offline

ეს დღეები რა ხდება ჩემს თავს ვერ გამიგია. ყველაფერმა პირი შეკრა ჩემს წინააღმდეგ .

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთან დამაკავშირებელ ყველა საშუალებას, ტელეფონს, სკაიპს, ფეისბუქს რაღაც დაემართა. მობილურზე ვიღაც შორენა პასუხობს ხალხს, დიაგნოზი პერეადრესაცია, სკაიპი ვიღაცამ თავიდან ჩამიწერა და სამასი წლის წინანდელი ნაწერები ხტება ჩართვისთანავე, თანაც ყველა ერთად. ძალიან მიჭირს გავიგო ვინ მომწერა ახალი შეტყობინება და ვინ არა. ფეისბუქი აფრენს, ჭედავს და ნაწერებს აქრობს.

ერთი მხრივ ეს  ყველაფერი ძალიან კარგია, მოვწყდი რაღაც-რაღაცებს და ვთვითნებობ, მაგრამ უკვე გამუდმებულ სიზარმაცეში გადამეზარდა ეს ე.წ თვითნებობა … არაუშავს, ახალი სემესტრიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აი ფრომის 🙂

რას ვაკეთებ ეს დღეები, სად ვარ, როგორ ვარ, ვისთან ერთად და ა.შ , ამის მოყოლა ძალიან მეზარება ამჟამად, წესიერად მინდა ოდესმე ჩემს გრძნობებზე და განცდებზე ვწერო, მაგრამ ვიცი არც ახლა გამომივა. თავს ვერ ვაბამ ხოლმე, ბოლომდე არ ვიხსნები და შესაბამისად, პოსტიც დებილობა გამოდის. რაღაც არაკომფორტულად ვგრძნობ თავს რომ უამრავი რამე მაქვს მოსაგვარებელი, დასალაგებელი. რაღაცნაირი გავხდი, ყველაფერს ვეწინააღმდეგები , გულცივი გავხდი და დაუნდობელი… პირველ რიგში ეს მეთვითონ მავნებს, ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიცვლები. შესაძლოა საკუთარ თავს ვებრძვი და ვცდილობ იმას გავექცე, რაც მართლა ჩემია, ჩემშია .. იქნებ გულის სიღრმეში სხვანაირი ვარ? ჯერჯერობით მეთვითონაც არ ვიცი, უბრალოდ ვაკვირდები და ვფიქრობ.

ახლაც, ვერ გამოვთქვი რა მჭირს. მოკლედ თუ აღვწერთ, ტვინში თითქოს რაღაც ბრუნავს და ითრევს თანდათან ყველაფერს, გამოსართველი ღილაკი კი ვერა და ვერ მიპოვნია.

ჰმ, არადა სწორედ ამწუთას მივხვდი ამ ყველაფრის მიზეზს და შესაბამისად, გზაც გამოჩნდა: უბრალოდ ბევრი ინფორმაცია, ახალი ურთიერთობები, ყველგან ყოფნა, განსხვავებით რამდენიმე თვის წინანდელისგან,  ამის ფონზე ფიზიკურ-გონებრივი გადაღლა და შედეგად თავის უაზრო სკდომა . ფაქ, მე ამ ყველაფერს მოვაგვარებ აუცილებლად. პირველ რიგში, დადგა დრო, რომ ასეთ ყოფას შევეჩვიო, მერე კი მოვნახო რაიმე განტვირთვის საშუალება. ეს უკანასკნელი , ვფიქრობ რთული საპოვნელი იქნება, მაგრამ არაუშავს, მოვიფიქრებ რამეს…

დროა მოთქმა შევწყვიტო და ერთ სასაცილო ამბავს გადავწვდე :

ჩემმა ყოფილმა ჩემზე შურისძიება გადაწყვიტა. როგორც წესი, ასეთ თემებზე საუბარს ვერიდები ბლოგზე, მაგრამ რომ არ ვთქვა, დავიხრჩობი ალბათ:)

რატომ იქცა ჩემი აწმყო და მომავალი წარსულად , ეს გრძელი და სავალალო ამბავია, სასაცილო დაშორებისშემდგომი სმსდიალოგია:

პირველ ორი თუ სამი მესიჯი მოთმინებით სავსე იყო, მერე ნერვებმა უმტყუნა და ბრჭყალები გამოაჩინა: ” მაიგნორებ? არ გინდა ჩემთან კარგი ურთიერთობა? შენ ნახავ, მე ორ თვეში აქედან მოვხევ, შენ კიდე ისე არ გაიხადო საქმე ათას მესიჯს მწერდე აქეთ”

ჩემი რეაქცია ძალიან ცუდი იყო. ასეთი შურისმაძიებლების მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მეგონა ისიც ამავეს ფიქრობდა. ყოველშემთხვევაში ასე ამბობდა. 2 კვირა გავიდა და ამ მუქარის შემდეგ იგივე ტკბილი ტექესტები, თუმცა მოთმინება ამჯერად მხოლოდ 2 სმსზე ეყო, შესაბამისად მუქარაც გაძლიერდა და ჯაჭვური რეაქციით, ჩემი დამოკიდებულებაც….

რა იდიოტიზმია ვერ გამიგია, ნუთუ კაცებს ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ ქალებზე მუქარა ჭრის ? ან მუქარის მერე ქალი მათთან შიშის ნიადაგზე იურთიერთებს? ასეთი რაღაცები პირადად მე მხოლოდ მაცინებს, ცოტათი გულს მწყვეტს, ადამიანზე წარმოდგენას რომ ვკარგავ, როგორც წესი, ნერვები მეშლება…

საშინელებაა , ასეთ ადამიანებზე, როცა სხვებისგან ვისმენდი იგივეს, არც კი ვიცი რას ვფიქრობდი, მეგონა მხოლოდ ყველაზე ამაზრზენ და განუვითარებელ ადამიანებს შეეძლოთ მსგავსი ქმედების ჩადენა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი.

მე ჯერ ისევ გულუბრყვილო გოგო ვარ, როგორც ჩანს, მაგრამ სჯობს ასეთი ვიყო, ვიდრე გაბოროტებული ნაძირალა…

5 thoughts on “offline

  1. Mari says:

    ფაქტია, მუქარამ გაჭრა. გაბრაზდი და ნერვები მოგეშალა 😛
    ჰოდა, მოეშვი ყველაფერს და სადმე გაემგზავრე ან სწავლას მიხედე, ან რამე სტიქიაში ჩავარდი. გააფრენ მასე.

  2. knuti says:

    მეც დავწერო ჩემი ყოფილის შურისძიებაზე? 😐 რა ეტაკათ ამ კაცებს? თუ კაცუნებს? 😐

  3. siyvarulovna says:

    დაიკიდე ^^
    მოწყდი ხვალ ამ ფბ–ს და ყველაფერს და დამშვიდებული და დაწყნარებული იქნები :)) გეტყოდი ტელეფონი აირე და გამორთე და არ ცართო 2 დღეთქო მარამ ვინანებ ვიცი ^_^

    • anna says:

      იმიტომ რომ უარის დროს ავლენენ რამდენად ღირსეულად შეუძლიათ მოქცევა…. :დ

Comments are closed.