live

როგორც იქნა, შემოვაღწიე ინტერნეტ კაფეში და ვცდილობ, რამე დავწერო … აქ ყველაფერი მშვენივრად მიდის, ვჭამ, მძინავს, ვნებივრობ, მოკლედ ეს ისაა, რაზეც ვოცნებობდი, თუმცა კოშმარები მაინც მესიზმრება, რომ მაქვს გამოცდები, რომ მაგვიანდება და ა.შ არ მასვენებს ჩემი ბნელი წარსული და ნერვებს მიშლის ღამღამობით რა ! არადა გამოცდებს მოვრჩი , მოვრჩიიი!. ჩემს თავს თუ ყველაფერი კარგადაა, სამაგიეროდ ზოგადად სიტუაციაა საშინელი , კიდევ კარგი სახლიდან გასვლის სურვილი არ მაქვს და არ მაწუხებს ის , რომ საღამოს კიარადა შუადღის 4 საათზე ყველაფერი იკეტება, მგონი წამალს ვერ იყიდი რომ გინდოდეს, აქ მომუშავე ობიექტების ცალსახა პასუხი კი იცით რა არის? ხალხი აქ იღლება გენაცვალეო… კაი კაცო, მე არ ვიღლები ნეტავ?:)) მოკლედ, ასეა თუ ისე, სახლში ჯდომის მეტი არაფერი დამრჩენია, ერთადერთი რაც აქ შეიძლება აკეთო, აუზზე სიარულია, რომელიც სხვათაშორის მშვენივრად გამოიყურება და ღირს თავის შეწუხება… მე ესეც მეზარება, სამაგიეროდ სულ უფრო და უფრო ვგრძნობ საჭიროებას, ვიცოდე ესა თუ ის შელოცვა (ვინც არ იცის, ჰარი პოტერის კითხვა დავიწყე და ვეღარ ვარ სრულ ჭკუაზე ) ჰო, კიდევ რა ვთქვა, აქ ყოფნისას ფიქრისთვის განსაკუთრებით ბევრი დრო მაქვს და უამრავი ახალი რაღაც აღმოვუჩინე ჩემს თავს, რის დადგენასაც აქამდე უშედეგოდ ვცდილობდი. მაგალითად , როცა ვნერვიულობ, სიცხეს მაძლევს, საუბედუროდ კი მანერვიულებს უკვე არა ჩემი არამედ ჩემი ახლობლების და მეგობრების პრობლემებიც კი… თანდათან დედაჩემს ვემსგავსები ამ უმსგავსო თვისებით და არ ვიცი რით ვებრძოლო! უამრავი რამე მაქვს სათქმელ დასაწერი, მაგრამ კაფეში, სადაც ქართული შრიფტი არ არის და კონვერტ.გე ზე ვკრებ ტექსტს , ცოტა რთულია 🙂 გემშვიდობებით ან ჩამოსვლამდე, ან მომავალ აქ შემობრძანებამდე ❤

11 thoughts on “live

  1. siyvarulovna ამბობს:

    ლილაქ საჩხერეშია :))

    ხო და იმპერიუსის შელოცვითაც ვერ გაძლებ აუზზე იარო ან ჩამოხვიდე მალე?

  2. Mari ამბობს:

    რა გინდა, მაინც მშვენივრად ერთობი 🙂 მეც სიცხეს მაძლევს ნერვიულობისას და მეც ყველაზე ვნერვიულობ. მგონი მემსგავსები 😛

  3. sunwaited ამბობს:

    აუ, რამდენს მივცემდი რომ იცოდე ეხლა რომ სოფელში – მითუმეტეს იმერეთში ვიყო და საქმე არ მქონდეს.
    იმდენს ვიძინებდი, ისე ვიუსაქმურებდი, ისე ისე ❤
    კაი, წავალ დავიძინებ, რომ გავიღვიძებ ყავა დამახვერე, ოღონდ ააქ – ანუ ან მე ვიყო მანდ (რაც მე მინდა) და ან შენ იყო აქ(რაც შენ გინდა)

    პ.ს. ესეც უნიჭო უძილობის ამოძახილია, არ გაიკვირვოთ

  4. Qilipa ამბობს:

    ნეტა თავს დაანებებდე მაგ უაზრო წიგნის კითხვას… კაია რო ხვდები რო მაგის გამო ვერ ხარ…

დისკუსია დახურულია.