შინამოსამსახურეები და შარახვეტიები

თუ ქალს სურს , დაიპყროს მამაკაცი ,ორი რამ უნდა შეძლოს : იყოს პიროვნულად საინტერესო მისთვის და დააკმაყოფილოს იგი საწოლში. მე ნამდვილ მამაკაცებზე ვლაპარაკობ და არა შარახვეტიებზე. შეიძლება ის, რასაც ვამბობ, ოდესმე ბანალურ ჭეშმარიტებად იქცეს, ახლა კი მიჭირს , ეს სხვებს გავაგებინო და განსაკუთრებით – ქალებს…..

(C) ასპაზია, მილეტელი ჰეტერა

ამ სიტყვებზე უკეთესი ვერაფერი გავიხსენე ამ მომენტში და მრავალჯერ გადავავლე თვალი, წინადადებებს შორის ხომ არაფერი გამეპარა,  მამაკაცის დაკმაყოფილებაში მისი მონური მომსახურებაც ხომ არ შედის, ძონძებით შემოსვა და და ეზო კარის დაგვა რომ ეწოდება იმ დროს, როცა წესით თაფლობისთვე უნდა ჰქონდეს ახლადდდაქორწინებულ წყვილს? იქნებ მე ვცხოვრობ ილუზიებში და ქალის ცხოვრება მართლა სახლის ლაგებით და ღამე მეორე ცვლაში მუშაობით, ანუ სექსით შემოიფარგლება? ალბათ შესაძლებელია ამით იყო ბედნიერი, მაგრამ ასეთ ქალს მე ქალს კიარა ცხოველს უფრო ვუწოდებ…

მეგონა ყველას გააჩნდა რაღაც ისეთი, პიროვნება, შინაგანი სამყარო და საერთოდ, 2 გრამი ტვინი რომ ეწოდება, მაგრამ მწარედ ვცდებოდი 🙂 ამ ჩემს ფეხებს, რა მაქვს მე სადარდებელი, როცა სხვა იკლავს თავს, მაგრამ მონობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ და ქალის ნებაყოფლობით დაჩმორებას და ჩასვრას რომ ვუყურებ, გული მტკივა და ნერვები მეშლება 🙂

სახლი წკრიალებს, მაგრამ თვითონ დასაბანად ვეღარ მოუცლიათ..

შემდგომ წლებში : ბავშვები მოვლილები ,  კარგა გვარიანად ღიპდადებული, ჩასუქებული ქმარი და შრომისგან ხელებდამსკდარი ცოლი…

ყოველთვის მეგონა რომ ქალის ამ მდგომარეობამდე მიყვანა კაცის დამსახურება იყო, მაგრამ რას ვერჩი კაცებს, როცა არაერთი ქალი მხოლოდ იმისთვის გაუჩენია ღმერთს, ურიცხვი შთამომავლობა დაყაროს და არამცთუ იატაკი, არამედ  “პოლები” ხეხოს:)  ახლაც მგონია რომ ბევრი კაცი სწორედ ასეთ ცოლზე ოცნებობს ახლაც, ე.წ ცივილიზაციის ეპოქაში და მე მაინტერესებს:

რისთვის გაჩნდა ქალი ამქვეყნად ?

მართლა არსებობს თუ არა მოახლეები?

ცოლი და მოსამსახურე სინონიმებია?

და ბოლოს: მიაქციეთ ყურადღება ფრაზას: შარახვეტია მამაკაცი…

ჰმ, ალბათ გამოჩნდება ვინმე ისეთი გოგო, რომელიც ხმამაღლა თუ არა, გულში გამომედავება და ამაყად და თავდაჯერებულად იტყვის, რომ მე გავგიჟებულვარ, რა სჯობს აბა ოჯახში ჯარასავით ტრიალს? შედეგები ქალბატონებო , შედეგები…

საკუთარ ცხოვრებას რომ თვალი გადავავლე და პარალელი გავავლე,  მივხვდი, რა ბედნიერი ვარ რომ სულ მცირე, თავში იმდენი ტვინი მომეპოვება, საკუთარი თავი არ დავკარგო არასდროს, ვიყო სასურველი მამაკაცისთვის (და არა შარახვეტიისთვის) და რა ამასთანავე ვფლობდე საკმარის გამოცდილებას იმისთვის რომ ვიყო კარგი დედა, კარგი ცოლი , მაგრამ არა კარგი მონა, ან უკეთეს შემთხვევაში მსახური . ძალიან მინდა როცა წლების შემდეგ ისევ გადავავლებ თვალს განვლილ ცხოვრებას, კმაყოფილების შეგრძნება დამეუფლოს და არა გადაქანცულობის …

5 thoughts on “შინამოსამსახურეები და შარახვეტიები

  1. Fish ამბობს:

    ყველა თვითონ ირჩევს თავის მომავალს: ზოგს ”მონობა” იზიდავს, ზოგს თავისუფლება. ეს გემოვნებაზეა მემგონი დამოკიდებული და არა ტვინობაზე და უტვინობაზე.

  2. mamuka ამბობს:

    qalobis dakargvashi ras gulisxmobt erti eg daakonkretet? tqvenc im madilosanta ricxvs xom ar miekutvnebit rom amboben me qali var da araa mzareulio ? 🙂

  3. mamuka ამბობს:

    ra tqma unda getanxmebi rom monuri shromistvis aravin dabadebula da aravis vusurveb rom monur shromashi galios tavisi sicocxle. da kidev erti minda vtqva rom qali romelic mteli dge emsaxureba tavis ojaxs tqveni tqmit ”jarasavit trialebs saxlshi ” da aketebs imden saqmes aketebs rom bevri ver shedzlebs , chemtvis egeti adamiani gmiria da araa utvina romelmac ratomgac tavisi utvinobis gamo monuri shroma airchia , afaseben tu araa sxvebi mis shromas es sxva sakitxia magram rac mtavaria rom es qali chemtvis namdvili gmiria , im kacs ra vutxari me romelic yoveli dgis bolos aset qals tavis ”daxetqil” xelebs ar daukocnis da ar dauchoqebs . 🙂

დისკუსია დახურულია.