მკითხველები და გადამკითხველები-ანუ ნაუცბათევი პოსტი

წეღან ნათიას პოსტს ვკითხულობდი: “როგორ გავხდი იდიოტი”. მოკლედ გეტყვით, პოსტი  წიგნის განხილვაა და ამან ჩემი შეხედულებები გამახსენა, რომელიც დროის მსვლელობის მიუხედავად, არც შეცვლილა და არამგონია ოდესმე შეიცვალოს.

წიგნებს ადრეული ბავშვობიდან ვკითხულობდი , როცა კითხვის უნარი თავად არ შემწევდა, დედაჩემს ვტანჯავდი მოცლილობის ჟამს. ფაქტიურად, მისი დამსახურებაა, რომ წიგნები ძალიან მიყვარს და როცა დრო და ხალისი მაქვს, სიამოვნებით ვუჯდები საყვარელ ნაწარმოებებს… სამწუხაროდ , რამდენიმე თვეა წიგნი არ გადამიშლია და ველოდები ხანგრძლივ არდადეგებს საამისოდ, მანამდე კი უახლოეს წარსულიდან გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს .

მეგობრებთან, ნაცნობებთან, უბრალოდ, ახალ საზოგადოებაში მოხვედრისას, არაერთხელ ჩამოვარდნილა საუბარი როგორც ჩვენი, ახალგაზრდების, ასევე წინა თაობების წიგნიერებაზე და მათ გემოვნებაზე.  აქაც , რა თქმა უნდა , მამათა და შვილთა ომი იჩენს ხოლმე თავს და ყოველთვის გაუნათლებელი მოზარდები ვიჩაგრებით, მაგრამ ჩვენშიც არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რითაც დგინდება, რამდენად გემოვნებიანი, განათლებული და ნაკითხია კონკრეტული პიროვნება…

როცა იმავე კრიტერიუმებით მე ვმსჯელობ, ძალიან ცუდ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე და ისევ ჩემს ჩვეულ ლიბერალობას ვიშველიებ. ზოგადად, არამხოლოდ წიგნის, არანაირი მოვლენის და საგნის კრიტიკა არ მჩვევია უსაფუძვლოდ, ერთადერთი შესაძლოა ჯაზი გავასწორო მიწასთან, დაუმსახურებლად 🙂 რაც შეეხება დანარჩენს, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო საქმეში ჩახედული, ჰოდა, ვკითხულობ ყველაფერს, რაც ან საყოველთაო მოწონებას ან აგრესიას იმსახურებს და შემდეგ გამომაქვს დასკვნები.

სწორედ ამავე ლოგიკით წავიკითხე “სამოსელი პირველი” , თამაში ჭვავის ყანაში” და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები, რომლებზე საუბარსაც აქ არ დავიწყებ. ზემოთნახსენებმა ორმა წიგნმა კი სრულიად გადამიყვანა ჭკუიდან, სრულიად მარტივი მიზეზის გამო… თავი მომაბეზრეს მათი შეხსენებით და იმაზე ხაზგასმით, რომ ჯერ არ გავზრდილვარ…

დოჩანაშვილზე რომ ლეგენდობანა წავიდა, ავდექი და ჩავუჯექი საფუძვლიანად და შევატყვე როგორ გავფეილდი თუ გაფეილდა:) საბოლოოდ მივადექი მის ცნობილ რომანს და ვერაფერი ვერ გავიგე… არადა ყველაფერიც მშვენივრად გავიგე, უბრალოდ როცა მოლოდინი იმაზე ასჯერ მეტია, რასაც წიგნი წარმოადგენს, არსებობს მსგავს თემატიკაზე დაწერილი ბევრად უკეთესი ნაწარმოებები და ამასობაში ვიღაც გურამიკო ცაში აჰყავთ ქებით, ნერვები მეშლება და ვბრაზობ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მიმტკიცებს, რომ ეს ჩემი უგემოვნობის ბრალია, რომ ვერ ჩავწვდი ამა თუ იმ “შედევრს”.

