ჩემი ვერშემდგარი თვითმკვლელობა

საინტერესოა, არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია თავის მოკვლაზე? პირადად მე, ამის ნაკლებად მჯერა …

ბავშვობიდან ხშირად ვფიქრობდი სუიციდზე. სულ უბრალო მიზეზების გამო… პატარა კამათისას მშობლებთან, სკოლაში პრობლემებისას, მეგობრებთან უთანხმოებისას, შეყვარებულთან ჩხუბისას…

ეს ალბათ ტომ სოიერის სინდრომია, როცა გინდა გარშემომყოფებს გული დასწყვიტო და წარმოიდგინო, როგორ იგლოვებენ ისინი შენს სიკვდილს… მეც წარმოვიდგენდი ხოლმე გამწარებულ ადამიანებს და კმაყოფილებისგან ბრაზი მავიწყდებოდა და კარგ ხასიათზე ვდგებოდი.

ერთხელ მართლა ვცადე თავის მოკვლა, ვერ ვიტყვი გადავრჩი მეთქი, ალბათ ვერ შევძლებდი საქმის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ არ დამცალდა სიკვდილი:

დღეს რომ ვუფიქრდები, ძალიან ცუდი მიზეზია იმისათვის რომ ადამიანმა მსგავს რამეზე იფიქროს, მაგრამ რას გაიგებ,,, ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო რამე გიბიძგებს უსაშინლესი ქმედებისკენ..

დახლოებით  11 12წლის ვიქნებოდი, როცა დედაჩემი სახლში დაბრუნდა და მეც, ჩვეულებისამებრ, მის ჩანთაში ჩავძვერი. სამწუხაროდ, პირველივე რასაც წავაწყდი, ორსულობის ტესტი იყო და კინაღამ გული გამისკდა ნერვიულობისგან. დედაჩემი ქმარს გაშორებულია, ესეიგი ვიღაც ყავს და ვაიმე… ვერაფრით ვერ ვიტანე ეს ამბავი, არც არაფერი მიკითხავს დედაჩემისთვის, დარწმუნებულს იმაში რომ სიმართლეს მაინც არ მეტყოდა და დედაჩემის ღალატით გაოგნებული, ყველაზე დიდი სამზარეულოს დანით ხელში გავემართე ისეთი ადგილისკენ, სადაც ვერავინ შემიშლიდა ხელს სიკვდილში.

უცებ ვხედავ დედაჩემს, რომელიც ამ ტესტით ხელში ეზოში ჩამოვიდა და მეზობელს მიაწოდა და თავად ხელცარიელი დაბრუნდა უკან. მე საცოდავსაც გონება გამინათდა და შვებისგან უარესად დავიწყე ღრიალი…

დედაჩემმა დღემდე არ იცის ეს ამბავი, მაგრამ რომ არ დამენახა ეს ყველაფერი, არ ვიცი რა იქნებოდა ახლა, ან საერთოდ, იქნებოდა თუ არა…

ყველაზე საშინელი მოგონებაა ჩემი ბავშვობიდან და როცა არ უნდა გამახსენდეს, ასე მგონია თავიდან ვაპირებ სიკვდილს..

ამ ამბის მერე ბევრი დრო გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, გამიარა ეგრეთ წოდებულმა ტომ სოიერის სინდრომმა, ახლა პირიქით , და სამწუხაროდაც ირგვლივ მყოფი ადამიანები მაჩერებენ. ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა მაშინებს, რა მოუვა დედას… ჩემები რომ არა, წუთსაც არ დავფიქრდებოდი და არ ვიცოცხლებდი.

ყოველთვის ვაიძულებდი თავს, არ მეფიქრა ათას უაზრობაზე, სიცოცხლე ყველასი ერთნაირია, ვიბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით, ვკვდებით, მაგრამ არ შემიძლია… ამ ყველაფერში იმდენად დიდ იდიოტიზმს ვხედავ, გული მერევა იმის წარმოდგენაზე, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო და “მშვიდად” ველოდო როდის მოვკვდები ბუნებრივი სიკვდილით!

და მე, ადამიანს იმის უფლებაც კი არ მაქვს, ჩემი ნებით გავქრე ამქვეყნიდან !

