აბორტი

რამდენიმე კვირის წინ ქალს გამოველაპარაკე. 4 თვის ფეხმძიმე იყო, ახლახანს აღმოეჩინა ეს ამბავი და გამიკვირდა, როგორ ვერ გაიგო აქამდე რომ ფეხმძიმედ იყო🙂

ბავშვის დატოვებას აპირებდა, მოშორება ძვირი, სამასი ლარი ჯდება და არ შემიძლია, ფული არ მაქვსო… გამიკვირდა, უცნაური მიზეზი იყო, ნუთუ გაჩენა, გაზრდა და აღზრდა ბევრად უფრო ძვირი არ ჯდება?:)

მერე თიკომ დაწერა პოსტი და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. იმიტომ რომ ყოველთვის აბორტის მომხრე ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ საჭიროებისამებრ , ამ საშუალებას მივმართავ და სულაც არ შევუშინდები საპირისპირო შეხედულებებს და აგდებულ დამოკიდებულებას.

ზოგადად აბორტის წინააღმდეგია ყველა, თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდიან კლინიკებში, იხდიან თანხის გარკვეულ რაოდენობას და ბავშვს იშორებენ… ზოგი ჩასახვისთანავე , ზოგი ოდნავ მოგვიანებით… ზოგს კი უბრალოდ აგვიანდება და აჩენს…

წინააღმდეგი კი მაინც ყველა…

“საშინელი ცოდვაა”

შვილი როგორ მოვკლა”

ღმერთი არ მაპატიებს”

“ამას როგორ ვიზამ”

“არსებობს პრეზერვატივი”

“არაადამიანი ხარ, როგორ ამბობ”

ჯანდაბა, განა ყველა ბავშვი, რომელიც ქვეყანას მოვლენია, ბედნიერი ყოფილა? განა უამრავს სიკვდილი არ უნატრია გაჭირვებაში გამწარებულს? ძალიან იოლი ყოფილა, სხვას უთხრა ათასი სისაძაგლე, გაკიცხო აბორტის გამო , მაშინ როცა ეს თავად არ გემუქრება… ხალხს რომ კითხო, აბორტს უკანასკნელი ნაძირლები იკეთებენ, სპობენ სიცოცხლეს და საზიზღარ დანაშაულს სჩადიან, იმას კი არ კითხულობენ, მათ დედებს რამდენჯერ მოუშორებიათ ნაყოფი და სიკვდილისთვის გაუწირავთ მათი ვერშობილი ძმები და დები. ყველაზე იოლი ხომ ისაა, თითი სხვისკენ გაიშვირო და გაკიცხო?

და გვავიწყდება ის, რომ ყოველთვის შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი და იმის გამო, რომ თავში დიადი აზრები გიტრიალებს და უდანაშაულო ნაყოფს ვერ გაწირავ, სინამდვილეში შესაძლოა საკუთარ თავს, ბავშვს და მთელ შენს შთამომავლობას სწირავდე.

მეც ქადაგებასავით გამომდის და გაჩუმებას ვამჯობინებ,  თუმცა  ერთ “მწარე” ფაქტზე შევჩერდები.

აბორტის გაკეთება საქართველოში საშუალოდ 200-400 ლარი ჯდება, გააჩნია რომელ კლინიკაში გაიკეთებ… ამ თანხით აშთობენ მუცელშივე თავიანთ ნაყოფებს, სამაგიეროდ, ქალწულობის აღდგენა ორჯერ უფრო ძვირია.

ვფიქრობ, საინტერესო თვითშეგნება გვაქვს, უფრო საინტერესოდ კი მორალის კითხვა გამოგვდის ხოლმე…

32 thoughts on “აბორტი

  1. სივრცე says:

    ბოლომდე ვერ წავიკითხე, ვერ გავქაჩე.

    მე ვამბობ დედაჩემს რომ აბორტი გაკეთებული ჰქონდეს ხმას არასდროს გავცემდი და კიდევ..
    ყველა ბავშვი შეიძლება ბედნიერი არაა, ყველას საჭმელი არ აქვს, მაგრამ არ აქვს ადამიანს უფლება თვითონ გადაწყვიტოს უნდა აცოცხლოს თუ არა შვილი.

