მეგონა სექსზე არასდროს დავწერდი

მართლაც მეგონა რომ არ დავწერდი, მაგრამ გუშინ  ისეთი მოვლენის თანამონაწილე გავხდი, პირი დამრჩა ღია, ჩვენი პრეზიდენტის არ იყოს და გადავწყვიტე ერთი-ორი სიტყვა მეთქვა სექსის რაობაზე…

გუშინ მე და ჩემი 2 მეგობარი, სახელებს შეგნებულად არ დავასახელებ, ჩვენი მეგობრობის ისტორიაში პირველად , ავლაპარაკდით სექსზე, ისიც სრულიად შემთხვევით და აქ გაირკვა რომ ერთი ოდნავ იყო გათვითნობიერებული რაღაც რაღაც საკითხებში, აი მეორე…

ჩემდა საუბედუროდ, მე განმარტებითი ლექსიკონი აღმოვჩნდი ისეთი ტერმინებისათვის, როგორიცაა ერექცია, მინეტი, ორგაზმი, კუნილინგუსი და ა. შ და აქვე შემეტენა არაქალიშვილობა🙂  კითხვა დამებადა, აუცილებლად პრაქტიკაა აუცილებელი რომ ელემენტარული სამედიცინო ტერმინების განმარტება იცოდე? აქამდე ვფიქრობდი , რომ არა, მაგრამ რარიგ სასტიკად ვცდებოდი . მგონი დროა, გადმოვიღო თეთრი საყელო და ის გვერდები გადავიკითხო, სადაც სექსუალური კავშირი ღამის სიბნელეში, მთელი ოჯახის თვალწინ ხდება , პირზეხელაფარებულ მდგომარეობაში.  პარალელს თუ გავავლებ გუშინდელ ფაქტთან , დიდი პროგრესი არ გვაქვს სამწუხაროდ და დღესაც, თვით სულ მცირე რამის ელემენტარული ცოდნა ბოზობად ითვლება საქართველოში🙂

პირველი ღამის ვერსია ამ საუბრის მერე ჩემს წარმოდგენაში :

ქალი წევს გაუნძრევლად და საბანი ყოველი მხრიდან აქვს მჭიდროდ შემოხვეული. მამაკაცი გაუბედავად უახლოვდება მას და რაღაც ანეგდოტის არ იყოს, ხმისკანკალით შეჰბედავს ბოლოს: ბავშვისთვის ქალო, თორემ რავა გაკადრებ ამას!

შეთავაზებას წამსვე მოჰყვება წიხლი საბნის ქვემოდან! (ეს აუცილებელი პირობაა)

სამი დღის მერე, უკვე იმპოტენციისნიშნებშეპარული ქმრის რჩევა რომ ჭკუაში დაუჯდება “პატიოსან” და მორცხვ ცოლს, საბანს ოდნავ მოუშვებს და წიხლიც უკვე ისე მტკივნეული აღარ იქნება, გარისკვა ღირს🙂  და ამ პირველი ღამის მერე, მთელი ცხოვრება წუწუნი, რა დროს ეგაა, შენ სულ სექსი გინდა და აშკარა გადახრები ფრიგიდულობისკენ, ვინც გაბედავს და ხმას ამოიღებს სექსზე, ნიმფომანობა შეეტენება და ვიცხოვრებთ ქართველი ქალები ასე მშვიდად და ბედნიერად, სექსის გარეშე ბედნიერები, ან სექსით დატანჯულები🙂

ხუმრობა იქეთ იყოს და ერთმა კეთილმა აზრმა გამიელვა თავში, ისევ და ისევ ჩემი მეგობრებისთვის: თქვენ ასეთ თემებზე არავისთან საუბრობთ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ხართ და არ შეიძლება მომავალო ქალებო ასე არა🙂 ასე რომ თუ თქვენი თანხმობა იქნება, ჩემს ბლოგზე პატარა კატეგორიას გამოვყოფ თეორიული მასალისთვის სექსის თაობაზე, სხვას თუ არაფერს, ჩემს ბლოგს ხომ მაინც კითხულობთ🙂

ჰო, გუშინ კითხვა დამისვეს, ეს ყველაფერი მე საიდან ვიცი? არ ვიცი ჩემო კარგებო, საიდან დაგროვდა ეს ცოდნა, საქმე ალბათ ჩემშია, კერძოდ იმაში რომ ყველაფერს ისე აღვიქვამ, როგორც საჭიროა და სექსუალური განათლების მიღებას(თეორიულს) არასდროს გავურბოდი. არცოდნა არცოდვააო, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, რამის ცოდნა, ცოდვა არადროს ყოფილა.

22 thoughts on “მეგონა სექსზე არასდროს დავწერდი

  1. Qilipa says:

    ,,შემეტენა არაქალიშვილობა” – არადა შეტენვა ჯობს გახიშტვას…

  2. ქეთი says:

    ჩემს მეზობელს საშვილოს ნახევარი ამოაჭრეს… 45 წლის ქალიშვილია…

    მალე დააყენეთ საშველი, თორე როგორც მინიმუმ ვაგინალურ ორგაზმს ვერ ეღირსებით🙂

  3. Mari says:

    აჰა, “ღამე შორენასთან” დაიხურა და გადაწყვიტე შენ ითავო ჩვენი განათლების საკითხი?😀😀😀

    • anna says:

      ხო, ჩემს ბლოგს მაინც ვერ დახურავს ჩემ გარდა ვერავინ და :დ ჯერჯერობით სოც.მედია თავისუფალია ზეწოლისგან :დ

  4. fiqro says:

