ჩვენ და ისინი

ყოველთვის მყავდა რამდენიმე მეგობარი. არ ვიცი, რა ნიშნით ვარჩევდი ზოგიერთ მათგანს. ზოგი იმიტომ ხდებოდა ჩემი მეგობარი, რომ ერთ მერხზე ვისხედით, ერთად დავდიოდით მასწავლებელთან,სკოლაში… ზოგიერთთან უფრო ღრმა ურთიერთობა მაკავშირებდა, მეტი საერთო ინტერესები გაგვაჩნდა, ვიდრე საერთო საქმეა . ერთნაირად ვაზროვნებდით, ვფიქრობდით, გვიხაროდა…

ასევე ყოველთვის მყავდა რამდენიმე საძულველი ადამიანი. საძულველი ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ რაღაც ამის მსგავსი, ვისაც დასანახად ვერ ვიტანდი და ყოველთვის ნერვებს მიშლიდა. მათ დანახვაზე ერთი აზრი მიჩნდებოდა თავში, ნუთუ ამას ვინმე იტანს? ჩემს თავს მეთვითონ ვპასუხობდი მარტივად : რა თქმა უნდა იტანს, აბა რატომ ყავს მას ჩემზე მეტი მეგობრები? ბავშვობაში ჩემი ფიქრები ამაზე შორს არ მიდიოდა და წამსვე გადამავიწყდებოდა ეს ამბავი, მაგრამ დღეს გამახსენდა რატომღაც…

ახლაც, მყავს რამდენიმე საყვარელი ადამიანი და რამდენიმე საძაგელი : ) და ახლაც ვფიქრობ, რომ არა გარემოებები და რომ არა რაღაც გაუგებრობა, რამაც ესა თუ ის ადამიანი ამომაჩემებინა, ვიქნებოდით კარგი მეგობრები? იქნებ ის ვიღაც ბევრად უკეთესად აზროვნებს და ბევრად მომემსგავსება მე, ვიდრე რომელიმე ჩემი მეგობარი? საკუთარ თავს ვამჩნევ რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი? იმაზე მეტ ხალხს ვერ ვეგუები, ვიდრე ეს დასაშვებია და მიუხედავად იმისა რომ ვინარჩუნებ სიმშვიდეს, შინაგანად მაინც რაღაც მაწუხებს :

მინდა ავუკრძალო საკუთარ თავს უაზრობები. მერე რა, თუ ისინი სხვანაირები არიან? მერე რა თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ? მერე რა თუ მე არ მინდა მათი გაგება? ნუთუ აუცილებელია ვინც შენ არ გგავს, მტრად მიიჩნიო და აგრესიით განეწყო?

ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ვინმესთან მიჩხუბია და წყევლა-კრულვა გამიგზავნია მისთვის , მაგრამ მომხდარა რაღაც და ჩვენ საუკეთესო დაქალები გავმხდარვართ . მაშინ აღარ გამხსენებია მისი უარყოფითი მხარეები . ნუთუ ის ადამიანი შეიცვალა? რა თქმა უნდა არა, უბრალოდ გარემოებები იცვლება. არ მინდა სამყარო დავყო 2 ნაწილად. ჩემები და სხვები…

ყველაზე ბოროტ ადამაინსაც კი ჰყავს ვინმე ისეთი ვისაც ის უყვარს და აფასებს. მე დარწმუნებული ვარ ამაში და მინდა არასდროს შევხედო ადამიანებს ცალსახად და მხოლოდ ჩემი გადასახედიდან. მინდა პირველ რიგში საკუთარ თავს ვუყურებდე და ვიცოდე ჩემი კარგიც და ცუდიც. ჩვენ ხომ საკუთარი თავები ძალიან გვიყვარს და მათზე აუგს ვერავინ გვათქმევინებს. ჩვენ ვკითხოთ სხვებს, როგორები ვართ მათთვის?

პირადად მე, როცა ამაზე ვფიქრობ, არ მიჩნდება ამ კითხვის დასმის სურვილი 🙂

6 thoughts on “ჩვენ და ისინი

  1. knuti ამბობს:

    მეც ზუსტად მასე… ყოველთვის მყავს რამოდენიმე უახლოესი მეგობარი.. დანარცენებთან კი უბრალკოდ ვერ ვურთიერთობ 😀
    ვიცი, რომ კატასტროფული ხასიათი მაქვს,
    გავედი 😀

  2. Mari ამბობს:

    რატომღაც არასოდეს მქონია ვინმეს მიმართ სიძულვილის გრძნობა ან რაიმე მსგავსი. თუ ვინმე არ მომწონს, უბრალოდ შორს ვარ მისგან და ვცდილობ ნეიტრალური დამოკიდებულება ვიქონიო.

  3. Ani ამბობს:

    me chemi da lelas ambavi gamaxsenda :))))) 12 weli ro ar gvqonda kontaqti da mere uceb sauketeso daqalebi agmovchndit:)))) mokled yvelaferi xdeba

    • anna ამბობს:

      მგონი შენთვითონ უბერავ, ან მაგარ გოგოს თამაშობ, რომე;საც ყველაფერი ფეხებზე კიდია :დ

Comments are closed.