სიყვარული უნდა ვისწავლო

მემგონი გავაფრინე :

დიდი ხანია ეს დიაგნოზი საკუთარ თავს კი დავუსვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სასაგიჟეთე თუ არაფერი მჭირს, სახლის პირობებში მკურნალობას მაინც უნდა დავექვემდებარო ; მდააა… მოკლედ, ხალხნო და ჯამაათნო, რაშია საქმე .

ერთადერთი რასაც კარგა ხანია “ვდარდობ”, ისაა რომ ყველა ფეხებზე რატომ მკიდია? არ შემოვიფარგლები იდიოტური გამონათქვამით, გულის მაგივრად რომ ქვა მიდევს და ა. შ, მაგრამ , მაინც მიკვირს, როცა ვიღაცით აღფრთოვანებული ვარ, ან თუნდაც უბრალოდ შეჩვეული, ნუ მოკლედ, როცა ვიღაცას ვკარგავ, რატომ ვიკიდებ წამებში?

გამოდის რომ ნამდვილად არც არავინ მყვარებია და არც მიყვარს და სავარაუდოდ არც მეყვარება? თავს ვერ დავდებ იმაზე რომ არ მყვარებია, ღრმა ბავშვობაში მიყვარდა ვიღაც , ესეც ახლა დავასკვენი , დაკვირვების ნიადაგზე. რაღაც არ მახსოვს წამებში დამეკიდებინოს 🙂 მას მერე დამერხა ვითომ? მგონი დავჩლუნგდი? ალბათ უბრალოდ ჭკუა ვისწავლე და მივხვდი რომ ნარცისიზმით ვარ შეპყრობილი!

ჰმ, მეთვითონ არ მომწონს ჩემი ნაბოდვარი რა … რაღაც ხდება ჩემს თავსა ზედა და ვერ გამიგია რა 🙂 ასეთი მარტივი ახსნა-განმარტება არაა საკმარისი ჩემთვის !

ყველაზე მაგარი იქნებოდა , კაცად დავბადებულიყავი და მეპარპაშა ჩემს ნებაზე გულმშვიდად 🙂 მერე ჩემს მავნე ზნე-ჩვეულებებს მამაკაცობას დავაბრალებდი, არც სინდისი შემაწუხებდა და არც ნამუსი;

მეგობარი მეუბნებოდა, რომ ძალიან ადვილია არ გადარდებდეს დასრულებული ურთიერთობა , როცა თავად ასრულებ მას. ყველანაირად იოლი აღმოჩნდა და რომ მეგონა აი ანა, ახლა გეტირა ყოფათქო, მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტი თავისუფლება და გავიფიქრე გენიალური ფრაზა :

რამდენი სიმპათიური მამამაცი დადის ამქვეყნად და რა ცოტა ვარ მე 🙂

მახსოვს რაღაც ამგვარი ხერგიანმა თქვა და გულში ჩამრჩენია , უბრალოდ სქესი შევცვალე ჩემს სასარგებლოდ:)

არანაირად არ ვჯდები ადამიანურ, მით უმეტეს ქალურ სტანდარტებში: იმის ნაცვლად ,  ვიყო კდემამოსილი და წყნარი გოგო, მყავდეს ერთი, მაქსიმუმ 2 შეყვარებული ცხოვრების განმავლობაში და მივეცე ოჯახური ცხოვრებით ტკბობას, სულ სხვანაირად მიდის ყველაფერი. წლების მატებასთან ერთად სულ უფრო მიქრის თავში, სულ უფრო ზედაპირულად ვუყურებ თურმე ყველას და ყველაფერს, და სულ უფრო მიქვეითდება სიყვარულის უნარი. ყოველთვის მგონია რომ ვიღაც მიყვარს ან შესაძლებელია მიყვარდეს…  ესაო, ისაო, მაგრამ არაოოო …

ასე იოლად რომ უყურებდეს ყველა გოგო ურთიერთობებს, რაღა გვიჭირს ქალებს, მაგრამ მე სულ არ მადარდებს სხვები, ზოგჯერ მეც მინდა გული დამიმძიმდეს და ცინიკურად არ მეღიმებოდეს როცა რაღაც მთავრდება.  ჯანდაბა, ცუდია, როცა გადახედავ განვლილ ცხოვრებას (მერე რა რომ ჯერ მხოლოდ სულ რაღაც მეოცე წელში ვარ) და ვერაფერს დაინახავ , ისეთს, რამაც შენს გულში ოდნავ მაინც კვალი დატოვა…

ამ პოსტზე კომენტარები არ მიიღება და არც დასკვნები კეთდება : ვიცი სისულელეა, ბევრი ვიბოდე, ჩერჩეტი და თავქარიანი ვარ, ჩემი დაჭკვიანებას არ დაადგა საშველი და სხვა კიდე მრავალი სიბრძნე, მაგრამ როგორც გინდათ ისე გაიგეთ ერთი ფრაზა: , i’m still free და საახალწლო პრიზი მას, ვინც მე გულს მომიკლავს 🙂

8 thoughts on “სიყვარული უნდა ვისწავლო

  1. salolas ამბობს:

    აი ზუსტად ისაა რაზეც უკვე რამდენი ხანია ვფიქრობ და პოსტის დაწერა ვეღარ და ვეღარ მოვახერხე!!!
    დაახლოებით მასე ვარ : ))
    და საიდან მოიტანე რომ აუცილებელია დასრულებულ ურთიერთობაზე იდეპრესიო და ითავცემო?
    სანგვინიკი ხარ : )) ეგაა და ეგ 😉

    • anna ამბობს:

      იმიტომ რომ ჯერ გოგო არ შემხვედრია, ვინც არ მიცემულა თვითგვემას და მე მგონია თავი არანორმალური მათ ფონზე :დ

  2. salolas ამბობს:

    თვითგვემა კი არა მართლა რომ მიყვარდა და დავშორდით მთელი 1 თვე გადაბმულად ვტიროდი მგონი, მაგრამ როცა ურთიერთობა გაქვთ მხოლოდ მოწონების ნიადაგზე, ან იმიტომ რომ გსიამოვნებთ ერთად ყოფნას ან და შეეჩვიეთ ერთმანეთს, ასეთ დროს დაშორება არ უდნა იყოს ტრაგედია!
    მისაღებია ასეთი ურთიერთობა უბრალოდ, ყველაფერს ხო თავისი დახელი უნდა ერქვას : )) ამიტომ ნუ ამბობ რომ სიყვარული არ შეგიძლია. ეგ უბრალოდ სიყვარულები არ იყო ალბათ და ამიტომაც ხარ ასე “ლაღი” 🙂

    take it easy : )))

  3. jazzmena ამბობს:

    რაც თავი მახსოვს მინდა რომ სიყვარული ვისწავლო, მაგრამ ხალხო მიმითითეთ ერთი საიდან უნდა ვისწავლო, ან რომელ წიგნში წერია, ან ვის დავეკითხო… დამაკვალინეთ რა გეხვეწებით… 🙂 არადა ვხედავ რო რაგაც მონაცემები აშკარად მაქვს დარჩენილი… 🙂

    P.S. I’m free too…

    • siyvarulovna ამბობს:

      სიყვარულს რო ვერავინ და ვერაფერი გასწავლით ეგ თუ არ უტქვამთ მე გეტყვით რა ^_^

      • anna ამბობს:

        დღეს განსაკუთრებით მართალი იყო ისე :დ

Comments are closed.