პროტესტი პირად ცხოვრებას და მაინც_ჩემი ქალური ბედნიერება :)

წინაზე ერთგვარი დაპირება დავდე, სულ მალე წესიერ პოსტს თუ არა, განვლილი  დღეების მოკლე აღწერას მაინც დავწერდი, მაგრამ დღეები გადის, პოსტის ხალისი არ მაქვს, სინდისი ბლოგს წინაშე , სულ უფრო და უფრო მაწუხებს :დ

რაღაც გადავეჩვიე წერას და  ვიცოდი, ეს რომ მოხდებოდა. თავიდან ყველა საქმეს აღფრთოვანებით ვკიდებ ხელს და ანდათან მონოტონურ უბრალოებაში გადადის და მბეზრდება. ვერ ვიტყვი, რომ ესეც მომბეზრდა, უბრალოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. რაც მთავარია, ძველებურად, და უფრო მეტადაც მსიამოვნებს ვიღაც ვიღცებთან კონტაქტი და ვგრძნობ , არც არასდროს მობეზრდება. ჯანდაბას, ნუ დავწერ პოსტებს, ოღონდ ბლოგით შეძენილი მეგობრებთან ვიყო ყოველთვის ისე, როგორც ახლა ვარ..

ჰო, ეს მოკლე შესავალი იყო : )))) რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რა ვთქვა არც ვცი, არასდროს მიყვარდა მოყოლა დღეების მხედვით, რა როგორ როდის მოხდა.. არც არავისთვის მიკითხავს ესა თუ ის დროის მონაკვეთი როგორ გაატარა, ასე რომ ყურადღებას ახლაც ერთ–ერთ კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებ, რომელმაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ შემახსენა თავი :

 

წინაზე ვეკოს ბლოგს ვკითხულობდი და ბოლო პოსტი მომხვდა გულზე . მეგობარი მჭირდებაო წუწუნებდასავით. აქ მეგობრების სიმცირეზე არ იყო საუბარი..  ვეკოს ცხოვრების გარჩევას არ დავიწყებ, ჩემი გამოცდლებიდან მოვიყვან მაგალითს.

ბავშვობაში, ნუ 17 წლისას, მიყვარდა ვიღაც… მაშინდელი გადასახედიდან თავდავიწყებით 🙂 ჰოდა, ისე გამოვშტერდი , ერთ მშვენიერ დღეს , (დაშორების მერე) აღმოვაჩინე რომ არც  ერთი მეგობარი არ მომეპოვებოდა ახლო მახოლ. არა კი მყავდნენ, არც მიჩხუბია, არც არაფერი, უბრალოდ დაიკარგა ის სიახლოვე და ყოველდღიური ურთიერთობა… რის გამო? იმის გამო რომ მე სწორედაც რომ ვიღაცას გადავყევი და ყველაფერი გვერდზე მიმრჩა. ვეკოს და აჩოს ურთიერთობა გარეშე პირისთვის , ანუ ამ შემთხვევაში ჩემთვის სმაგალითოდ რჩება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასაც შეექმნა მსგავსი სტუაცია და საყვარელი ადამიანის გარდა მასაც დასჭირდა სხვა გარემოცვა… მეც, გავიხსენე ოდესღაც მომხდარი, რის შემდეგაც ბევრი რამე შეიცვალა, არავის სიყვარულითაც აღარ გავგიჟებულვარ დიდად და რაც მთავარია , მარტივ ჭშმარიტებას მიხვდი რომ საკუთარ თავზე ძვირფასი არავინ მყავს და არც მეყოლება. შესაბამისად, გავაკეთე დასკვნა, რომ იმაზე ბევრად მეტი მჭირდება, ვიდრე მამაკაცია და ე.წ “ქალური ბედნიერება” , პირადი ცხოვრება და ა.შ …

ყველაზე მეტად კარგ ხასიათზე ის მაყენებს, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვიცი ვის რა ადგილი უნდა მივუჩინო ჩემს ცხოვრებაში; შეიძლება ითქვას, ახლა სრულ იდილიაში ვიმყოფები და ბლოგზეც აისახება ეს, არაპროდუქტიულობით 🙂 არანაირად არ მაქვს სურვილი ვპოსტო რაიმე თემაზე , როცა შემიძლია დრო არაჩვეულებრივად გავატარო ბედნიერებაში 🙂 ეს ბოლო სიტყვები ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ასეა..