    ზოგჯერ მგონია რომ ვერ გიტან.
    აი ამაზრზენია ეს ყველაფერი ჩემთვის.
    არც ეკლესიური ვარ, არც სიკეთის განსახიერება,
    უბრალოდ ეს იგივეა, რომ ადამიანი მოკლა.

    დედაჩემი, რომ მოვიდეს და შუბლი გამიხვრიტოს.
    შენ რაც გინდა ის ქენი, შენი საქმეა,
    შენ ცხოვრებას შეწირავ თუ არა სხვა ადამიანს,
    მე ჩემი საქმისა ვიცი.

  2. Giorgi says:

    ვერ წარმომიდგენია დედამ საკუთარი შვილი როგორ უნდა მოკლას..😦

    • Natosha says:

      თიკო, ამართლებ აბორტს, როდესაც ბავშვის გაჩენით დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?

      და როცა ბავშვი სიმახინჯეებით იბადება?

      • Mari says:

        მასეთი შემთხვევები ასიდან ერთია.

        მოკლედ, მე არანაირად არ ვემხრობი. ვისაც რა უნდა ის უქნია, უბრალოდ არ არის ეგ ხახვივით შერჩენადი საქმე.

      • Natosha says:

        მარი, მე არ ვკითხულობ, რამდენია ასეთი შემთხვევა, მე მაინტერესებს ასეთ შემთხვევებს თუ ამართლებს🙂

  3. anna says:

    პოსტში ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა
    ასე რომ ვინმეს კომენტარზე გამოხმაურებას აზრი არ აქვს

  4. siyvarulovna says:

    ყოველთვის ვამბობდი აბორტს ვერ გავიკეტებტქო, ეხლაც იმ აზრზე ვარ თუმცა მაშინ თიკოსტანაც ვთქვი არავინ იცის ცხოვრებაში წინ რა დაგხვდება,რა დაბრკოლება იქნება. დაახლოებით “არასდროს თქვა არასოდეს” ამბავია.

  5. ირმის ნახტომი says:

    მკვლელობაზე ვწერდი ბოლო პოსტს. თავიდან ის ციტადაც ჩავსვი, სადაც აბორტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ ამოვშალე და მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დავწერე, რადგან ამაზე ლაპარაკი შორს წამიყვანდა… აქ კი ვიტყვი, რომ სხვა სხვის ომში რომ ბრძენია, ის ამბავი გვჭირს.

  6. vekoo says:

    ეს ისეთი თემაა, თუ თვითონ არ შეგხებია, უაზრო ლაყბობა გამოვა.

    სხვა სხვის ომში ყოველთვის ბრძენია.

    ამიტომაც გავჩუმდები.

    პროსტა, არავინ ვიცით წინ რა გველოდება

  7. Social Animal says:

    მოკლედ, იცი რა მითხარი?
    – ადამიანს მოკლავ?
    აი, ხელს გიშლის რაღაცაში, გართობაში, სამსახურში დაწინაურებაში და აშ.. ადგები და მოკლავ?
    ის ემბრიონი, რომელიც ქალის მუცელშია – ადამიანია. მით უფრო, წარმოუდგენელია ადამიანმა საკუთარი შვილი მოკლას!
    მოკლა ადამიანი სისულელის გამო.. მოკლა საკუთარი შვილი სისულელის გამო…
    ეს იეღოვამ, ბუდამ და მუჰამედ მოციქულმა კი არ უნდა გიკარნახოს, ამას შიგნიდან უნდა ხვდებოდე. სადღაც შიგნიდან. ვერ ხვდები? შენი პრობლემაა.
    თუ ასეთი მაგარი ხარ, ბავშვებისთვის თავების წაცლას, მუდმივად გამოიყენე კონტრაცეპცია და ასეთ არაადამიანურ რაღაცეებს ნუ დაწერ რა.

