გაცნობა იოლად , იაფად , ხარისხიანად

ახალი წლებიც მიილია,  შემდგომი დღეებიც, ამასობაში ფეისბუქში დარეგისტრირებულთა რიცხვმა იმატა დადა მეც საწერი მასალა გამიჩნდა: უკვე მოძველებული, მაგრამ მაინც მეთოდები, თუ როგორ დავკეროთ გოგო”ი”…

ალბათ გახსოვთ, წლების წინ, როცა მობილურები ახალი ხილი იყო, უმაღლესი მოდა ლექსების აქეთ-იქეთ ტყორცნა გახლდათ, ღაწვშეფაკლულ გოგონას ვინც უფრო ამაღელვებელ, გრძნობებით სავსე და გრძელ პოემას მიუძღვნიდა, ნანადირევიც მას ეკუთვნოდა…

ხო ისა.. მერე მოვიდა ოდნოკლასნიკის დიადი ერა და ფოტოების დალაიქებათქო კინაღამ წამომცდა, მაგრამ ჯერ… მთელი ხუთიანები და პლიუს ხუთები გველოდა წინ!

ყველა ფოტოს შეფასება და ბონუსქულა -მთავარ ფოტოზე კომენტარს თან ახლდა ხმამაღალი წამოძახილი თუ არა, ამაყი ჩაქირქილება, “იფ რა გოგო დავკერე ბიჭო” …. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ადამაინებს მალე გვბეზრდება ერთი და იგივე, ოდნოკლასნიკიც რატომღაც გაბანძდა და დადგა კიდევ უფრო დიადი და ბრწყინვალე ერა, ერა ფეისბუქისა:

თუ დამატება მოგთხოვათ , შეგიძლიათ უპრობლემოდ დაიმატოთ, მოგეხსენებათ, ფეისბუქი სოციალური ქსელია, რომელიც თავის დროზე, (ეს უკვე ყველას არ მოეხსენება) თურმე ლინკების გაცვლა-გამოცვლისთვის შეიქმნა და ვინ იცის რა საქმისთვის გიკავშირდება ესა თუ ის ვაჟი…

დილით თუ დაგხვდათ სამასოცდახუთი notification და აქედან სამასცხრამეტი ფოტოებზე ე.წ like იყო, ესეიგი ბიჭი სერიოზული , კარგი ყმაწვილია, არ გიყურებთ როგორც გასართობს და მართლაც მოსწონხართ…

უპს, უსაქმური რომ არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დალაიქებისთვის განკუთვნილ დროს, სხვა რამეში გამოიყენებდა…

პმ-ში რა ვის რა სახის წერილები მისდის, ეგ თავად უკეთ იციან, საჯაროობას მეც მოვერიდები ამჯერად და უახლეს ისტორიაზე გადავალ, ეს ყველაფერი ხომ სსრ კავშირის ისტორიასავით იციან “ძველებმა”.

ახალ წლამდე 1 კვირით ადრე:

“რას შვრები, როგორ ემზადები? სად აპირებ ახალ წელს შეხვდე?”

“არ გასუქდე ამ დღეებში ლამაზო”

კაი…

ახალი წელი:

“გილოცავ”

“გილოცავ, მრავალს დაესწარი, ღმერთი გფარავდეს შენს ოჯახთან ერთად, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენს და შენს ოჯახთან ერთად, ყველაფერი აგხდენოდეს… “

ტავტალოგია, მაგრამ არაუშავს, უკვე ჩემს ოჯახზე ზრუნავს, გული საგულეშია, ესეიგი სანდო ბიჭი ჩანს!

ახალი წლის შემდეგ 1 , 2 , 3, 4 , 5, 6, 7, 8, 9 დღე და ინტერესი, როდის დამთავრდება ეს ახალი წელი?

” გილოცავ”

“ყველაფერს ერთად გილოცავ”

ბარემ დაბადების დღეც მომილოცე, 23 თებერვლამდე ბევრი არაფერი დარჩა მაინც…

“როგორ გაატარე ახალი წელი?”

