ლ”

დიდი ხანია ვამბობ, რომ პოსტის დაწერა მინდა ამ ყბადაღებულ რბილ “ლ” ზე და დღეს იმის ნიადაგზე, რომ უკვე 8 საათია ყურში კარგად შერბილებული ლ”აპარაკი (და არა საუბარი) ჩამესმის, მოთმინების ფიალა ამევსო და გუდას პირი მოვხსენი🙂

მთელი ცხოვრებაა მძულს და მეზიზღება ეს “ლ”. ბოლოს შემეშინდა, ხომ არ გავაფრინე-მეთქი, რადგან ხალხზეც გავრცელდა ჩემი სიძულვილი თუ არა, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება და გადავწყვიტე, შევბრძოლებოდი ჩემში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, და გადავწყვიტე, მერე რა მოხდა? ვის არ ჰქონია მეტყველების პრობლემა? და თავს ვარწმუნებდი რომ ადამიანი “ლ”ს შეარბილებს თუ შეამაგრებს, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან კავშირში არაა … მანამდე დაკვირვება ვაწარმოე კარგა ხნის განმავლობაში და სავალალოზე სავალალო შედეგი მივიღე, სამწუხაროდ.

პირდაპირ კავშირში კიარა, მგონი ენა და ტვინი სინონიმებია და ზემოთხსენებული მეტყველების პრობელა, პირდაპირპროპორციულად აისახება ამა თუ იმ ადამიანის გონებრივ მონაცემებზე😦

ჩემი ლოგიკით, ლამის მთელი დასავლეთი გონებაჩლუნგი გამოდის, მაგრამ რა ვქნა, ე.წ კვლევებს საკმაოდ დიდხანს და საფუძვლიანად ვატარებდი, მორალური ზიანიც მომადგა ამის გამო და საბოლოოდ მაინც ჩემს აზრზე ვდგავარ მტკიცედ !

ყველგან, ყველა კუთხეში არსებობს გაუნათლებელი და ჩამორჩენილი საზოგადოება და ამის საპირისპიროდ, კარგად აღზრდილი ადამიანები. ხვედრითი წილი კი, რომელი მათგანის უფრო მეტია , ეს ჩემს ინტერესებში გამიზნულად აღარ შევიდა .

მერე დავფიქრდი, შეიძლება თუ არა შემყვარებოდა მსგავსი ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ჭკვიანია, საუბრობს, არცთუ ურიგოდ , მაგრამ… სხვათაშორის მქონდა შემთხვევა და კრახით დამთავრდა🙂 გული მეთანაღრებოდა საშინლად და მსურდა დავყრუებულიყავი🙂 ასეთი საშინელი შეგრძნება არასდროს არ მქონია,  თანაც მართალი აღმოვჩნდი, შირმა იყო საინტერესო საუბარი და ყველაფერი… ჩვეულებრივზე უარესი ყეყეჩი შემრჩა ხელში .

საბოლოოდ, ადამიანები ჩემთვის დაიყო 2 კატეგორიად .

მიმიხვდით ალბათ რის მიხედვით და რა კატეგორიებად და კვალავაც ძალიან ვწუხვარ , მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს …

არადა ძალიან ცუდად გამომდის და ისევ მინდა ვცადო თავიდან ყველაფრის დაწყება🙂  ერთჯერ განცდილი კრახი არ ნიშნავს იმას რომ მეორედ ცდის სურვილი გამიქრეს არა? მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვინმემ დამარწმუნოს იმაში რომ ვცდები , ვცდებიიიიი ! ან იმაში მინდა დავრწმუნდე რომ სხვებიც ფიქრობენ ჩემსავით და სინდისი აღარ მქენჯინდეს საზოგადოების “იმ” ნაწილის წინაშე🙂

ერთი სიტყვით:  გამარჯობათ, მე ვარ ანა გელბახიანი, ანონიმურ რბილ ლ-თ მოძულეთა საზოგადოებიდან :))

10 thoughts on “ლ”

  1. Mari says:

    ოჰ, როგორ ველოდი ამ პოსტს :))
    ერთი ლექტორი მყავს, ძაან ლ” და ლექციას რომ კითხულობს, რაღაც არასერიოზულად აღვიქვამ.

  2. სივრცე says:

    shen ar ici me rogor mezizgeba.
    magram gavicani adamianebi romlebic amis gamoscorebas cdiloben da es mxolod metyvelebis problemaa.

    am jamad chemtvis ert-erti yvelaze dzvirfasi adamianic cotati aris, magram ar vcuxdebi imdenad sayvareli da chkviania.
    me gaminelda eg zizgi.
    anu :L: adamianebi chemtvis kategoriebad daiyvnen

  3. siyvarulovna says:

    უი ანა… ირმა ტალახაძე (ვაშაკიძის ასისტენტი) მახსენდებოდა სულ. მიმიქარავს მაგის “ლ” ^_^

  4. knuti says:

    ოოოფ, გველებო, ხანდქხან მეც ვურტყა ამ “ლ”–ს, მაგრამ ნამდვილად ბევრზე უკეთესი გონებრივი შესაძლებლობები მაქვს ^_^

    • anna says:

      ეგ იმათ, ვისაც ზემოთხსენებული პრობლემა აწუხებს :))

  5. dato says:

    გამარჯობათ კი არა, გამარჯობა. ქართულის აზრზე არ ხარ და ეს უფრო გამაღიზიანებელია,ვიდრე შენი :აღმოჩენა”.

  6. anna says:

    სიტყვის მართლწერა შეიძლება შეგეშალოს, მაგრამ როცა ენას ვერ მოიხმარ სათანადოდ და საშინელებაა… რას იზამ, ვიღაცამ, ანუ თავად მეტყველებაშეზღუდულმა რბილლიანებმა ხომ უნდა დაიცვან ერთმანეთი ^^

Comments are closed.