მომშორდით

მგონი რამდენიმე წლის წინ უფრო ჭკვიანურად ვმსჯელობდი და ვიქცეოდი , ვიდრე ახლა. ეს იმიტომ რომ რაც უფრო ვიზრდებით, უფრო კეთილშობილი იდეების მატარებლები ვხდებით (ხშირ შემთხვევაში), ვცდილობთ კარგად მოვიქცეთ და მოვექცეთ გარშემომყოფებს და ვივიწყებთ იმას, რომ შეუძლებელია ირგვლივ ასი, ორასი კაცი გყავდეს და ყველა კარგი იყოს შენთვის, ყველას თბილი და მოსიყვარულე ღიმილი დასთამაშებდეს შენი დანახვისას და ეს ღიმილი არ იყოს ყალბი. ამას გარკვეულწილად საკუთარ თავზეც ვამბობ. ხშირად მხოლოდ იმიტომ ვუღიმით ერთმანეთს, რომ საჭიროება მოითხოვს. თუმცა, ჩემი პირფერობა ღიმილზე შორს არასდროს წასულა, სხვებისგან განსხვავებით…

ჰოდა, იმ რამდენიმე წლის წინ, არ ვიყავი ამ კეთილშობილური აზრებით სავსე და ირგვლივ მყოფებიდანაც იშვიათად გამოვარჩევდი ვინმე ისეთს, ვისათანაც კარგი ურთიერთობა მქონდა… ვინც არ მომწონდა, ახლოს არ ვიკარებდი, თუნდაც დღის განმავლობაში 23 საათი ერთად გაგვეტარებინა. ძალიან  კარგადაც ვიქცეოდი, ძალიან!

როგორ მომბეზრდა რაღაცების თუ ვიღაცების მუდმივი გენიოსობის ატანა, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და ამით იმ იდიოტობის შენარჩუნება რასაც “მეგობრობა” ეწოდება ! ზოგჯერ იმდენად მაღიზიანებს ეს ყველაფერი, ლამისაა ხმამაღლა ვიყვირო და მიწასთან გავასწორო ესა თუ ის ადამიანი! რატომ? იმიტომ რომ ამას იმსახურებენ. იმსახურებენ იმიტომ, რომ ამაზრზენები არიან, იმიტომ რომ თავი ძალიან კარგები ჰგონიათ, იმიტომ , რომ …. იმიტომ , რომ… და ეს იმიტომ აღარ ილევა …

სამაგიეროდ ჩემი მოთმინების ფიალა ამოიწურა უკვე კარგა ხანია და უკანასკნელ დღეებს ითვლის… ამოიწურა პირფერობის ნიადაგზე, იმიტომ, რომ სრულიად სხვას ვხედავ და სრულიად სხვას ვგრძნობ. გარკვეულწილად უკვე აღარც ვგრძნობ, ჭკუა ვიხმარე რა რაღაც რაღაცებს წერტილი დავუსვი, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა.

გულწრფელად, ყოველგვარი სინანულის და სინდისის ქენჯნით ვამბობ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ ! თავად გირჩევთ და თავად გაფასებთ! არავის არ შემოვუშვებ , უფრო სწორად არ შემოვიტენი ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ იმის გამო რომ გარემოება მოითხოვს ამას .

მორჩა და გათავდა …

4 thoughts on “მომშორდით

დისკუსია დახურულია.