ბოლო რამდენიმე დღე

ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას რომ ბოლო რამდენიმე პოსტის სათაური სრულიად უაზრობაა. მე მკიდია.

ცუდით დავიწყებ და კარგით დავამთავრებ  :

სემესტრის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება და სული მძვრება იმის მოლოდინში, თუ როდის გავა ბოლო ორიოდე დღე . ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააკჯსბფკჯსბფსდკბფსდჯ! ლამის გული ამერიოს უნივერსიტეტის დანახვისას, ჰოდა ეს დღეები აქტიურად ვაცდენ  . სამაგიეროდ ვერთობი არაჩვეულებრივად და სინდისი სულაც არ მქენჯნის .

კიკიტოს დაბადების დღეზე ვიყავით მე ნათია, ადო, დუდი. ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი ფეხსაცმელების გახდით დამთავრდა, რაც იმის ნიშანია რომ კარგად გავატარე საღამო 🙂

ისევ მოხვდა კადრში ჩემი ლურჟი წუფლები, მაგრამ აქაც იმ ფოტოს დადებას, მოცეკვავე მე დავდე 🙂 ზომაზე მეტი დავლიე და უკვე მეორე დღეა კისერი მტკივა , მაგრამ არანაირად არ ვდებ პირობას რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. არადა კაცმა რომ მკითხოს მე არ დავდივარ კლუბებში, არ მიყვარს ცეკვა და ა.შ … აღარ მჯერა მე ჩემი თავის 🙂

ამ რამდენიმე დღის ფონზე, კარაოკესაც თუ ჩავთვლით, სადმე წყნარ ადგილზე, წყნარი საღამო მომენატრა, არავითარი ალკოჰოლი, წყნარი მუსიკა, ფხიზელს თავი რომ არ გამისკდეს და ჩემი საყვარელი ადამიანები: (მოკლედ, მეგობრებო, ვინმემ რამე იდეა შემომთავაზეთ )

ამასობაში გამახსენდა რომ ჯერ არდადეგები არ დაწყებულა და რამდენიმე დღე კიდევ უნდა ვეწამო და გუნება მომეწამლა :\ ეჰ, პოსტი ვერ დამიწერია რომ თეუსუ არ მიშლიდეს ნერვებს! ახია მასზე, აღგავეს თუ არა პირისაგან მიწისა? უწია ჩემმა წყევლამ!

რაც შეეხება დანარჩენს:

დღეს მივხვდი რომ ჯერ კიდევ სრულია ბავშვი ვარ: პატარა ვარდისფერი ფუმფულა ბლოკნოტი ვნახეთ მე კნუტმა და ნათიამ და სამივემ წუწუნი დავიწყეთ. კინაღამ შემოგვეყიდა და ერთმანეთს ვახსენებდით რომ უკვე დიდები ვართ.. ეჰ , რა დრო იყო, როცა დღიურების წერით თითები მტკიოდა და ყოველი წლის ბოლოს ცეცხლში ვწვავდი ჩემი საიდუმლოებები რომ არ შემორჩენოდა ქვეყნიერებას 🙂 ბლოგზე ისე თავისუფლად ვერ ვარ, რაც მინდა ის რომ ვწერო, ან ვინმე მომკლავს, ან სამარცხვინო ბოძზე გამაკრავენ 🙂

რადგან წიგნაკი არ გახდა ჩემი, დაე ახალი პარფიუმერიის ჩანთა იყოს:

ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო რაღაცები ისე მახალისებს, წლები მემატება ხოლმე: )

არადა რამდენ რამეზე შეიძლება ვწერო, მაგრამ მოდუნებული ვარ, მკიდია ყველაფერი, არაფერი არ მინდა მადარდებდეს და ასეც ხდება და მწარე მწარე პოსტების წერის ხასიათზე არ ვარ. ვინმემ ან რამემ ძალიან უნდა მომიშალოს ნერვები რომ რაღაც ღირებული დაიწეროს ამ ბლოგზე 🙂  მანამდე ხშირად იხილავთ ჩანთებს თუ აღარ, ბლოკნოტებს მაინც.

მაგალითად, კარგი იქნებოდა დღევანდელ სახალხო ზასაობაზე მეთქვა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, მაგრამ დამეზარა.

ისე, პროგრესია: ყველაფერი ჩახუტების დღით დაიწყო ამ ზაფხულზე, ზასაობით გაგრძელდა და გაზაფხულისკენ სახალხო სექსის დღე გვექნება სავარაუდოდ. მგონი კარგი იდეაა არა? 🙂 მაინც წავკბინე და ვგრძნობ, მუზა მომდის, ასე რომ აქ დავასრულებ, შეუსაბამო დასასრული რომ თავიდან ავირიდო 🙂

6 thoughts on “ბოლო რამდენიმე დღე

  1. Mari ამბობს:

    “სადმე წყნარ ადგილზე, წყნარი საღამო მომენატრა” – რა დამთხვევაა. უკვე იგნორირებას ვუკეთებ ყველაფერს, რაც სიწყნარეს მირღვევს ჰოდა შესაფერისი დროა სადმე წყნარად მოვკალათდეთ 😛 მერე იტყვიან, ბლოგერები სიწყნარეშიო :))))

  2. siyvarulovna ამბობს:

    აუ არდადეგები <3<3 ნატვრად მაქვს ქცეული ❤
    ბოლო რამდენიმე დღე… (სუნ) ეს ბოლო რამდენიმე დღე ძალიან მომეწონა :))
    ხო და + არც მე ვნანობ და რა თქმა უნდა არ ვდებ ფიცს/პირობას რაც გინდა დაარქვი რომ აღარ დავლევ 🙂
    ხო და საზაობაო :დ მე ვერ ვნახე იქ ვერაფერი და გამომეპარა რამე? :დ

    პ.ს ამ სურათში რა წვრილი ფეხები მიჩანს :დდდ

  3. siyvarulovna ამბობს:

    უი პატარა ვარდისფერი თუ მოვარდისფრო ბლოკნოტიო ❤ ❤ გითხარი უკვე მე რასაც ვაპირებ ^^

    • anna ამბობს:

      აქაც ვიწინასწარმეტყველე და დაგასწარი დაწერა :)) კაკრაზ მერე მითხარი შენ ეგ :დ

Comments are closed.