ჩემი გუდაური

ახლა ვზივარ და აღარ ვიცი რა დავწერო, ისევ იმ “ლ”ს მივუბრუნდე და ნაწილი 2 შეიქმნას, როგორც ვაპირებდი, ნიკაპის დალურჯების ისტორია მოვყვე თუ ისევ გუდაურზე შევჩერდე…

ვირჩევ გუდაურს, მარტივი მიზეზის გამო: ჯერ ისევ ემოციებში ვარ და კიდევ მინდა ექსკურსია^^…

მოკლედ, წინა შაბათს როგორც იქნა წავედით თოვლის საძებნელად. მე, ალბათ დავიწყებული მქონდა თოვლი როგორია და როგორ ცივა, ასე რომ, გამოვცხადდი შილიფად გამოწყობილი , რისთვისაც მომდევნო 2 დღე ვიტანჯე სიცხით და გამუდმებული საყვედურებით .

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეებს, უფრო სწორად შემადგენლობას, ვიყავით მე, ნათია, თიკო, გაბო, მიშკა, ჯოშუად წოდებული და რა თქმა, უნდა ლეონსიო , თავისი მეგობარი ფოტოგრაფებითურთ. ფაქტიურად, ისინი გვჭარბობდნენ🙂

თოვლის დანახვისას, როგორც წესი, ვიხამე, არადა ჩემი აღკაზმულობა, როგორც ადგილზე მისვლისას გაირკვა , საერთოდაც არ ითვალისწინებდა მანქანიდან ჩამობრძანებას. 

დადებითი მხარეები: თოვლი აღარ მენატრება, როგორც იქნა ზამთრისკურორტების მოძულემ გუდაური ვნახე, ბავშვებთან ერთად კარგად გავერთე და რაც მთავარია, ძალიან კარგი ფოტოები მაქვს ხელთ…

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს: გავიყინე, ფეხები დამისველდა მანქანიდან უფეხსაცმლოდ გადათრევის ნიადაგზე, მთელი გზა შიშველი ფეხებით, ნათიას შარფმოხვეული ვიჯექი, რომ არა გზად შემხვედრი საკვები დაწესებულება და იქ გალღობა, ალბათ ამ პოსტს ჩემი აჩრდილი თუ დაწერდა. დანარჩენი არაფერი მახსენდება ცუდი , რაც ექსკურსიას თან ახლდა🙂

ჰო, ზემოთხსენებულ საკვებ დაწესებულებაში , ცხოვრებაში პირველად გავსინჯე ხინკალი, რომელიც მართლა მომეწონა. ჩავიდინე საშინელება და ფაქტიურად გავშიშვლდი ამ ყინვაში. ერთადერთი შავი “საროჩკით” ვიდექი თოვლში და ვპოზირებდი.

სხვა არაფერი მახსენდება, ამიტომ აქ შევწყვეტ მოსაწყენ თხრობას და რამდენიმე ფოტოს დავდებ:

ჩემი გასეირნება გუდაურში❤

 

3 thoughts on “ჩემი გუდაური

  1. siyvarulovna says:

    ფაქტიურად გავშიშვლდი მომეწონა :დ
    ფეხშიშველამ ხო ირბინე, გასაწური ფეხსაცმელი ხომ გეცვა, წელი ხომ გიჩანდა და მეტი აღარ მახსენდება😐

    არაუშავს, მაინც მშვიდად გადაიტანე ეს ექსკურსია :))

    ხო და თოვლი მაინც მენატრება მე, უფრო სწორედ გუნდაობა… იმიტომ რომ იქ ისე მაინც ვერ გავერთე როგორც ჩაფიქრებული მქონდა

  2. LiLaC says:

    მე უკვე 4 წელია არ ვყოფილვარ ზამტრის კურორტზე😦 დიდი მოთხილამურე არ ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით დავეშვებოდი რომელიმე ფარჩაკ ტრასაზე❤

Comments are closed.