ცვლილება ჩემს სახეზე

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი დღეს, გადავწყვიტე სახლი საფუძვლიანად დამელაგებინა, ათის ნახევარზეც კი ავდექი ამის გულისთვის და აღმოვაჩინე , წყალი არ მოდის …  ონკანთან ჯდომას და ლოდინს, რა თქმა უნდა, კომპიუტერი ვამჯობინე და რადგან ჯერაც დილაა, შესაბამისად, ყველას სძინავს, ჩემი ალბომების თვალიერებით შევიქციე თავი(როგორც ნარცისს და ეგოისტს, საკუთარი თავი ძალიან მიყვარს და ჩემი ფოტოების თვალიერება კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე:))

რამდენიმე კვირაა რაც ჩემს წარბებს მივადექი თვითნებურად და გამოვიქენი. სალონში წასვლა არც მიცდია, არ ვენდობი მსგავს საქმეებში არავის . ვფიქრობ კარგად გამომივიდა, და მიხდება კიდეც, რაშიც ფოტოების თვალიერებისას დავრწმუნდი კიდევ ერთხელ:

 

ცუდი წარბები არასდროს მქონია, ნუ აქაც არის პატარ-პატარა შესწორებები, სულ მთლად ხელუხლებელი არც ამ დროს გახლდათ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან რომ  ვუყურებ, ძალიან მეუცხოება ჩემი თავი ამ “რაღაცებში” , არადა იყო დრო, ძალიანაც მომწონდა, უფრო მეტიც, შესწორებაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ ვაჰ დრონი, დრონი 🙂

მქონდა კიდევ უფრო უარესი ფოტოებიც, მაგრამ ვერ გავიმეტე თავი და ამ უკანასკნელზე შევჩერდი:)

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე უკეთესი ფოტო იყო, კარგად ჩანს , ზემოდან ზედმეტი თმის ღერები საშინლად აუშნოვებს და მოუვლელის იერს აძლევს(ამას მხოლოდ ახლა ვხვდები და ვხედავ, თორემ ზემოთ უკვე ვთქვი, ოდესღაც როგორ მომწონდა ჩემი წარბები. ამ დასკვნამდე რომ მივედი, ასეთი შედეგი მივიღე :

მერე რა, რომ დედაჩემის რისხვას ვერ ავცდი. როგორც წესი, შემოვლითი გზებით სცადა ჩემი განადგურება: სამი დღე ვუძლებდი, როგორ დადიოდა აქეთ-იქეთ და როგორც კი კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცემოდა, წამსვე აღნიშნავდა, როგორ დაიმახინჯა მისმა ლამაზმა გოგომ თავი და რა კარგი იქნებოდა ცოტა მეტი ტვინი ჰქონოდა 🙂

ამჯერად არ გაჭრა ამ ხერხმა, არადა სწორედ ამ გზით მაჭრევინებდა “ჩოლკას” წლების განმავლობაში, ვიდრე თავადაც არ დარწმუნდა იმაში, რომ ამის გარეშე ბევრად კარგად გამოვიყურები.

ჰო, კიდევ აღმოვაჩინე რომ მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა დამიხვეწავს.

აქ ფაქტიურად არაფერია, გარდა რაღაც მოშავო მონაცრისფრო ფერების.

ჰო, ტუშიც მისვია 🙂 დაბლა  , მოჭრილ ნაწილზე, იგულისხმება “ბლესკი”. ზოგიერთისთვის ესეც მეტისმეტია და ხშირად უთქვამთ კიდეც , რად გინდა მაკიაჟი და ა.შ.. რა ვქნა, პირადად მე, ყოველთვის მომწონდა ქალი მაკიაჟით და მეც დავხვეწე ტექნოლოგია. ფოტო აღარ დავდე, ზემოთ, არამხოლოდ წარბები, თვალებიც ძალიან მომწონს და enough 🙂

ამ წყლის ლოდინში ძალიან გამიგრძელდა ჩემს თავზე საუბარი და ისევ მე შევახსენებ თავს, რომ დროა შევწყვიტო. თუ რამე ცვლილება აღმოვაჩინე, სულ უწარბებოდ თუ დავრჩი, ან კიდევ დავიმართე რამე, ამას ჩემი პოსტებიდან აუცილებლად გაიგებთ, ასე რომ დროებით 🙂

8 thoughts on “ცვლილება ჩემს სახეზე

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    მე რა ვქნა ახლა სინდისმა შემაწუხოს? 😀 არ გამომდის ეს წარბების დაპუტვა რა ვქნა :დ კარგია ისე მაგრამ ის ზედმეტი ღეროები არასდროს შემიმჩნევია შენს წარბებზე :დ

    • anna ამბობს:

      უი აქ ხარ? ვაიმეე ხომ იცი ახლა რაც გამახსენდა და ჩავბჟირდი :დ

      • anna ამბობს:

        დამპალი რატომ ვარ, ეს ოხერი მეხსიერება საჭიროებისამებრ რომ მაწოდებს ინფორმაციას?:დ

  2. vasasi ამბობს:

    ქეთის ვეთანხმები..

    მეც არასოდეს გამომდიოდა წარბების პუტვა..

    ამიტომ, მკიდია (ტყე არ მაქვს)..

  3. siyvarulovna ამბობს:

    ხო, წარბების კეთება “შაფუძვლიანად: იმ დღეს ვცადე და შედეგი კი იცი ^^
    მაკიაჟს რაც შეეხება, მგონია რომ ვერასდროს ვისწავლი მაგის კეთებას ^^ just თვალის ფანქარი და ხანდახან ბლესკიც მყოფნის ^^

  4. Mari ამბობს:

    ჩოლკა VS დედაჩემი :))) თავიდან წარბების პუტვასაც მიშლიდა.

Comments are closed.