turn the page

ძალიან აქტუალური გახდა მეგობრების თემა ჩემთვის. ძველ მეგობრებს ვგულისხმობ, რამდენიმე წლის წინ ძალიან კარგი ურთიერთობა რომ მქონდა.

ალბათ წლებთან ერთად შევიცვალეთ მეც და ისინიც, მაგრამ მგონია რომ უფრო მე შევიცვალე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, შეიძლება რასაც მე დადებითად აღვიქვამ, სხვისთვის ცუდი და მიუღებელი იყოს, მაგრამ მე მაინც მომწონს რომ ვიცვლები.  მერე რა რომ სულ უფრო ცოტას ესმის ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა…  ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, რას ნიშნავს, გარშემომყოფებს ჩემი ესმოდეთ? ნუთუ აუცილებელია ვინმე გყავდეს ისეთი, რომელიც სრულებით შენიანი იქნება, შენი მსგავსი , და ა.შ ? ეს ბოლო რამდენიმე ფრაზა გაგონილი მაქვს ხალხისგან რომლებსაც, როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლომდე ჰყოლიათ ვიღაც, თანამოაზრე…

საინტერესოა, რატომ იცვლება ჩემს ირგვლივ ასე სწრაფად ყველაფერი? ალბათ მე ვცვლი, რადგან არასდროს არ მყოფნიდა უკვე არსებული, გაგებული, ნანახი და სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი. ვარ კიდეც, და აღარც შევიცვლები. ძიება კი ინტერესების გაფართოებას და ხშირ შემთხვევაში შეცვლას განაპირობებს ხოლმე. ასეთ დროს რთულია იმან გაგიგოს, ვისაც მსგავსი ინტერესები არ აქვს და არც ექნება.

ზოგჯერ ამაზე გული მწყდება. ბოლო წელიწადნახევარია რამდენიმე ადამიანს ისეთი სიხშირით აღარ ვხვდები და როცა ვხვდები, ვგრძნობ რომ საერთოდ აღარ მაინტერესებს მათი აზრები, არც ის მაინტერესებს როგორ აღმიქვამენ მე ისინი, რა ხდება მათ თავს… თუ ველაპარაკები, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით .  როცა ძველი დრო მახსენდება, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ სინანულს. უფრო ხშირად რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, იქნებ არ დაკარგულიყო ის ძველი გრძნობა?

მახსენდება , რმდენიმე წლის წინ როგორ ვათენებდი ღამეებს ჩემს ორ მეგობართან საუბარში. მიუხედავად იმისა რომ ორივე რამდენიმე თვის გაცნობილი მყავდა, იმდროინდელი გადმოსახედიდან ძალიან დიდი რამე გვაკავშირებდა და აღფრთოვანებულები ვიყავით ერთად ყოფნით.  დრო რომ გავიდა მივხვდი რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. არ შემეძლო ყოველდღე მათთან ერთად გამეტარებინა დროის უდიდესი ნაწილი. ვგრძნობდი რომ მათთან მეგობრობა უკვე საზიანო იყო ჩემთვის და მე ისინი დავკარგე.

წელს, ზაფხულზე რამდენიმე წუთით ვნახე ორივე, ისიც შემთხვევით. არც ძველი დრო მომნატრებია, არც რომელიმე მათგანი. ერთი სული მქონდა გავცლოდი.

დღესდღეობით , აღარც მჯერა რომ ვიღაც მთელი ცხოვრება გამიწევს მეგობრობას. უბრალოდ ვურთიერთობ ადამიანებთან და რამდენიმესთან გამორჩეულად.  მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ..

…მაგრამ ყველაზე კარგი შეგრძნება მაშინ მაქვს, როცა სახლში მარტოდმარტო ვზივარ სავარძელში, და ათას რამეზე ვფიქრობ . არავინ მირჩევს არაფერს, არ ითხოვს ჩემს გულში პირველ ადგილს… ბედნიერი ვარ როცა ყველაფერი თავისით მოდის, მეგობრობაც და სიყვარულიც.

შესაძლოა რაღაცებს გაუგებრად ვწერდე და მარტოსული ადამიანის შთაბეჭდილებასაც ვტოვებდე. დიახ,  მე ახლა განმარტოება მომინდა და ასეც მოვიქცევი , ამასობაში კი კიდევ ერთხელ შემეცვლება ინტერესები 🙂

3 thoughts on “turn the page

  1. siyvarulovna ამბობს:

    +1

    მიყვარხარ ძალიან…

    ამ ეტაპზე ჩვენ მეობრებად ვითვლებით (ალბათ)… თუმცა არავინ იცის რა იქნება ხვალ? ან სულაც შემდეგ წელს…
    მეგობრობა მოდის მაშინ როდესაც იმ ადამიანთან დიდ დროს ატარებ.. სულ ლპარაკობთ…
    ძველ მეგობრებს რომ ვხვდები თიტქოს სათმელი და მოსაყოლი არაფერი მაქვს, არა დ აყველაზე ბევრს წესით ხომ მათთან უნდა ვსაუბრობდე?
    მოკლედ, მე მესმის შენი 🙂
    და არც შენი დაკარგვა მინდა, ისე როგორც ის ორი დაკარგე 🙂

  2. knuti ამბობს:

    მე არ მესმის.
    სულ რამოდენიმე ადამიანს ვუწდებ ნამდვილად მეგობარს და.. მათ ვერ დავკარგავ…
    არც დავკარგავ.

    ვინც მომავალში მომბეზრდება, მათთან არ ვიწყებ მეგობრობას..

    ასე რომ, თუ აპირებ იმ ორისნაირად დამკარგო, ახლავე წადი,, გაიგე გოგო შენ? 😀

  3. Mari ამბობს:

    როგორ მენატრებიან… ზოგი შეიცვალა, ზოგი დრომ წაიღო, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ, ვინც უნდა დარჩენილიყვნენ.

დისკუსია დახურულია.