ჩემი ოცნების.. პალტო :)

ძალიან თბილა ჯერჯერობით თბილისში, მაგრამ უკვე დროა ვიზრუნო რამე პალტოს მსგავსზე. იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს რომ მაღაზიებში რამე ნორმალურს ვიყიდი, ალბათ გული გამისკდება, როგორც მაშინ, როცა ერთ-მაღაზიაში სამასი წლის წინანდელი , დამტვერილ ფეხსაცმელი 1500 ლარი ღირდა  🙂 რამდენიმე მოდელი ვნახე კიდეც, მაგრამ რაღაცები აკლდა, ზოგს ელვაშესაკრავები არ გააჩნდა, ზოგს ბეწვის საყელო . მეკი ერთიც აუცილებლად მინდა და მეორეც!

ავდგები და შევიკერავ, იმედია ე.წ “ზმეიკებს” მაინც ვიშოვნი უპრობლემოდ და სწორედ ისეთს, როგორიც მინდა. დღეს გუგლი გადავჩხრიკე სასურველი მოდელის ძებნაში და რაღაც ვიპოვნე, თუმცა ეს ის არ არის რაც მინდოდა : მოკლე ტყავის ქურთუკია და არა პალტო, მაგრამ მოდელი დაახლოებით ისეთია, მე რომ მქონდა წარმოდგენილი:

ბეწვის საყელო ზუსტად ასეთი მინდა, ფორმაც და ფერიც. ყველაზე მეტად შესაკრავი მომეწონა, ასეთი ჭავჭავაძეზეც ვნახე, მაგრამ ზემოთ, საყელოს მიმდებარე ტერიტორია fail..

ჯიბეები არ მომწონს, შევუცვლი და ჩემებურად მივახატავ მონახაზზე.

რაც შეეხება მატერიას, სქელი შავი ნაჭერი ყველაზე ადვილი საპოვნელია თბილისში და არამგონია გამიძნელდეს ყიდვა. ფერში პრეტენზიული არ ვარ ამჯერად, ისედაც ყველაფერი ფერადი მაქვს და ცოტა ხნით გავშავდები 🙂

სიგრძე ვერ გადავწყვიტე.. ვერ ვიტან გრძელ პალტოებს, მაქალებს და მაბერებს . ქურთუკის შთაბეჭდილებაც არ მინდა დატოვოს…

ახლა რომ ვიხსენებ, არასდროს არ მქონია სასურველი სიგრძის მქონე არც პალტო, არც ქურთუკი 🙂 ამჯერად ჩემსას გავიტან მაინც და სიგრძეს წესიერად შევარჩევ.

სამწუხაროდ ეს მოდელი ზურგიდან არ ჩანს და გონების ჩართვა მომიწევს აქტიურად… სრულიად სადა ცუდი იქნება, წინა მხარის აღჭურვილობა ზურგსაც სთხოვს რაღაცას..

უკან მთელ სიგრძეზეც ხომ არ აღვჭურვო ელვაშესაკრავით-თქო ვფიქრობ, მგონი ლამაზი და საინტერესო იქნება.

დაახლოებით წარმოვიდგინე როგორი იქნება და მინდა დავხატო კიდეც. საუკუნეა არაფერი დამიხატავს და მაინცდამაინც ამაზე მომიწევს შეხსენება, მაგრამ არაუშავს, თუ ნათია მოვა და ფანქარს მომიტანს, რაღაც გამოვა და მოგვიანებით ჩავამატებ პოსტში დასრულებულ მოდელს 🙂

ეს ყველაფერი დილის საათებში იწერებოდა, როცა ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ არ დამეზარებოდა ნახატის შექმნა 🙂

მერე მოვიდა ნათია , 2 დღისწინანდელი არეული სახლი დავალაგეთ, ხერხს 7-ს ვუყურეთ, მერე ლადოც მოვიდა და და როცა წავიდნენ, მივხვდი, რომ არანაირად აღარ მქონდა ხატვის სურვილი 🙂

უჰ, მიხარია არდადეგები, წელს განსაკუთრებით.. როგორც იქნება ამ პოსტის სისრულეში მოყვანას დავიწყებ 🙂 უნივერსიტეტის ბოლო კვირას ვაცდენ, რაღაც ვერ ვარ ფიზიკურად კარგად, მაგრამ სულიერად ვიყო რაც მთავარია ჩემებურად , ჯანდაბას სხვა ყველაფერი.

რაღაც ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ ჯერარშექმნილ პალტოზე და მოკლედ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ..

3 thoughts on “ჩემი ოცნების.. პალტო :)

  1. Mari says:

    და ნახატი სად არის?
    პალტოები ძალიან მიყვარს, 4 მაქვს, მაგრამ ძირითადად ერთი მაცვია იმიტომ, რომ კაპიუშონი აქვს. ბეწვიანებს ვერ ვიტან და უჯიბოებს.

    • anna says:

      ხომ ვთქვი აქ, დამეზარა საშინლად :დ რომ ავიღე ფანქარი ხელში , დავიღალე უცებ :ს

Comments are closed.