პატიება მჭირდება

ძალიან მცირე დოზით მაქვს მიტევების უნარი. როცა ადამიანი გულს მტკენს, ყველაფერი მთავრდება. იქნება ის მეგობარი, ნათესავი თუ საყვარელი ადამიანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სტატუსის მიუხედავად, გული მიცრუვდება მასზე.

შესაძლოა სხვების თვალში ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა, თავი ვერ ავარიდო მასთან შეხვედრას რაღაც მიზეზთა გამო, მაგრამ ჩემს გულში და ცნობიერებაში სათანადო ადგილი არასდროს აღარ მოიძებნება ხოლმე…

ამის გამო ხშირად მიმიღია შენიშვნები. ასე არ შეიძლება, ვინ არ შემცდარა, აპატიე, ძალით არ უნდოდა…

უარესებიც: რა უგულო ხარ , ბოროტი ხარ, ვინმე რომ შენ ასე მოგექცეს ….

არ ვიცი სხვებზე ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ(მაინცდამაინც არ მჯერა ამის), სხვები არიან მიმტევებლები, მათაც გული უცივდებათ ჩემს მიმართ და უბრალოდ საჭიროება მოითხოვს ჩემთან ურთიერთობას, არასდროს დამმართნია რამე უპატიებელი(ასე ვფიქრობდი ყოველშემთხვევაში)…  არც პატიების თხოვნა არ მიყვარს, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, როგორც ჩემთან არ აქვს აზრი მონანიებას, ასევე ვუყურებ სხვებსაც. მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაში ვცადე ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერი და ისეთი კრახით დასრულდა, აღარც გამჩენია სურვილი რამესთვის მებრძოლა.

თუ დავაშავებ, რამდენი ხანიც არ უნდა ვიტანჯო, სიტუაციის გამოსწორებას არ ვეცდები-მეთქი , ყოველთვის ვამბობდი და ახლა აღარ ვიცი, გავარკვიო და გული ერთხელ და სამუდამოდ მეტკინოს თუ მოთმინება ვიქონიო და იმედი მქონდეს.  ადგილები რომ გაგვეცვალა, არ ვიცი რას ვიზამდი, ალბათ დავკარგავდი. ამის ფონზე ვერ მოვითხოვ მისგან სულგრძელობას.. ხშირად გამოვთქვამ უკმაყოფილებას მის მიმართ, მაგრამ მაინც მე ვარ დამნაშავე.

ჯერჯერობით ვერც ყველაფრის გარკვევის ძალას ვპოულობ ჩემს თავში, ვერც დავიწყების, და ვეღარც ვერაფრის… მგონი ამ პოსტით ვითხოვ მიტევებას, მაგრამ ვეჭვობ ადრესატამდე მიაღწიოს, იმდენად ბუნდოვანი  და გაუგებარია.

მაინც არაფერი გამოვა ალბათ, მაგრამ რაღაც მაინც დარჩება; მივხვდები რომ ერთბაშად ხაზი არავის და არაფერს არ უნდა გადაუსვა…

ძალიან მინდა ასე მიკიბულ-მოკიბულად არ მიწევდეს წერა, მქონდეს სრული თავისუფლება, გამოვიყენო სახელები, მომხდარი ფაქტები, რა მოხდა, რამ გამოიწვია ამ პოსტის დაწერა, მაგრამ არ შეიძლება. არც შემიძლია. ერთადერთი რაც მინდა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, ან საერთოდ არ დავიწყებდი. სხვას, რაც არ უნდა მინდოდეს, არანაირი აზრი არ აქვს. მორჩა:

GAME OVER

4 thoughts on “პატიება მჭირდება

  1. Mari says:

    მეორე უკიდურესობა ხარ. მე 2 საათი მჭირდება საპატიებლად. 😛
    ხოდა, მოეშვი თვითგვემას. ყველაფერი კარგად იქნება :* :* :* ნუ ხარ მშიშარა და პირველივე დაბრკოლების დანახვაზე ნუ გარბიხარ, თავქუდმოგლეჯილი.

  2. Chiinka says:

    მე გუშინაც ეგეთ რაღაცაზე ვსაუბრობდი.
    მომხდარი ამბები, ჩხუბი და ა.შ. დეტალებში არ მახსოვს 😐
    მინდა რომ მახსოვდეს მაგრამ მავიწყდება, დიდ მნიშნელობას არ ვანიჭებ და იმიმტომ. ვიჩხუბე ვსო მორჩა გაიარა..
    რო არ მახსოვს, და ჩხუბს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (ძირითადად) ამიტომ ყველას ყველაფერს ვპატიობ.. :შ
    იშვიათი შემთხვევების გარდა როდესაც გულში ვიტოვებ რამეს 😦

  3. siyvarulovna says:

    ვაიმე რა კარგი ხარ ^_^
    ჩემი აზრი იცი მაგასთან დაკავშირებით 🙂 რა სჯობს გარკვეულ ურთიერთობებს :))

Comments are closed.