BOG + Bloggers Karaoke Party

2 დღე გავიდა მაგრამ ემოცია არ გამნელებია და კიდევ მინდა კარაოკე ფართი 🙂

მოკლედ, საქართველოს ბანკმა ბლოგერებისთვის გააკეთა ივენთი, რისთვისაც შეირჩა 40 ბლოგერი , მე სხვის მაგივრად აღმოვჩნდი იქ საერთოდაც, მაგრამ მთავარია რომ მივედი. არ მეგონა ნამდვილად რომ ასეთი მაგარი საღამო იქნებოდა, არ მინდა მხოლოდ ქება-დიდებით შემოვიფარგლო, როგორც მონაწილე და სუბიექტური მხარე,  მაგრამ ნაკლს ვერ ვუძებნი 🙂

ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო და რაც მთავარია ყველა ის ადამიანი იყო იქ, ვისი ნახვაც მინდოდა. როგორც მჩვევია , გადავწყვიტე თავიდან რომ წვეთს არ დავლევდი და არ ვიცეკვებდი, ნუ სიმღერაც გადავიფიქრე მაგრამ მგონი ლოთი ვარ, სასმელს რომ ვხედავ, თავს ვერ ვაკონტროლებ …

აი ფაქტებიც:

რა თქმა უნდა, ნათიას ვემალები :)

რა თქმა უნდა, ნათიას ვემალები 🙂

მთელი გულმოდგინებით ვასრულებ უცნობის რაღაც სიმღერას: ერთი გოგო ამოვიჩემე თუ რაღაც ... :))))

მთელი გულმოდგინებით ვასრულებ უცნობის რაღაც სიმღერას: ერთი გოგო ამოვიჩემე თუ რაღაც ... :))))

ნიკუშა ვერ გამოვაფხიზლეთ, შუალედი არ აქვს, ან აფრენს, ან მაინც აფრენს, ოღონდ სუპერპასიურობის მხრივ :))

ნიკუშა ვერ გამოვაფხიზლეთ, შუალედი არ აქვს, ან აფრენს, ან მაინც აფრენს, ოღონდ სუპერპასიურობის მხრივ :))

ამ ფოტოებზე შედარებით ფხიზლად გამოვიყურები  და ნორმალური გამომეტყველება მაქვს 🙂 დაბალქუსლიანი ფეხსაცმელების საჭიროება ვიგრძენი ძალიან მწვავედ და მოვაგვარე კიდეც :

ესეც ჩემი 11 სანტიმეტრიანი ქუსლები :დ

ესეც ჩემი 11 სანტიმეტრიანი ქუსლები :დ

ამის მერე არ მახსოვს როდის გავჩერდი, როდის შევისვენე, ფაქტიურად არ დამისვენია და დღემდე მაწუხებს ფეხების ტკივილი 🙂 ვიდეოებს საგანგებოდ არ ვდებ, საშინელებაა, მინდა ამომჭრან … მაგრამ თავს ვიმშვიდებ , არაფოტოგენური ვარ ალბათ-თქო:)

ჩემი ფეხები მინიჭებული თავისუფლებით სარგებლობენ და ხტუნავენ:)

ჩემი ფეხები მინიჭებული თავისუფლებით სარგებლობენ და ხტუნავენ:)

მე და ადო , როგორც ყოველთვის განუშორებლად 🙂 სახლამდეც ერთად მივედით, უფრო სწორად ტაქსმა მიგვიტანა 🙂 როგორც ხედავთ თითქმის მხოლოდ ფოტოკოლაჟით შემოვიფარგლე, მაგრამ მგონი ფოტოები უფრო კარგად გადმოსცემს ჩემს განწყობას ვიდრე სიტყვები. ფაქტები ფაქტები და ფაქტები. ასე რომ აქ შევწყვეტ თხრობას, იმ იმედით რომ კიდევ იქნება ასეთი და კიდევ უკეთესი საღამოები.

p.s:

მადლობა საქართველოს ბანკს და ორგანიზატორებს :*

2 thoughts on “BOG + Bloggers Karaoke Party

დისკუსია დახურულია.