fuck new year

ყველა ახალ წელზე წერს პოსტებს და ბლოგებს დიზაინს უცვლის, ალბათ სახლებსაც დაეტყო გამოცოცხლება, (ჩემთან ჯერ მსგავსი არაფერი შეინიშნება) ქალაქი განათდა , რაც კი შესაძლებელი იყო მოირთო და აბრჭყვიალდა და საღამოობით თბილისი შესანიშნავად გამოიყურება;

ავდგები და მეც დავწერ ჩემს საახალწლო განწყობასა ზედა რომელიც სრულიად სხვანაირია და ამის გამო ყოველ წელიწადს ლამის ჩამქოლონ ნაცნობ მეგობრებმა:) სრულ ღამის 12 საათზე თუ ჩემთან აღმოჩნდით, ღრმად ჩაძინებულს თუ არა, საწოლში განთავსებულს მაინც მიხილავთ . რატომღაც მთელი ერთი თვით ადრე მიხარია დღესასწაულის მოახლოვება და საბოლოოდ ყელში ამომდის ეს სიხარულიც, მოლოდინიც და ვიძინებ თავზე ბალიშით. შემდეგ დღეებში სად წავიდე და რა ვიღონო არ ვიცი, ბოლოს მილოცვებიც მბეზრდება და ერთი კვირის თავზე საჭმლის ათასჯერ გაყინული და შემთბარი ნარჩენებით სავსე სუფრებიც . ახლა რომ დავფიქრდი, რატომღა მიხარია , ვერ გამიგია, მაგრამ ეტყობა თვალს ახარებს განათებები და ფსიქოლოგიურად განვეწყობი ხოლმე 🙂 კიდევ  კარგი ჯერ არც დედა ვარ , არც ცოლი და ზოგადად, ჩემი იმედი დიასახლისობაში რა კარგია რომ არავის აქვს .. რა აუვიდოდა საახალწლო სამზადისს არ ვიცი და მზარავს იმის გაფიქრებაზეც კი რომ ისევე შეიძლება მომიწიოს ბზრიალ ტრიალი, სტუმრების მიღება, გამასპინძლება, დაბინავება, როგორც ამას ქალები აკეთენებ ხოლმე, ტვინში რაღაც გადამეწვება, ასე მგონია .

ჯერჯერობით ისე ჩაივლის ხოლმე ეს ყველაფერი, მე მონაწილეობას არ ვიღებ შეძლებისდაგვარად და ვინარჩუნებ ემოციურ მდგრადობას , ჩემს სტიქიაში ვარ როგორც ყოველთვის და ახლაც იმავეს გავაკეთებ ამ ყოვლად საზეიმო დღეებში, რასაც ყოველთვის.

დავიკიდებ მილოცვებს, დიდი დიდი ჩემგან ფეისბუქის სტატუსად წაწერილი სიტყვები იხილოთ, ისიც რეგლამენტით გათვალისწინებულის ‘პონტში’ ვიდრე სახლში ჯდომა შემეძლება ვიქცევი პატარა მუდოდ და გარეთ ცხვირს არ გავყოფ, შევიხსენებ ხატვას და სხვა მივიწყებულ სქილებსაც , დავეკონტაქტები მხოლოდ უახლოეს და საყვარელ ადამიანებს და ფუჰ, როგორც გამოსახლებულ სტუდენტს შეეფერება, თსუს გამოცდებისთვის მოვემზადები :\

მოკლედ, ახალ წელს ყველაფერი მაქვს მე, ნამდვილი ახალი წლის გარდა; რა ვქნა, ყოველთვის მიკვირდა, რა საჭირო იყო ამდენი დღესასწული, დაბადების დღეები, და ა.შ . საინტერესოა წლევანდელ წელს მართლა ისე გავატარებ როგორც აღვწერე თუ რამე შეიცვლება? 🙂 ვნახოთ ვნახოთ, ერთ თვეში შეჯამებას გავაკეთებ აუცილებლად !

6 thoughts on “fuck new year

  1. Mari says:

    ყოველთვის მიხაროდა ახალი წელი, მაგრამ ყოველთვის უაზროდ ვატარებდი. ვგრძნობ, წელს ყველაზე მეტად ჩამშხამდება ეგ დღე 😦

    • siyvarulovna says:

      +1 ზუსტად მასე. ოღონდ ჩაშხამებით არ მშხამდება უბრალოდ ვიღლები

  2. dekemberiusi says:

    წინასაახალწლო განწყობის ნატამალიც არ მაქვს, და დიდად არც მიხარია ახალი წლის მოსვლა.
    სხვათაშორის არც ჩემი ბლოგის დიზაინი შეცვლილა წინა საახალწლო გაფორმებებით და მგონი არც შეიცვლება.
    :X
    ისე კი მიყვარს ახალი წელი მაგრამ … 😀

  3. siyvarulovna says:

    თუ საჩხერეში არ გავარდი ერთად შევხვდეთ რა… ან 1–ში მაინც შევიკრიბოთ

    • anna says:

      sachxereshi ar viqnebi aranairad, zustad vici : da shen tu ar gavrdi rustavshi an sadme, shevikribot 😛

  4. knuti says:

    შე ჩემნაირო 😀 რატომ არ დამეხმარე დღეს, როცა ახალ წელზე ვსაუბრობდით? 😀

Comments are closed.