გამოცდები

როგორც იქნა მოვიდა 10 იანვარი და გამოცდებიც დამეწყო. ისე ვამბობ, როგორც იქნა მეთქი, თითქოს სანატრელ მოვლენას ველოდებოდი ამდენი ხანი და მეღირსა ბოლოსდაბოლოს, მაგრამ იმდენი ვინერვიულე, იმდენი ველოდე, რომ მართლა ვნატრობდი ბოლო 2 დღე საზარელ გამოცდებს . ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს საყვარელი ეკონომიკა შემეტენება … რა უნდოდა სამართლის ფაკულტეტზე ამ საგანს არ მესმის !! სხვა რომელიმე საგანიც თუ არ მიყვება, დიდად მადლობელი დავრჩები და ლექტორებზე ვილოცებ 🙂

რაც მთავარია, არაჩვეულებრივად მოვემზადე: ანუ ხელი არ გამინძრევია (ვიქნები სუბიექტური და კვლავაც ვიტყვი, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) და ჯერჯერობით, არ ვიცი, რა იქნება საბოლოოდ 🙂

უნივერსიტეტში მისვლა და თავიდან ადაპტირება ხომ ტანჯვაა… ვერასდროს ვერ ვიტანდი ასეთ მომენტებს. დიდი ხნის უნახავი სამასი კაცი ერთად რომ უნდა ვიხილო და მოვიკითხო, მომიკითხონ და ა.შ. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.

ჰო, ბოლოსდაბოლოს თსუს სტუდენდი მქვია და შემიძლია თამამად განვუცხადო ყველას ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ! სხვა ამ დამპალი გამოცდების და უნივერსიტეტის შესახებ კიდევ რა ვთქვა არ ვიცი, ერთი კია, ცოტა მომნატრებია ეს ოხერი ^^

როცა მეღირსება ოფიციალური არდადეგები და დასვენება, მაშინ ვეცდები უფრო მჭევრმეტყველი და საინტერესო ვიყო და მორიგი დეგენერატული პოსტით არ წავბილწო აქაურობა, მანამდე ეს იხილეთ 🙂

5 thoughts on “გამოცდები

  1. Mari ამბობს:

    ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ გამოცდები უნდა გვიყვარდეს.

  2. თბილისური LOVE ბლოგი ამბობს:

    ვერ შევიყვარებ ვერასოდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მაგისტრატურის მთელი პირველი სემესტრი, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით მეტენება :))))

    • anna ამბობს:

      ვიზიარებ :(( მეორედ აღარ დავუშვებ, რამე შემეტენოს :დ მაგრამ ახლაც მაქვს იმედი რომ გადავრჩები ^^

Comments are closed.