რაც შეეხება სელინჯერს, ეს მწერალი მიყვარს, თუმცაღა არც იმდენად, ჩემს ფავორიტებში მოვიხსენიო ხოლმე… ამერიკელი ახალგაზრდობის, მათი დაუდგრომელი სულის და ბლა ბლა რაღაცების შესახებ დაწერილი ნაწარმოები კი სრულებითაც არ მაინტერესებს, როცა ჩემთვის პირადად, ბევრად სასიამოვნოდ კეპოტის ნებისმიერი მოთხრობა იკითხება…  ამასობაში, ვიღაცა მოვა და დამიწყებს ჭკუის სწავლებას, რომ ჯერ ჩამოუყალიბებელი გემოვნება მაქვს და უფრო მეტიც, ამ უკანასკნელის არარსებობასაც განვიცდი 🙂

ჯანდაბა თქვენ, ჭკუისკოლოფებო! ჩემს გემოვნებას თუ გავითვალისწინებ, ცოტაოდენ მჭევრმეტყველებასაც მოვიშველიებ, სათითაოდ გავასწორებდი მიწასთან თითქმის ყველა კითხვის მოყვარულს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თანამედროვე “კლასიკა” (გადახარხარება) იტაცებს…

ყოველთვის მაღიზიანებდნენ ადამიანები, ყოვლისმცოდნის იმიჯს რომ იქმნიდნენ, უფრო მეტ და მეტ ცოდნას კი წიგნის შესავლის კითხვით იძენდნენ, ორიოდე სიტყვის თქმა ხომ საკმარისია შენზე უვიც საზოგადოებაში ? და საერთოდ, გემოვნება ხომ სწორედ საგნის ღრმად წვდომით ყალიბდება და არა უბრალო თვალის შევლებით?

როგორც გალაკტიონი იტყოდა, არსებობს წიგნის ნაღდი მკითხველი და უბრალოდ გადამკითხველი…

მკითხველებმა რაც გინდათ ის მიყავით, საკმარისი არგუმენტებით, გადამკითხველებმა კი ნუ შემჭამეთ …

16 thoughts on “მკითხველები და გადამკითხველები-ანუ ნაუცბათევი პოსტი

  1. siyvarulovna says:

    რა უცნაური ადამიანი ხარ ისე.
    რომ არ გეთქვა ჩემთვის რომ წიგნები გიყვარს აზრადაც არ მომივიდოდა ეგ :))

    ის გამახსენდა, რომ მითხარი ვიძინებდი და ვიღვიძებდი სიტყვით “მერეო”…

    • anna says:

      ჰო, წიგნები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად :დ და ყველაზე ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე :)) ჰარი პოტერი არ წამიკითხავს ჯერ და მერე ავლაპარაკდები მეც :პ :მსუბუქიწაკბენა:

    • ჰექსე says:

      თქმა რად უნდოდა? მისი ჰაბიტუსი პირდაპირ მეტყველებს იმაზე რომ წიგნები უნდა უყვარდეს 🙂

  2. Mari says:

    ჰექსესი არ იყოს და შენი ჰაბიტუსით თუ ვიმსჯელებ, მართლაც ჰგავხარ წიგნების მოყვარულ ადამიანს.
    წიგნებთან მიმართებაში(ც) მაგარი უჯიშო ვინმე ვარ. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ჩემნაირი დამოკიდებულება აქვს მათთან. არასოდეს ვიწყებ კითხვას თუ წიგნით წინასწარ არ დავინტერესდი და არ ვიცი რას უნდა ველოდე მისგან. კიდევ, ვერ ვიტან ერთი წიგნის დიდხანს კითხვას. ორ დღეში თუ ვერ დავამთავრე, მბეზრდება და თავს ვანებებ.
    ხო, დოჩანაშვილზე კიდე არ ვიცი რატომ გაქვს მასეთი წარმოდგენა. მახსოვს, 11 წლის ვიყავი. არდადაგებზე დედაჩემი მაიძულებდა, რამე წაიკითხეო და თაროზე რაც ყველაზე პატარა და საყვარელი წიგნი ვნახე, ის ავიღე. მას მერე მაგიდაზე მიდევს მისი რამდენიმე მოთხრობა და მთელი გულით მიყვარს. მაგის იქით რაც არ უნდა წავიკითხო ასე მგონია უკეთესს მაინც ვერაფერს გავიგებ.

