წინა პოსტის დასასრული

იმდენად ბევრ რამეზე მინდა დავწერო, იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი და თან ისეთი საოცრებები, აღარ ვიცი როგორ მოვაბა თავი და საბოლოოდ არაფერი არ იწერება. ჯანდაბა, არადა არ იქნებოდა ურიგო ყველაფერი ისე დამეწერა, როგორც არის.

სახლში ხომ ისევ ყველაფერი არეულია, მარტოობა მომენატრა, მაგრამ მივეჩივიე ყველაფერს მაინც. უბრალოდ ვეღარ ვმეცადინეობ , როცა ყველა ოთახში ვიღაცაა და ქაოსია.. ზოგჯერ 4 საათამდე მღვიძავს და დილით ვეღარ ვდგები. მარტივ გამოსავალს მივაგენი და დღეს განვახორციელებ, თუ გამოვიდა რამე: გავათენებ ხოლმე, მაინც 7ზე უნდა ავდგე ხოლმე , შუადღისას დავიძინებ, შაბათ კვირას ვიმეცადინებ და ეგაა . ყველაფერს მე უნდა მოვერგო და ამას ისე ვყვები, თითქოს სხვის ცხოვრებას ვუყურებდე გვერდიდან🙂

მგონი მართლა სხვისი ცხოვრების მაცქერალი გავხდი :)

მგონი მართლა სხვისი ცხოვრების მაცქერალი გავხდი🙂

5შაბათიდან მარტოობა მეღირსება მგონი, რას მოვესწარი , ხომ ვნატრობდი ხალხმრავლობას და თავი დავიწყევლე თურმე🙂

ბოლო დღეებია აქეთ-იქეთ სიარულს დავეჩვიე, სახლში ყველაზე ნაკლებად თუ მიპოვნის ვინმე, სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა რომ უძღები შვილი დავბრუნდი მგონი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მთავარ სათქმელს გავურბივარ რაღაც პოსტებით, მაგრამ ამაზე საუბარი კი არა, გახსენება აღარ მინდა, ან ძალიან გულქვა ვარ, ან მართლა ძალიან საზიზღრობას აქვს ადგილი . მაინც გული მწყდება მომხდარზე, მაგრამ ჭირივით მძულდა ყოველთვის სიტყვები: “დრო მჭირდება” “მოვიფიქრებ” “გავერკვევი” მეგონა მასაც სძულდა.. ჩემს ცხოვრებაში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი სწრაფად ხდება🙂 გაიარა ამ თემამ, სჯობს იმაზე ვიფიქრო ხვალინდელ დღეს როგორ გავატარებ კიკიტოსთან და სამშაბათ დილით როგორ ავფორთხდები საწოლიდან🙂

ყველაფერი ერთად მინდა , არადა როგორ გინდა უარი თქვა ხვალინდელ დღეზე, მით უმეტეს, როცა ისევ “თან წაიღეს” მივსტირი🙂 საღამოს ალბათ ნათიას და დუდის შევხვდები და რამეს შევარჩევთ. რა თქმა უნდა საყურე, ან სამაჯური, ან რამე სამკაული, გამოყენებადი რომ იყოს -ჩემი პრაგმატულობა.

ერთი სიტყვით, ხვალინდელის მოლოდინში ვტოვებ ჩემს ბლოგს , მაგრამ მანამდე რომ არ დავწერო ახლახანს მომხდარი ფაქტი, მოვკვდები:

წეღან ფბზე ვიღაცამ მომწერა, რა უბნელი ხარო. დამატებული რატომ მყავდა არ მახსოვდა , და როცა ვუპასუხე, კინაღამ მოკვდა: როგორ ვაკადრე თავს რომ შენ დაგამატე, ჯერ რა ზმანი ხარ და მერე სად ცხოვრობ, თან ფოტოებზე გეტყობა რომ ქლაბერი არ ხარ , რატომ გელაპარაკები არ მესმისო, მიმბლოკა და დამტოვა გაღიმებული კიარადა , ახარხარებული.

მგონი მართლა დებილი ვარ, იმიტომ რომ ზოგჯერ მაინც მჯერა რომ ასეთი გონებაჩლუნგები კიდევ არსებობენ, რომელსაც ქლაბერობა ძალიან მაგარი რაღაც ჰგქონიათ… დებილი ვარ-თქო, მე ვიგრუზები ლამის მათ მაგივრად🙂

7 thoughts on “წინა პოსტის დასასრული

  1. Mari says:

    აღარ ვიცი რა გითხრა. არ ვიცი სადამდე გეყოფა ნერვები რომ ეგ ყველაფერი აიტნო. რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი მაგათთან “დაშორებაში”.

    • anna says:

      მგონი დროა შენს მეთოდებს მივმართო და გველები და ხვლიკები “ავამოქმედო”:დდდ

  2. siyvarulovna says:

    რამდენი იბოდიალე. ჯბდა ისევ პირდაპირ რიხინ–რიხინით ჩამოგეყალიბებინა რისი ტქმაც გინდოდა :))
    ხო და… დღეს <3<3<3 ააა მინდააააააა.. სამშაბათს იმედია ავწევ(თ) თავს ბალიშიდან და უნიში მივეთრევი :))

    ფუ, ქლაბერი თუ არ ხარ არ მესმის შენთან როგორ ვმეგობრობ :ცხივირსაწევისსმილე:

    ლოლ :დ :დ დარწმუნებული ვარ ლაწირაკი ვინმე იყო

    • anna says:

      მე თუ ქლაბერი არ ვარ დღეის შემდეგ და …. :დდ პარაკევს ნათია, არ გადავთქვათ რა : დ

      • siyvarulovna says:

        ვაიმე😀 ეს პასუხი ეხლა ვნახე😀 ნეტა ფხიზელმა დაწერე თუ მთვრალმა?😀😀

      • anna says:

        მთვრალი ვწერდი, მაგრამ არ იქნეობდა ურიგო :შ

Comments are closed.