  8. anna says:

    კონტრაცეფცია სასწაულებს არ ახდენს და არაფრის გარანტი არაა… ყოველთვის შეიძლება რაღაც შეცდომა მოხდეს და ამის გამო მთელი ცხოვრება ინანო….
    სწორედ დღეს ვუყურებდი რაღაც გადაცემას და მიუხედავად იმისა რომ ყველა გამწარებული ამტკიცებს აბორტის არასასურველობას, სტატისტიკა სხვა რამეს გვეუბნება… ასე რომ სჯობს ყველამ საქმით დაამტკიცოს, როგორ უფრთხილდებიან თავიანთ ნაყოფებს :))
    ჰო გიორგი სანაიას რეპორტაჟი ნახე საზოგადოებრივზე დღევანდელი ჩანაწერი :))

  9. Social Animal says:

    უცნაური უპასუხისმგებლობაა. აქ არ არის საუბარი რაღაცაზე, რაც სხვას ეკუთვნის და სხვისი ბრალეულობით ”ჩამოგეკიდა კისერზე”.
    იმ ბავშვს ჩამსახეო, არ უთხოვია არავისთვის. ის რომ ჩაისახა, ამაზე პასუხისმგებლობა მის დედას ეკისრება (მამასაც) არავის სხვას.
    თუ ძალიან არ გინდა, სამმაგარად დაიზღვიე თავი, ოთხმაგად, აბებიც დალიე, პრეზერვატივიც გამოიყენე, რაც გინდა ქენი.. და ადამიანმა საკუთარი დღნაურის გამო საკუთარ შვილს გული არ უნდა გამოაცალოს!
    კიდე ერთხელ ვიმეორებ – იმ ბავშვს არ უთხოვია ჩამსახეთო!
    მით უფრო – ჩამსახეთ და მერე ამკეპეთო!

  10. Social Animal says:

    შენ სანაიას რეპორტაჟი ნახე და მე წლებია ამაზე ვკითხულობ. და არ მაინტერესებს სტატისტიკა, თუ ის ვინმეს რამეს ეუბნება.
    აქ ადამიანურ ღირებულებებზეა საუბარი – დღნაური მირჩევნია ადამიანის სიცოცხლეს! დღნაური მირჩევნია შვილის სიცოცხლეს! კარიერა მირჩევნია სიცოცხლის მოსპობას!
    მაგარია!

  11. anna says:

    სხვათაშორის იმ სტატისტიკის უკან ჩანს სწორედ ნამდვილი ადამიანური ღირებულებები…
    ყველაფერზე თვალებს ხუჭავთ და რაღაცებს ქადაგებთ..
    სიტყვაზე , ვიღაცამ რომ გამაუპატიუროს და დავორსულდე, უნდა გავაჩინო საძულველი და არასასურველი ნაყოფი მხოლოდ იმიტომ რომ აქაოდა რაღაც ჩაისახა?
    თუ კაცი ხარ, ჯანდაბას, იოლად ლაპარაკობ, თუ ქალი, გისურვებდი ჩავარდნილიყავი ასეთ ვითარებაში, სადაც საუბარი, ვფიქრობ ძალიან გაგიჭირდებოდა :)))

  12. Social Animal says:

    მე ორი შვილი მყავს და მართლა ”რაღაც” მალაპარაკებს. შენი პოსტის მიზანი რა იყო, ეს მართლა გაუგებრაია ჩემთვის.
    არაადექვატური არ უნდა იყო ადამიანი, შენს პოსტში გაუპატიურებაზე ან სიმახინჯეებზე არ ყოფილა საუბარი, აქ უბრალოდ, არასასურველ ბავშვზე წერდი და გადაავლე თვალი საკუთარ ”ნაშრომს”.
    გარდა იმისა, რომ შვილებს დახოცვას ურჩევ ადამიანებს, მთლად გულკეთილიც არ გეთქმის ხო იცი… რა კარგი რამე მისურვე! აენგრე კეთილად გევლოს…

  13. anna says:

    ჰოდა ნიჭიერო, ბავშვი რის გამო შეიძლება იყოს არასასურველი, ადვილად მისახვედრია და ყველაფრის დაწერა არცაა საჭირო. კარგად მოუარე მაგ შენს ორ ბავშვს და შენთვის შეინახე ეგ შენი სიკეთე:))~
    მე ჩემი “ბოროტებაც” მყოფნის :დ