ამ იდილიამ გამოიწვია ის, რომ გადავწყვიტე ბლოგს დავამატო ახალი კატეგორია, სადაც მხლოდ პაროლდადებული პოსტები დაიდება. ბავშვობის მერე ვინმეზე არაფერი დამიწერია, და დადგა დრო ,  ავმოქმედდე . არა მაინცდმაინც იმიტომ რომ გაგიჟებული ვარ და ცაში ვფრინავ, უბრალოდ ცხოვრებაში მეორედ , გულით მინდა ეს გავაკეთო.. როცა ადრე ვწერდი, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და მიკვირს , ახლა ხომ ასე არაა 🙂

რაც არ უნდა იყოს, მე ეს მინდა ! და გავაკეთებ!

ამხელა პოსტი კი არასდროს დამიწერია, ვატყობ. ამდენდღიანმა უსაქმურობამ მაინც თავისი ქნა და დაგროვებული ემოციები გადმოვიტანე . გადაკითხვისას მშვენიერი დასკვნა გავაკეთე: მიუხედავად იმისა რომ წლის ბოლო ამაზრზენად საშინელი იყო და ახალი წლის სურვილების, მით უმეტეს მისი ჯადოსნურობის არ მჯერა, მაინც კარგად დაიწყო და ჯერჯერობით ყველაფერი ისე ხდება, როგორც მინდა .

ესეც ასე, ვალმოხდილი და დამშვიდებული, გემშვიდობებით 🙂

9 thoughts on “პროტესტი პირად ცხოვრებას და მაინც_ჩემი ქალური ბედნიერება :)

  1. Mari says:

    სათაურზე მოვკვდი სიცილით, ორონდ არ ვიცი რატომ :mrgreen:
    ხოდა, პაროლს მეც ხომ მეტყვი?

  2. alluballi says:

    :)) getaanxmeebi roca shheyvarebuli xar meegooobrebi gaaviiwydebaa daroca azrze moooxval agmoachen room marto xar.arada megobarii yvelaze dzviirfasia

  3. სივრცე says:

    arasdros ar damiyenebia bichi megobrebze cin.
    magram unda dameyenebina jobda, radgan megobrebis nacils chemi yuradgeba tavshi auvardat.
    exla rodesac sheni posti tsavikitxe ragac guli damckda, rom qaluri bedniereba tu ra jandabacaa amden rames cvlis adamianshi.

    miyvarxar dzalian da sul ase bednierad gaagrdzele :*

  4. sunwaited says:

    ოო, ეგრე არ უნდა გადაანაწილო ძალით ყურადღება, დღეს მეგობრებთან 4 საათი ვიქნები, შეყვარებულთან – 5. თავისით უნდა გამოვიდეს ყველაფერი, ბუნებრივად. ჩემ შემთხვევაში უბრალოდ ისე მოხდა, რომ მეგობრებს “დღის განრიგი” აგვერია და ვეღარ ვამთხვევდით ერთად ყოფნას, ამის გამო მთელ დროს აჩოსთან ვატარებდი უმეტესწილად. თორე ჩემით არასოდეს მითქვამს მეგობრებზე უარი და საყვარელი ადამიანის გამო არ მიმიტოვებია ისინი.
    უბრალოდ, მათ მუშაობა დაიწყეს და იმ დროს, როცა უკვე თავისუფლდებოდნენ – ღამის საათებში, მე ვეღარ ვახერხებდი მათ ხშირად ნახვას. ეს იყო და ეს.

  5. anna says:

    მე კიდევ, ძალიან მაწუხებს ხოლმე ეგეთი შემთხვევები, როცა ერთ ადამიანზე ვკონცენტრირდები და სხვა ყველაფერი გვერდზე მიდის, ცუდია :(( შეიძლება ეგრე მხოლოდ მე მემართება :\
    უბრალოდ შენს პოსტში ისე ჩანდა ყველაფერი, როგორც ჩემს ცხოვრებაში იყო, იქ მიზეზებზე არაფერი იყო ნათქვამი

Comments are closed.