ამ საღამოს

ძალიან უცნაურ ვითარებაში მიწევს პოსტის წერა . მეჩქარება, ცხელი წყალი არ მოიპოვება საკმარისად , აბაზანაში მუდმივი რიგების გამო და მეც ჩემს რიგს ველოდები .

გადავწყვიტე, ვერავინ ვეღარ გაიგებს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ და გრინ მარიც ვეღარ შეთხზავს ანეგდოტებს 🙂 როგორც იქნა რამე ჭკვიანური გადაწყვიტა ჩემმა ნაკლებად პრაქტიკულმა ტვინმა .

რა იდიოტიზმია ფეისბუქზე რილეიშენშიფ სტატუსს ცვლი და 100 ტვინისწამღები კომენტარი ედება აქტივობას, მისამძიმრების, უკეთეს შემთხვევაში ადგილის დაჯავშნის მიზნით.  ერთი სტატუსი განსაზღვრავს ადამიანების თვალში რამდენად კარგად ხარ, რას გრძნობ და ა. შ .

წყალიც არ ცხელდება რომ ამ სისულელის წერა დროებით შევწყვიტო, მერე აღარ მომეწონოს იქნებ…

მუშაობის დაწყება მინდა კიდევ. ცალკე პოსტად  cv უნდა დავდო აქ 🙂

დროა შევწყვიტო და თუნდაც ცივი წყალი გადავივლო.

ჰო, მარ, ამ საღამოს რას ვაკეთებ ნეტავ? 🙂

 

9 thoughts on “ამ საღამოს

  1. პერწკლი ამბობს:

    აუ აბა მე ცხოვრებაში პირველად სახალხოდ გამოვჭიმე სტატუსი, რომ შეკითხვებისგან Tავი ამერიდებია, რა მექნა აბა, ერთადერთი “გაბაზრებული” ურთიერთობა იყო და “გაბაზრებულად” უნდა დამემთავრებია 😀 აწი ისევ “ჩუმად” გავაგრძელებ პირადად ცხოვრებას 😀

    • anna ამბობს:

      მე აღარ გამოვჭიმავ სტატუსს იმედია :დ მომბეზრდა ამდენი გაბაზრება :დ

  2. knuti ამბობს:

    მგონი ძლივს სწორი გადაწყვეტილება მიიღე ^^
    ადენი ხანი ამას გიჩიჩინებ :დ

  3. Mari ამბობს:

    ჰაჰაააა :))) ანა, რა საყვარელი ხარ :* :* :*
    გეთანხმები ფეისბუქზე იმ სტატუსების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში 🙂

Comments are closed.