  14. Social Animal says:

    არასუსრველია, როცა ერთი ძალიან პატარაა და იცი რო მაგრად გაიტისკები, თუ მეორეს მიაყოლებ.
    არასასრუევლია, როცა კარიერას აწყობ და ბავშვი გეგმებს გირევს;
    არასასურველია, როცა ფული არ გაქვს ”საკმარისი” რო კიდე ერთი ბავშვი გამოკვებო;
    არასასურველია, როცა ბიჭი გინდა და ექოზე გოგოს გეუბნებიან;
    არასასურველია, როცა გეუბნებიან, შეიძლება რაღაც დაავადებით დაიბადოსო;
    არასასურველია, როცა უბრალოდ ბავშვის ჩხავილის მოსმენა გეზარება;

    გავაგრძელო?

    თუ რაიმე კონკრტეულ შემთხვევებს გულისხმობდი, მიგეთითებინა ბარემ და ამდენ გაუგებრობას არ გამოიწვევდა. ჩემს ბავშვებს როგორ მოვუვლი, ეგ ჩემი საქმეა და სხვისი დარიგებები არ მჭირდება. ჩემს სიკეთეს ქვაზე ვდებ.. იმედია წინ დამხვდება.
    ვხედავ, რომ გყოფნის.

  15. Lovik says:

    ქალი რომ საკუთარი შვილის მოკვალას გაიფიქრებს თუნდაც – იმას რაღაზე უნდა ელაპარაკო OMG😦 (ამით ყველაფერი ნათქვამია)

  16. tamaRa says:

    მოკლედ, შენსას არ იშლი, რა!!!:):):) ეპატაჟი, ეპატაჟი და კომერცია🙂 პირადი პოსტები გაცილებით უკეთ გამოგდის…
    ანიუტა, შემოგევლე, რა ქნას ხალხმა, ვინც მინეტი და კუნილინგუსი არ იცის და ამის გამო სექსი მისიონერულ პოზაში აქვთ? ამის შედეგი ხანდახან დაორსულებაც ყოფილა, წარმოგიდგენია? რა ქნას ქალმა, რომელმაც ეს შედეგი ვერ გათვალა? რა თქმა უნდა, აბორტი უნდა გაიკეთოს!
    როცა შვილის გაჩენა დედის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ეს სხვა შემთხვევაა! როცა ბავშვი ძალადობის შედეგია, ესეც სხვა შემთხვევაა… ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანია გასაკეთებელი: ან შენი სიცოცხლე (თუ ტრავმირებული ფსიქიკა), ან ბავშვის! თავის შეწირვას კი არავინ არავის ავალდებულებს, მათ შორის, არც ჯერ დაუბადებელი შვილი დედას…
    ვისაც ვის უნდა, იმას მისცეს, მაგრამ საკუთარი საქციელზე პასუხისმგებლობა ადამიანს უნდა ახასიათებდეს ზოგადად! წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ზღვარის წაშლა ადამიანსა და ცხოველს შორის…
    ჰოდა, თუ ვინმეს ცხოვრებაში არ გაუმართლა და სიკვდილი ინატრა, დედას უნდა მივარდეს და საქმე გაურჩიოს, მე გთხოვე, რომ მაჩენდიო?!:)

    ჰოოდა, “კარგად მოუარე მაგ შენს ორ ბავშვს” დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც “უკან გაიკეთე” და უტაქტობაა, სხვა თუ არაფერი…

    • an na says:

      კომერციული პოსტების წერა რომ მინდოდეს, სხვა რამეებს დავწერდი, ეს პოსტი ყველაზე ნაკლებად იყო კომერციული, ყველგან თავის გამოჩენის მანია ნუ გელანდება.
      კიდევ ერთხელ ვიმეორებ , ამჯერად შენ გიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთსდა იმავეს ქადაგებთ, ბავშვები მაინც იღუპებიან და მიჩნდება კითხვა, ვინღა იკეთებს აბორტს თუ მთელი ერი ასე კეთილშობილია?

