ყელში ამოვიდა

დღეს ბლოგერების მორიგი შეკრება იყო. მე პირადად, რამდენიმე თვეა უკვე ბლოგი გავაკეთე და მაინც ვერ ვგრძნობ თავს ბლოგერად . ყოველთვის ვერიდები პირველ პირში იმის თქმას, რომ მე ბლოგერი ვარ .. ჯანდაბა, საკუთარმა თავმა არ მაღიარა🙂  მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას რომ ბლოგერებთან ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად და ა.შ. ზოგადად ყოველთვის ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ ეს ის თემა არაა, რაზეც მინდა ახლა დავწერო.

ზურიუსმა დაწერა პოსტი , რამაც დამაფიქრა . პოსტის ერთი პუნქტის ციტირებას მოვახდენ:

“არანაირად არ ვართ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაიმე ნიშნით გამორჩეულია ვინმესგან.


დღესაც, საუბარში გაიჟღერა ამ თემამ. მე კი ზურიუსის არ იყოს, უკვე ნერვები მეშლება. მაინც რატომ შეიძლება იყოს ბლოგერი ვინმესგან გამორჩეული არ მესმის? ვიღაც რაღაც უაზრო პოსტს დაწერს, დაერქმება ბლოგერი და ძალიან მაგარი ტიპი იქნება? ამასობაში რომელიმე მეცნიერი აღმოჩენას გააკეთებს და 99%ს არ ეცოდინება მისი სახელი, ვინმე ბლოგერის სახელი კიდევ, შეიძლება ასჯერ მეტმა ადამიამა იცოდეს , მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პოსტი დაწერა სექსზე …

იგივე შეიძლება ითქვას ხელოვან ხალხზე. ჩავიხვიე ზურიუსი მაგრამ რა ვქნა? თემაში კარგად ჯდება : ეს ბიჭი მშვენივრად ხატავს, მაგრამ ხალხს მისი პოსტები უფრო აინტერესებს, განსაკუთრებით პირადი ხასიათის. აქედან მე პირადად ძალიან ცუდ დასკვნას ვაკეთებ, მაგრამ თემას არ გადავუხვევ და ვიტყვი, რომელია უფრო მაგარი “ტიპობა, იყო ბლოგერი, თუ მართლა ღირებული რაღაც გააკეთო? ხაზს არ ვუსვამ ზოგადად ბლოგინგს და არ მავიწყდება რომ მეც ბლოგერი ვარ, მით უმეტეს რომ მართლა ძალიან კარგი თემატური ბლოგები არსებობს, მაგრამ ელემენტარული მაგალითის ფონზე მგონი კარგად გამოჩნდა , რომ ბლოგერებს არაფერი არ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული საამაყო, ჩვეულებრივი არსებები ვართ ისევე როგორც ყველა და მხოლოდ იმიტომ რომ  ბლოგს რამდენიმე ასეული მკითხველი ჰყავს, მოკლედ რომ ვთქვათ, კუდი ყავარზე არ უნდა გავდოთ🙂

მე კიდევ, იმდენად მომბეზრდა სიტყვა ბლოგი, ბლოგინგი, ბლოგერი, და ყველა ბლოგიდან ნაწარმოები სიტყვა, ლამის საკუთარი თავი მეჯავრება და საჯაროდ იმის თქმა რომ ბლოგერი ვარ, მალე შემრცხვება ალბათ …

ჰო კიდევ, მოგატყუებთ, თუ ვიტყვი რომ მაწუხებს რომელიმე დამსახურებული ბლოგერი თუ განრისხდება, ან თუნდაც არაბლოგერი. ჩემი აზრით, საქართველოში ბლოგერობა საკუთარი ჭიის გახარებაა ვიდრე საქმის კეთება, როგორც ეს ბევრს ჰგონია, მით უმეტეს, რომ იშვიათად მხვდება ინფორმაციული ხასიათის ბლოგი, საჭირო ინფორმაციის მოძიება კი აქამდეც მარტივი იყო, ყველასთვის ცნობილი საიტების მეშვეობით🙂

5 thoughts on “ყელში ამოვიდა

  1. ერთი გოგო says:

    “მე პირადად, რამდენიმე თვეა უკვე ბლოგი გავაკეთე და მაინც ვერ ვგრძნობ თავს ბლოგერად .” ერთი წელი ხდება, რაც ბლოგი მაქვს და ზუსტად ასე ვარ, ანუ ვერ ვგრძნობ თავს ბლოგერად :S

    • siyvarulovna says:

      თითქმის ერთი წელია გავაკეთე მეც… მაგრამ ვგრძნობ… ის რომ ბლოგი გაქვს უკვე ნშნავს რომ ბლოგერი ხარ, სხვა საკიტხია ვინ რატომ როგორ რანაირად გამოგარჩევს

  2. tamaRa says:

    აბსოლუტურად გეთანხმები, განსაკუთრებით ბოლო აბზაცში

  3. Mari says:

    მეც მასე ვარ. ბლოგერებს არც გეძახით. როცა თქვენთან ვარ, თავს ისე ვგრძნობ როგორც მეგობრებთან და არა როგორც ბლოგერებთან ან რაღაცის გარშემო გაერთიანებულ “სასტავთან”.

Comments are closed.