ანტი-twilight

დღის ისეთი დასაწყისი მქონდა, მეგონა ან ავფეთქდებოდი, ან ვინმეს ვიმსხვერპლებდი, მაგრამ ვიღაც ჭკვიანმა მირჩია ცოტა ხნის წინ, 12მდე დამეთვალა და მერე მემოქმედა; დათვლა არ გამხსენებია, უბრალოდ დავიკიდე მალევე. ამ მარაზმზე ცალკე პოსტს აუცილებლად დავწერ , დანარჩენს რაც შეეხება, როგორღაც გრინმარის სამფლობელოში აღმოვჩნდით მე და ნათია 🙂 მე გათვალისწინებული არც ვიყავი, შემთხვევითობა..

იქედან ბინდის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე უნდა წავსულიყავით, ამიტომ წინასწარვე მოვემზადე რომ მიწასთან გავასწორებდი ივენთს და მართლაც , ღირებული არაფერი მომხდარა, 13 14 წლის ლაწირაკებს შორის რომ ვიდექით, მაშინ მივხვდი რას გრძნობენ ადამიანები, როცა სურთ მიწა გაუსკდეთ 🙂 (ვის გამოც წავედი, ის საერთოდაც არ მოვიდა ანუ მაკა)

ზოგადად რაღაცის, ვიღაცის ფანი არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. მადონაზე რომ ვგიჟდები , სულაც არ ნიშნავს რომ მართლა ვგიჟდები და ყველაფერი ვიცი მის შესახებ, უბრალოდ რაოდენობრივად მისი სიმღერების სიყვარული სჯაბნის სხვა ჰანგებს და სულ ესაა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ამ ქალის სიგიჟეები აღმაფრთოვანებს ხოლმე:)

ჰო, რა შუაშია აქ მადონა საერთოდ, სიტყვა გამიგრძელდა , მგონი წიგნის პრეზენტაციაზე ვლაპარაკობდი, რომელიც გაიმართა სრულიად არაკომფორტულ გარემოში, ყოველგვარი დასაჯდომი ადგილების გარეშე, არადა არც ისე ბევრი ხალხი იყო რომ სკამების საშუალება არ ყოფილიყო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მინუსია და ყველაზე საინტერესო ადგილიდანაც კი შეიძლება წამოვიდე , თუ ჩემთვის ადგილი არ მოიძებნა.

ესეც დამსწრე საზოგადოება. მე ნათია და მარი ზემოთ ავბარგდით დროის გასაყვანად

ესეც დამსწრე საზოგადოება. მე ნათია და მარი ზემოთ ავბარგდით დროის გასაყვანად

ერთადერთი დადებითი, რაც მოხდა საღამოზე, მარის წიგნის მოგება იყო. უმარტივეს და უსასაცილოეს კითხვებზე პასუხის შემდეგ მარის გადაეცა წიგნი, მაისური და პოსტერი. იღბალი აქვს აშკარად 🙂 როგორც კი წიგნი ხელთ იგდო, მაშინვე დავტოვეთ მტრის ბანაკი(ნათია და მარი პოტერის ფანები არიან და მე ამ ყველაფერზე უკვე აღარც მეცინება, ნერვებს მიშლიან). ესეც რამდენიმე ფოტო, უსაქმურობის ჟამს გადაღებული:

ეს სათამაშოები მომეწონა საშინლად :შ

ეს სათამაშოები მომეწონა საშინლად :შ

ერთი სული მაქვს სადმე დავჯდე

ერთი სული მაქვს სადმე დავჯდე

საბოლოოდ ვერეში წავედით, სადაც ალუკარდი ზურიუსი და კიკიტო შემოგვემატნენ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ. აქაც პოტერზე რომ დაიწყეს საუბარი, კინაღამ გავაფრინე, ან შვიდივე წიგნი უნდა წავიკითხო, ან დავყრუვდე. ზურიუსმა ბინდის პოსტერით თუთიყუში გააკეთა:

ზურას მგონი ზუსტად ეს ფოტო არ მოსწონს :)

ზურას მგონი ზუსტად ეს ფოტო არ მოსწონს 🙂

ზურამ როგორც იცის, ჩამაშხამა ყველაფერი. პირში როგორ უნდა მიახალო ადამიანს რომ ის გასუქდა და დამრგვალდა :\ მადა დამეკარგა მგონი სამუდამოდ … საბოლოოდ ხვალინდელ დღეზე შევთანხმდით და დავიშალეთ.

სულ ეს იყო-თქო რომ ვთქვა, მოგატყუებთ, მე ხომ დასვენების საშუალება არ მაქვს რა … ისეთი თავხედობები ხდება ჩემს თავს რომ ვშტერდები და საცოდაობით ვიწვი : ) რამდენიმე მუქარით სავსე მესიჯი რომ მოგივა ჩემნაირ უწყინარ გოგოს, მოდი და ნუ განცვიფრდები … ამ თემაზე ერთი პოსტი დავწერე და ვეჭვობ დააფდეითებამ, ან სულაც თავიდან დაწერამ არ მომიწიოს… მაგრამ როგორც წესი და რიგია, მე ესეც მკიდია.

უბრალოდ ესეც ის სიტუაციაა, როცა ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის : )

სხვა ყველაფერი რიგზეა და სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ხვალინდელის სწრაფად მოსვლა მაკლია !!!!

3 thoughts on “ანტი-twilight

  1. siyvarulovna says:

    ^_^

    იმუქროს და იყოს…ფეხები არავის მოსჭამოს რა :))
    ხო და… თვაილითი კი არა და ჩემი ჰარი პოტერი ^^ მიყვარს. )
    კაი ხო, ჩუმად ვარ და ხმას აღარ ამოვიღებ

  2. Mari says:

    ჰაჰა :)) მაგაზე ვაპირებდი ახლა პოსტის დაწერას და ახლა ეს რომ წავიკითხე, ისე დამეზარა…

  3. ჭინკა says:

    ვის გამოც წავედი, ის საერთოდაც არ მოვიდა ანუ მაკა << ტუჩზე საშინლად ვიკბინე 😦

    მაპატიე იმედი რო გაგიცრუე : (
    მინდოდა და ვერ 😐

Comments are closed.