საშინლად არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, სხვას რომ დაეწერა, ვიფიქრებდი ან ძალიან ვერაა, ან ძალიან ცუდად აქვს საქმეები და გამოსავალს ვეღარ ხედავს ვერაფერში-მეთქი, მაგრამ რომ დავწერე გულზე მომეშვა… ნაკლებად მაინტერესებს უკვე, ვინ როგორ აღიქვამს ამას…

ჯანდაბას …

 

10 thoughts on “ჩემი ვერშემდგარი თვითმკვლელობა

  1. Mari says:

    ვერ მოიკლავდი თავს. ერთს გაიჩხაპნიდი, გეტკინებოდა და მოეშვებოდი. თან რა ბანძი სიკვდილი ამოგირჩევია. უნდა დალოდებოდი სისხლისგან როდის დაიცლებოდი და ამასობაში სინანულიც შეგაწუხებდა. ყველაზე ნაღდი მაინც სიმაღლიდან გადახტომაა. ფრენა-ფრენით მოკვდები :))) ჰოდა, გინდ დაიჯერე, გინდ არა. მე მასეთი საქციელი არასოდეს მიცდია. ჯერ ერთი, ვგრძნობ, რომ საჭირო ვარ აქ. მეორეც ის, რომ თუ გადავრჩი, შეილება რამე დავიზიანო და მთელი ცხოვრება სანანებლად მექცეს.
    აუ, რამდენი დამიწერია… :)) შენ კიდე მოიშორე წვეტიანი აზრები.

  2. siyvarulovna says:

    თავი რომ მოიკლა ყველაზე ძლიერიც უნდა იყო და ყველაზე სუსტიც.
    სუსტი იმიტომ რომ ეგ ყველაზე იოლი გზაა გაექცე ცხოვრების ამაოებას
    ძლიერი იმიტომ, რომ ყველაზე რთულია საკუთარი ნებით დათმო ის ტკბილი რამ რასაც სიცოცხლე ჰქვია. ადრე ერთს სწორედ ეს ვუპასუხე როდესაც მითხრა თავის მოკვლა ვცადეო, ხო და შენც იგივეს გეტყვი :)))

    ხანდახან ცხოვრება საშინელებაა, მაგრამ მარტო იმისთვის ღირს ცხოვრება რომ ის სიამოვნება მიიღო რასაც ცხვორება განიჭებს.

    მიყვარხარ ^_^

    ნუ დამაქვრივებ ^^

  3. gega abuladze says:

    თვითმკვლელობა ყველაზე დიდი გმირობაა გმირობათა შორის და ყველაზე დიდი ლაჩრობა სილაჩრეთა შორის!

    თუმცა მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე, ოღონდ არ მინდა ეს ჩვეულებრივი თვითმკვლელობა იყოს.
    მინდა რაღაც განსხვავებული, “პოეტური თვითმკვლელობა”, თუმცა საბედნიეროდ თუ სდამწუხაროდ ჯერ ვერ გადავწყვიტე როგორ მოვკვდე!

    • anna says:

      ვერ ხარ შენ, ჩემსავით :დ ახლა კარგ ხასიათზე ვარ და ვბრაზობ, რამ დამაწერინათქო :)))

  4. ანი says:

    მეც ხშირად მიფიქრია, ძალიან ხშირად. როცა გამაბრაზებდნენ ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი როგორ მომეკლა თავი😐 წარმოვიდგენდი სხვების რეაქციას როცა მიპოვიდნენ.
    ან კიდევ შორს გაქცევაზე ვოცნებობდი, სადაც ვერავინ მომაგნებდა.
    უკანასკნელი 3–4 წელია რაც ასეთ რაღაცეებზე უკვე აღარ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო.
    არც ის მინდა ვიცოდე სად, როდის და როგორ მოვკვდები.
    იმის წარმოდგენაც კი მზარავს რომ წლების მერე, სიბერეში სუსტი და სხვებზე დამოკიდებული მოხუცი შეიძლება გავხდე. ამიტომ ერთი რამ ვიცი ზუსტად, არ მინდა დიდხანს ვიცოცხლო.😐

    • anna says:

      არა არა, მე გადავიფიქრე !!
      აღარ შევიცვლი იმედია აზრს ..
      აი სიბერის მეშინია საშინლად და არ ვიცი რა…
      ერთადერთი რსიც საშინლად მეშინია ჩემი სიბერეა :((

  5. suicid says:

    =) modit jer gadacyvitet cxovreba mogbezrdat da tavis mokvla gindat tu ese cxovreba mogbezrdat da sxvanairad gindat cxovreba =) tavis mokvlas yoveltvis moascreb tu manamde tavisit ar mokvdi :DD datkbit cxovrebit. tu ar mogcont mainc tavs iklavdit da tqveni ra midis, rame shecvalet ) tundac radikalurad🙂

    ps. camlebit tavis mokvlas gadmoxtoma jobia =) ro mixvdebi ro yleoba qeni mere ukve gviania

Comments are closed.