    • anna says:

      მე წიგნის ყდა თუ ა რმომეწონა, მიჭირს წაკითხვა… თუ წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი ვკდები, ინტერესი მიქრება.. ერთადერთი წიგნი, რომელიც სულმოუთქმელად წავიკითხე და თვალები ზედ დავატოვე, სიყვარული ჟამიანობისას იყო :დ

  3. Toma says:

    “არსებობს მსგავს თემატიკაზე დაწერილი ბევრად უკეთესი ნაწარმოებები” – magalitad? 🙂

  4. anna says:

    თუნდაც ტრუმენ კეპოტის შემოქმედების გარკვეული ნაწილი

  5. ლაშა says:

    “სამოსელი პირველი” რომ ასე აგდებულად მოიხსენიო, ან მართლა არ უნდა გესმოდეს, ან მართლა ავანტიურისტი უნდა იყო. ჩემი აზრით, რასაკვირველია. ისე, არცერთი არაა სახარბიელო, რაღა დაგიმალო. და კიდევ, თუ განმანათლებ და განმიმარტავ, “სად არსებობს მსგავს თემატიკაზე დაწერილი ბევრად უკეთესი ნაწარმოებები” – ძალიან დამავალებ. მე არ წამიკითხავს და იმიტომ. და ბოლოს, თუ მექანიკური შეცდომა არ არის და სხვაგანაც ასე აპირებ წერას, კიდევ ერთხელ გადაიკითხე წაკითხული(წაკითხვაც გამოგივა და გადაკითხვაც) და აღმოაჩენ, რომ გალაქტიონს, თურმე, გალაკტიონი ერქვა და ქართველი მწერლები “ფაქტიურად” კი არა, “ფაქტობრივად” წერენ.

    ეს ისე, სხვათაშორის…

  6. ლაშა says:

    ზემოთ დაგიწერია და თურმე “მსგავსი თემატიკის” ყოფილა ტრუმენ კეპოტის “ბალახის სიმღერა”. ცოტა გასაკვირია “ბალახის სიმღერის” და “სამოსელი პირველის” თემატიკით დაკავშირება ერთმანეთთან, მე პარალელის გავლება მიჭირს და ნეტა, რისი ბრალია? ვითომ, “სამოსელი პირველი” წავიკითხე და “ბალახის სიმღერა” გადავიკითხე? ისე, მოცალეობის ჟამს ჩაუჯექი და დაწერე ამ ორი ნაწარმოების პარალელების შესახებ, შესაძლოა, ლიტერატურის კრიტიკის დარგში სერიოზულ საერთაშორისო აღიარებასაც გამოჰკრა ხელი…

  7. anna says:

    posti da komentarebi rom wagekitxa da ara gadagekitxa, mixvdebodi , ra nawarmebebs shoris gavavle paraleli, ase rom vidre azrs gamotqvamde, tvalebi fartod gaxile xolme da kitxva iswavle :))):) es ise, rchevis saxit 😉

  8. გლეხის ბიჭი says:

    დედის როლი მართლაც დიდად მნიშვნელოვანია კითხვის უნარსი ჩამოყალიბებაში. კარგია როცა ბავშვი განათლებული და მოცლილი დედის ხელში იზრდება 🙂
    აი, დოჩანაშვილს რაც შეეხება, მე ძლიერ მიყვარს 🙂

Comments are closed.