს წაეკითხოს და ისევ ელანძღოს, არ მინახავს :დ

  8. mariko oqropiridze ამბობს:

    “პოტერიანა მართლა ფანტასტიურია და ის იშვიათი შემთხევევაა, ქართული თარგმანი რუსულს რომ ჯობია.” absoluturad vetanxmebi..

დისკუსია დახურულია.