      • tamaRa says:

        ყველგან არ მელანდება, სადაც შთაბეჭდილება მრჩება, მხოლოდ იქ:)
        არაფერს ვქადაგებ, აბორტს ყოველთვის იკეთებდნენ და მომავალშიც გაიკეთებენ, მაგრამ მე უფლება მაქვს არ ვეთანხმებოდე… ესაა და ეს! მთელი ერი კეთილშობილი ნამდვილად არაა და პრობლემებიც ყელამდე და უფრო ზემოთ გვაქვს… არაა საჭირო რადიკალიზმი!

    • Natosha says:

      ან შენი სიცოცხლე (თუ ტრავმირებული ფსიქიკა), ან ბავშვის!

      და ფსიქიკის ტრავმირება მხოლოდ ძალადობის შედეგად ჩასახული ბავშვის გაჩენისას ხდება?

      როდესაც ქალს ბავშვი არ უნდა, მისი ფსიქიკა ყოველთვის ტრავმირდება, ის ყოველთვის არის დეპრესიაში და დიდი შანსია, რომ შვილიც არ უყვარდეს(გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთებიც ხდება). ხოდა რა ვიცი. მაშინ ან ყველა აბორტი დავგმოთ (ჯანდაბას, მოკვდნენ და შეერყათ ფსიქიკა), ან შევეშვათ იმათ, ვინც სხვა მიზეზების გამო კეთდება აბორტი.

      ვინ თქვა, რომ სიცოცხლეს საფრთხე მხოლოდ სიკვდილით შეიძლება ემუქრებოდეს?

      • tamaRa says:

        ჰოდა, თუ არ უნდა, მიიღოს იმის ზომები, რომ არც ჩაისახოს… ჩემი აზრით, ემბრიონსაც ისევე აქვს სიცოცხლის უფლება, როგორც დედამისს! ჩემი აზრით–მეთქი, ვამბობ, იმიტომ რომ, მეც კარგად ვიცი, ამაზე ჯერ კიდევ რომ დაობენ ექიმებიც და იურისტებიც…

      • Natosha says:

        კიბატონო.
        მაშინ იმ ქალებმაც არ გაიკეთონ აბორტები, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. თავის სიცოცხლეს რატომ უნდა შესწიროს ბავშვი?

  17. Lovik says:

    …და თუნდაც კაცი, ქალს რომ აიძულებს, ან დაეთანხმება თავისი შვილის მკვლელობაზე, თფუიიიი.
    …სპერმა ჩატოვე და წადი – შენ თავისუფალი ხარ. – აზე მოდით ხალხო!
    …მარა, ცხოველებზე უარესები ვართ ადამიანები და ვითომ რაღაც–რაღაცეებზე ვსაუბრობთ – რისთვის ვკლავთ ერთმანეთს ხოლმე?

  18. tamaRa says:

    ნატო, ეგ არჩევანია… მე უფლება არ მაქვს ვინმე დავავალდებულო, რომ თავი სიცოცხლის ფასად შესწიროს ბავშვს… მე უკვე ვთქვი, რომ ორივე მათგანის სიცოცხლის უფლებას თანაბრად განვიხილავ! ისეთი შემთხვევებიც მსმენია, რომ დედას არჩევანი ბავშვის სასარგებლოდ გაუკეთებია, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას!
    არც არავის ვავალდებულებ, რომ გახდეს მშობელი, თუკი არ უნდა! ამიტომ, აკონტროლონ საკუთარი ჰორმონები და მიიღონ ის ზომები, რომ არც ჩაისახოს ბავშვი, რომელსაც უკვე უნდა სიცოცხლე და აქვს კიდეც ამის უფლება…