    ჰო, გუშინ კითხვა დამისვეს, ეს ყველაფერი მე საიდან ვიცი? არ ვიცი ჩემო კარგებო, საიდან დაგროვდა ეს ცოდნა, საქმე ალბათ ჩემშია, კერძოდ იმაში რომ ყველაფერს ისე აღვიქვამ, როგორც საჭიროა და სექსუალური განათლების მიღებას(თეორიულს) არასდროს გავურბოდი. არცოდნა არცოდვააო, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, რამის ცოდნა, ცოდვა არადროს ყოფილა

    პრაქტიკას გაურბიხარ ანუ? :))
    შენი პოსტიდან ასეთი შთაბეჭდილება რჩება.
    ტერმინოლოგიის ცოდნა გადასარევია, მაგრამ პრაქტიკა? ეს პირადია, მაგრამ იმისთვის რომ პოსტი არ დარჩეს კლიშეების აღწერად და ტერმინოლოგიურ წუწუნად და მინიშნებად რაოდენ გაუნათლებლები არიან მეგობრები, პირადი გამოცდილებაც საჭიროა.

    • anna says:

      sheidzleba seqsi gqondes, magram masze iseve bundovani warmodgena amavdroulad, rom teoriulad ganatlebulma ajobos :)))

  5. siyvarulovna says:

    ^_^ სხვისთვის თუ არა შენი მეგობრებისთვის მაინც კარგი იქნება ეგ ანყოფილება ^_^
    მე მაინც მჯერა რომ საქართველოში (მივარდნილ სოფლებს არ ვგულისხმობ) ეგეთი პირველი ღამე (არ ვგულისხმობ ქორწინების პირველ ღამეს) არ იქნება. ნუ ჩემთან არ იქნება და სხვამ თავისი იდარდოს ^^
    რაც შეხება ცოდნას, შენი მეგობრები უკვე იმ ასაკში არიან რომ ეს ტერმინები უნდა იცოდნენ! გაგონილი მაინ უნდა ჰქონოდათ და ინტერესის გამო გადაემოწმებბინათ რას ნიშნავს.
    მაგრამ, როგორც ფბ–ზე იმჯგუფში ერთ–ერთმა თქვა, ეს “არ ცოდნა” არ იყო, ეს იყო უფრო “ვაი ამას როგორ ვიტყვი” მომენტი ^_^

  6. tamaRa says:

    “გადავწყვიტე ერთი-ორი სიტყვა მეთქვა სექსის რაობაზე…” – აეუფ! რაღა გვიჭირს…
    დარჩენილიყავი პრინციპის ერთგული და ნუ დაწერდი მართლა🙂

  7. dekemberiusi says:

    მე ხშირად მისაუბრია მეგობრებთან ასეთ თემებზე და ჩვენთან ყველამ მშვენივრად იცის რა როგორ ხდება.
    მე პირადად არც მერიდება ასეთ თემებზე საუბარი.

  8. tamaRa says:

    @ ANNA
    გულში ჩარჩენის რა გითხრა და თვალში კი ნამდვილად მომხვდა🙂

  9. ninnaka says:

    😀 კარგით რა, დღეს 2 წლის ბავშვსაც აღარ სჯერა რომ კომბოსტოშია ნაპოვნი და თქვენ გჯერათ რომ ვინმემ მაგ ტერმინების არსი არ იცის?😀😀 ეს არის უბრალოდ მწარე ქართული რეალობა, იციან მაგრამ არ იმჩნევენ …😉🙂

  10. Giorgi says:

    ბავშვისთვის ქალო, თორემ რავა გაკადრებ ამას!

    ამან დაგლიჯა :))
    სუპერ გურჯისტანულია.. :))😀

  11. wordgirl123 says:

    ერთი მეგობარი მყავს .არასდროს საუბრობდა ბიჭებზე სექსზე და ასეთ რაღაცებზე (შენი არ იყოს ჩემი გათვიცნობიერებაც მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება )მაგრამ აი ,ჩემი დაქალი რატომღაც ძალინ სპეტაკი და უბიწო მეგონა და მიკვირდა მისი.ამას წინათ სრულიად შემთხვევით სექსზე დავიწყეთ საუბარი უფრო სწორედ იმ ფილმზე ,რომელიც მე ზედმეტად თამამი სცენების გამო სასტიკად არ მომეწონა და აღმოჩნდა რომ ჩემი დაქალი თურმე ჩემთან შედარებით გაცილებით ლიბერალულად აზროვნებს და ჩემზე გათვიცნობიერებულიც ყოფილა

    დასკვნა -ქართველი გოგონების უმეტესობას რომ არა ტრადიციები დიდი სიამოვნებით ექნებოდათ სექსი.,მაგრამ როგორც კი ამაზე საუბარს დაუწყებ ეგრევე-,,როგორ გეკადრება სექსზე არც ვფიქრობ და მსგავსი ფრაზებით იფარგლებიან. .მე პირადად ვთვლი რომ თუ ქალიშვილობა შენთვის მხოლოდ მოთმენა და ტანჯვაა- ამას სჯობს სექსი გქონდეს ,ხოლო ვისთვისაც ქალიშვილობა პირად ი არჩევანია, მორალური ან რელიგიური მოტივებით _ღმერთმა ხელი მოუმართოს

  12. Lilit says:

    ბევრჯერ გამიზიარებია შენი ბედი და განმიმარტავს ჩემი დაქალებისთვის ზემოდხსენებული სიტყვები🙂 თვალებდაჭყეტილი რო იყურებოდნენ,შენ ეს საიდან იციო..

Comments are closed.