ისინი, ვისაც ვერასდროს გავუგებთ

არ მიყვარს , როცა ადამიანი მოითხოვს ჩემგან, ყველანაირი უმსგავსობა გავუგო. განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა ის მამაკაცია.

ერთი შემთხვევა მქონდა, როცა ვისმენდი ადამიანისგან სიტყვებს, რომ მას თურმე ჩემში ყველაზე მეტად ის უყვარდა, რომ მე შემეძლო მისი ატანა და გაგება ისეთის, როგორიც იყო. მაშინ არ მიფიქრია კარგად, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზაში, რომელიც ქალმა კომპლიმენტადაც კი მიიღოს, ახლა გამახსენდა შემთხვევით და გავბრაზდი(გვიან კი მომივიდა ცოტა)

როცა ასეთ სიტყვებს გეუბნებიან, იქნება ავტორი უბრალოდ მეგობარი, საყვარელი ადამიანი, თუნდაც მშობელი , ნათესავი და ა.შ, შეგრძნება მიჩნდება, თითქოს რაღაცას მატყუებს, მთაფლავს, რომ მე ძალიან საყვარელი, მომთმენი და გამგებიანი ადამიანი ვარ, ჩემში კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და ამასობაში, როცა მე საკუთარი შეგნებულობით ვარ აღფრთოვანებული, ათასი საძაგლობა შეიძლება ჩაიდინოს, იმ იმედით, რომ წახალისებული ადრესატი აპატიებს და გაუგებს .

ყველაზე დამახასიათებელი ამგვარი ქცევა, რა თქმა უნდა, იმ ბიჭებისთვისაა, რომლებიც ჩვენ გვიყვარდება, ან უბრალოდ, მოგვწონს ხოლმე, მეკი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, ნუთუ იდიოტს ვგავარ, ან ვგავართ? მაგრამ ერთხელ ჩემი თავი დავიჭირე ზუსტად ასეთ ქცევაში: დედაჩემი მეკითხებოდა, თუ ვიცოდი , რას მოვითხოვდი კაცებისგან, როგორი ადამიანი მჭირდებოდა და ა.შ. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, გვერდით მჭირდება ბიჭი, რომელიც არ შემაწუხებს თავის არსებობით და ამიტანს ისეთს, როგორიც ვარ-მეთქი.

ამაზც მოგვიანებით დავფიქრდი და მივხვდი,  ვცდებოდი. ადამიანებს შორის სრული ურთიერთგაგება არ არსებობს. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ თანხმდება სრულად მეორე ადამიანთან. შესაბამისად, არ არსებობს შეგნება და გამგებიანობა იმ დოზით, ვინმეს ყველა ხუშტურა და გაფრენა ეპატიოს.

მე აღარ ვითხოვ არავისგან გაგებას. უბრალოდ ვცდილობ, ვიყო ჩემს გვერდით მყოფი ადამიანისთვის მისაღები.

იმ ადამიანს კი, ზემოთ რომ ვახსენე,  მაგალითი მოყავდა ცოლ-ქმრის, საიდანაც ქმარი ვიღაც ლოთი, ბრაძიაგა ელემენტი იყო, ქალი მოსიყვარულე ნაზი არსება.. კაცი ალბათ ყოველ საღამოს კმაყოფილი , გამაძღარი, მუცელზე ხელის ტყაპუნით იძინებდა, ქალი კი ამას ეგუებოდა. ნუთუ ესაა ურთიერთგაგება და ოჯახური სითბო?

ალბათ ამას ითხოვს ყველა კაცი ქალისგან და იდეალურ ქალი მისთვის ისაა, ვინც უხმოდ დაუქნევს თავს ყველაფერზე. რატომ არ ცდილობენ კაცები ფიქრს? მგონია, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ფიქრობენ, როგორ ასიამოვნონ თავიანთ თავებს, და რაც უფრო სამწუხაროა, ისიც მგონია, არ ვცდები…

არ ვიცი ე.წ “გამგებიანი” ქალები რას გრძნობენ, თავიანთ საყვარელ “მამაკაცებთან” ცხოვრებისას, მაგრამ პირადად მე, არ მინანია, თუ ვერ მოვირგე სათნო და შეგნებული გოგოს როლი. თითქმის არასდროს დამითმია რაიმე ცალმხრივად და მიხარია ასეთი რომ ვარ.

მხოლოდ ჩემი გადასახედიდან ვიმსჯელე და გამომრჩა დიდებული სქესის შეხედულებები ჩვენზე, ჩვენს კაპრიზებზე, სიჯიუტეზე, მაგრამ მე ქალი ვარ, ეგოისტი და მომთხოვნი არსება!ასე რომ, ეს მაინც  გამიგეთ ბატონებო 🙂

9 thoughts on “ისინი, ვისაც ვერასდროს გავუგებთ

  1. siyvarulovna says:

    ხო და ე.ი

    არ მიყვარს მე ყველაფერში რომ მიგებენ და ყველაფერი რომ მოსწონთ და ა.შ ^^
    ვგიჟდები წინააღმდეგობებზე და ვიღაც რომ “მილაწუნებს” მაგაზეც

  2. kevintsereteli says:

    ანა, აბსოლუტურად გეთანხმები, შენ კარგად გახსოვს ჩემი მეგობარი დათიკო, ხოდა სწორედ იმას ჰქონდა ცხოვრებისეულ კრედოთ გახდილი ეგ ფრაზა : “როგორიც ვარ ისეთი მიმიღეთ”. სწორედ ამიტომაც გავუყენე მის გზას. ჩემის აზრით ეგ გამოთქმა, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მეგობარს ან საყვარელ ადამიანს ეხებ ძალიან ეგოისტურად ჟღერს. ზოგადად ურთიერთობა ორმხრივ ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს აგებული და არა რომელი მხარის მანიაკალურ ამოჩემებაზე, რომ მასე საკუთარ თავში თუნდაც მცირე ცვლილების შეტანა არ შეუძლია და რა ქნას?! ხოდა კარგად იყოს….

    • anna says:

      ჰო, საშინელებაა როცა ადამიანი, რომელიც შენთვის სულ ერთი არ არის, ერთ ბეწო რაღაცასაც არ თმობს და არ ცვლის, როცა თავისუფლად შეუძლია გასიამოვნოს :\ ასეთი ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები. ასევე არასდროს აღარ გავაჭაჭანებ ჩემს გვერდით მსგავსი თვისებით დაჯილდოვებულ ადამიანს :დ

    • anna says:

      ეს კომენტარი წავიკითხე და კიდეც მომწერა, რას მბაძავთო :დ ვერ ხართ ვერც ერთი. ახლაღა მივხვდი რაში იყო საქმე

Comments are closed.