აი შენ რა, მე როგორ გავატარე? თუ მე ვარ უგულო და უყურადღებო, ისეთი რომ როცა ადამიანი გამარჯობას მეუბნება, ამ კითხვებით არ ვეგებები? კაი…

და ბოლოს, ე.წ ჯიკებები, ანუ poke იმათთვის, ვინც ქართულენოვან ფეისბუქს ომს უცხადებს:

საერთოდ ჯიკება , ხუმრობა და ჩახუტება, კაი ძმაკაც-დაქალ ქართველებს შორის მოსულა, მეც გიჯიკებთ ხოლმე ჩემო ტკბილო და ლამაზო დებო და ძმებო, მაგრაამ… ვინ ხარ კაცო შენ, ჯიუტად რომ იბრძვი და ჩემი wall-ის ჩამონგრევას რომ ლამობ? მიცნობ, არ მიცნობ!

აგერ, ზემოთ, შავით თეთრზე წერია, რომ არსებობს პირდაპირი ხერხი, friend request და რას წვალობ ვახ!

კაი… მე მოვრჩი, ეს-ესაა, ფეისბუქი გავხსენი და წავალ, სიმპატიურ ბიჭებს შევარჩევ, ერთი მაგრად უნდა ვუჯიკო…

16 thoughts on “გაცნობა იოლად , იაფად , ხარისხიანად

  1. sunwaited says:

    LოოL კულმინაცია იმის გარკვევა იყო, რომ ეგ ტიპი Fრენდებში არ გყავდა :დ

  2. knuti says:

    მე მარტივად ვაოგნორებ მსგავს შემოტევებს 😀 პმ–ებსაც და poke-ებსაც 🙂
    ან 1 სიტყვიანი პმ–ით ვპასუხობ. მაგ:
    “როგორ ხარ? რას შვრები, როგორ მიდის საქმეები ” და მსგავს სისულელებზე ვპასუხობ:
    “კარგად”

    თემა ამოწურულია 😀

  3. siyvarulovna says:

    და როცა ყველაფერი ჩავლილია და 21–იანვარს ახალ წელს გისურვებენ და მერე ყველა ალბომის ყველა სურათს (15 ალბომი მაქვს) გილაიქებენ ამას დაკერვა როგორ უნდა დაარქვა? :ო ჭკუიდან გადავყევარ მსგავს ხალხს

  4. anna says:

    სხვათაშორის მეც მილაიქებენ გოგოები და ნერვები მეშლება :დ როგორ მაცდუნებენ და მიბიძგებენ ნათიას ღალატისკენთქო :დ

    • anna says:

      კარგად მახსოვს მაგაზე შენი და ყვავას დიალოგი და დღემდე ვიცინი :დ

  5. mamuka says:

    არა ეს ყველაფერი გასაგებია ძალიან ბანალურია და ყველას ყელში ამოუვიდა ტუნდაც ეს ფრაზები მაგრამ სანამ ახალს არ მოვიფიქრებთ რამეს, იძულებულები იქნებით ისევ ამ ფრაზებით შმოიფარგლოთ . პ.ს ახალი წელი მოდის და აბა ხომ არ შეეკითხები ადამიანს ზაფხულის გატარებას სად აპირებო ან რაგაც მაგდაგვარს რომ რატომღაც ბანალური არ გამოჩნდე 😀

  6. Mari says:

    ვის უნდა უჯიკო, თვითონ საჯიკებელი ხარ 😀

    მშვენიერი პოსტი იყო. 🙂

  7. kaxiii says:

    პოსტი მომეწონა =))) ბევრი ვიცინე… მაგრამ ამ ჯიკებით და მუჯლუგუნებითაც თუ კერავდნენ გოგოებს არ ვიცოდი =DD [ რაო მომეწონე გოგოო და უჯიკა??] =DDD

  8. anna says:

    ხოო, მერე მე ვუჯიკებ ასე ჰგონიატ და აგვეწყობა ამ ჯიკებ ჯიკებაში ურთიერთობა :დ

Comments are closed.