საქვეყნოდ მოხდილი ბოდიში ჰარის

ესეიგი, როგორც იქნა protected პოსტი დაიწერა, აი ემ ხეპი და რა მინდოდა მეთქვა:

მოგეხსენებათ, დავიწყე ჰარი პოტერის კითხვა და… მოვიხიბლე . პირველი ნაწილი ბავშვობაში წავიკითხე და როგორც მახსოვდა, მომეწონა, მაგრამ ვფიქრობდი , მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, გავიზარდე (ცოტა მაინც) , გემოვნება შემეცვალა და დარწმუნებული ვიყავი, დანარჩენ ნაწილებს ხელს არ ვახლებდი არასდროს. მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? რა შუაშია, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ მეც შემიჩნდა მოუსვენრობის ჭია, დავავადდი  და ვითხოვე წიგნები.

ამჟამად უკვე მეოთხე ნაწილზე გადავედი და ამ პოსტსაც კითხვით დაღლილი, შუალედში ვწერ.

ბევრჯერ შევსწრებივარ ამ წიგნზე კამათს , მომხრეებიც მინახავს და მოწინააღმდეგების. ამ უკანასკნელების კარგად მესმოდა, რადგან ერთი შეხედვით, წიგნი არაფრისმომცემია და არარეალურ ჯადოქრებზე შეთხზული ამბებითაა სავსე. ვფიქრობდი , კითხვისას რა მომწონდა ასე ძალიან და რა მაიძულებდა, შეუსვენებლად ამეღო ხელში ყოველი მომდევნო ნაწილი.

ძალიან უბრალო დასკვნა გამოვიტანე.

ზოგჯერ არაა აუცილებელი თავი დაიმძიმო თუნდაც ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციით. ხშირად ყველაზე სასარგებლო წიგნები ძალიან სევდიან განწყობაზე გვაყენებენ და ჩაგვაფიქრებენ ხოლმე.

მე კი, ვფიქრობ, ადამიანებს ყოველთვის არ გვჭირდება რაიმეს შემეცნება, დაჭკვიანება და ტვინის გამოტენა სიბრძნეებით.

ჩემთვის ჰარი პოტერი წიგნია, სადაც სულს და გულს ვახარებ, ვისვენებ, ვერთობი და მსიამოვნებს გავეცნო თუნდაც არარეალურ, მაგრამ იუმორით, ინტრიგებით, საიდუმლოებებით სავსე ამბებს . როცა თუნდაც მუცელი წამომტკივდება, მახალისებს იმის გაფიქრება, რა კარგი იქნებოდა ახლა შელოცვა განმკურნავდეს-მეთქი. ჰმ, ვატყობ მეტისმეტი მომდის,  არც ის მინდა ფანატიკოსობა დამწამონ.

მოკლედ, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი მაქვს:

ყველა ნაწილის უახლოეს მომავალში წაკითხვა და სამწუხაროდ, ცოტა შორეულ მომავალში შეძენა .

მინანქრის სუვენირის დამზადება.

კიდევ რაღაცები, რაც ჯერ არარეალურად მიმაჩნია:(

ამჯერად სულ ეს არის . იმედია დასრულების შემდეგ ცოცხით არ მიხილავთ რომელიმე ფოტოზე 🙂

10 thoughts on “საქვეყნოდ მოხდილი ბოდიში ჰარის

  1. Mari says:

    ერთი სული მაქვს როდის დაამთავრებ, რომ საბოლოო შთაბეჭდილებები დადო.

  2. LiLaC says:

    ბევრჯერ შევსწრებივარ ამ წიგნზე კამათს < მე დღეს რო ვნახე ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰარი პოტერის გამო მარტო მაგ წიგნში თუ მინახავს : ))))))))

  3. mariko oqropiridze says:

    rogor minda jer ar mqondes wakitxuli da axla viwyebde “Harry Potter”-is samyaros gacnobas… chemi pirveli emociebi momenatra.. kitxvis dawyebis yovel axal jerze igive emociebi ki mipyrobs rac pirvelad magram albat dametanxmebit rom emociebis pirvelad gancda sul sxvaa 🙂

    • anna says:

      გუშინ ვფიქრობდი ზუსტად მაგას…
      უცხო ემოციები, პირველი, მაინც სხვაა :შ

Comments are closed.