  19. ara aborts says:

    pirvel rigshi postis avtors minda shevusworo saqartveloshi aborti sulac ar jdeba 300-400 lari, mini girs 75 da chveulebrivi 150 maqsimum 200 lari. saqartvelos kanonbdeblobit aborti ketdeba mxolod 12 kviramde danarchen shemtxvevashi unda gqondes samedicino an socialuri chveneba. es informaciis saxit. meore sakitxi me ar vici avtors ra xalxi shexvedria cxovrebis gzaze da vin rogor kitxulobda morals magram minda shevusworo rom arseboben qalebi romlebic ar malaven rom aborti gauketebiat da xmamagla nanoben kidec. gaugebaria ratom xar abortis momxre. mxolod imitom rom es qalis uflebaa? zogadad kargi iqneboda rom ufro mkafiod chandes sheni pozicia. aborts ukanaskneli nadzirlebi ar iketeben aborts iketeben chveulebrivi qalebi da eseti damokidebuleba ar unda arsebobdes sazogadoebashi martali xar. gaupatiurebas rac sheexeba es abortis momxreebis sayvareli da ybadagebuli temaa. shen ikitxe tu yvela ambobs rom aborti sadzaglobaa mash vinga iketebs abortso, me getyvi 15-16 wlis gogoebi romlebsac eshiniat rom ar gaubazrdet, qalebi romlebsac ukve yavt shvilebi da agar undat, da kidev uamravi problemis mqone qalbatonebi.
    chemi mxridan ki imas getyvi rom shennairad moazrovne sakmaod bevria da me ver vityodi imas “mteli erti abortis winaagmdegia” naxevari naxevarzea. shedi forumze da naxav rom bevrni xart romlebic aborts kbilebit icavt.
    madloba yuradgebistvis,organizacia “ara aborts” http://www.facebook.com/group.php?gid=123222344372979

  20. vasasi says:

    ჩემი აზრით….

    თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს აზრს?!

  21. tam says:

    მოიცა რა ……პატარა ანგელოზი როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ?!….თუმცაღა,ჩვენდა საუბედურად დღესაც არსებობენ იმ კატეგორიიის ქალებიიი ვისაცც ეს უმწეო პატარა არსება….რომელიც ჩაისახა მის ორგანიზმში არაფრად მიაჩნიათ!გმადლობთ….!

  22. TFromJungle says:

    სტატისტიკა მარტო იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ასეთ რამეებს აკეთებენ და რა პროცენტი, აკეთებს და არა იმას, უნდა გააკეთოს თუ არა. მკვლელობების სტატისტიკაც არსებობს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს კარგია. როცა საკუთარ შვილს იმის გამო კლავ, რომ მისი გაზრდა ხელისშემშლელია შენთვის, რა თქმა უნდა ძალიან დიდი საშინელებაა. ასეთ რამეებზე წინასწარ უნდა დაფიქრდე და სხვისი სიცოცხლე არ უნდა გარისკო. თუ გინახავს აბორტის დროს ის პატარა ემბრიონი საშვილოსნოს კედლებს როგორ ეწეპება, რომ კოვზს გაექცეს? მასაც ისევე უნდა სიცოცხლე, როგორ 1 წლის ბავშვს. მერე რა მოხდება არავინ არ იცის. იმის რისკი, რომ ადამიანი თავის ცხოვრებაში უბედური იქნება, ძალიან დიდია და მაგის გამო შვილი აღარ უნდა გააჩინოს ადამიანმა? არც ის იცის ვინმემ, ავადმყოფ პატარას სიკვდილი ურჩევნია თუ სიცოცხლე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არაა. რაც შეეხება იმას, დედას როცა საფრთხე ემუქრება, ეგ სხვა თემაა და ძალიან საშინელი და რთული გადასაწყვეტი. მე ალბათ ვერ გავრისკავდი და საკუთარ სიცოცხლეს ავირჩევდი, ამგრამ მერე როგორ შევძლებდი ცხოვრებას ეგ აღარ ვიცი. ალბათ მთელი ცხოვრება იმ ბავშვზე ვიფიქრებდი, რომელიც უდა დაბადებულიყო და რომელიც ძალიან მეყვარებოდა. დიდი კომენტარი გამომივიდა, არავის განკითხვას არ ვაპირებ, შეიძლება ბევრზე უფრო ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ ობიექტურად თუ შევაფასებთ, აბორტი საშინელებაა, ესაა მკვლელობა საკუთარი უსუსურობის გამო

Comments are closed.