ქაოსი

ჩემს ირგვლივ ისეთი რაღაცები ხდება, აღარ შემიძლია უკვე გაძლება, რამდენი ხანია წყნარად არ დამისვენია და მეღირსება ნეტავ ოდესმე? ახლაც, საშინელ აურზაურში და ხმაურში იწერება ეს პოსტი. კერძოდ, ჩემმა დეიდაშვილმა ცოლი მოიყვანა სრულიად შემთხვევით :დ რაც ყველაზე სასაცილოა, მოიყვანა იმ სახლში, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენს და ატყუებს და აბედნიერებს, თუ როგორ მოაწყობენ ერთად . მე კიდევ, კინაღამ წამომცდა, რას ბოდავ მეთქი 🙂 არადა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის რა ბედნიერი წყვილია, მათ ყურებას აღარაფერი სჯობს … კარგია , კიდევ ერთი ქორწილი იქნება, სადაც მცირე შანსია რომ წავიდე , მაგრამ იყოს , რას მიშლის …

რაც მთავარია დღეს საოცრად ვიმეცადინე, საზიზღარი საგნები მოვიშორე , ყველაფერი გადავიმეორე, დავწერე, ვისწავლე , მაგრამ სიზიფე მგონია თავი, მეგონა რამდენიმე დღით მოვიცილე ეს იდიოტიზმი, გამახსენდა რომ ამ დღეებში საჯაროში უნდა დავამუშაო სამოქალაქო სამართლიდან თემა :\

იცით რა მინდა? სადმე ისეთ ადგილას ვცხოვრობდე, ადამიანების მზერა რომ არ ვიგრძნო ცოტა ხანი. მართალი იყო გამსახურდია , ქართველები ყველაზე ამაზრზენი მზერით გამოვირჩევით და ერთ-ერთი ასეთი გამორჩეულად საძაგელი ყოველდღე უნივერსიტეტში მაწუხებს თავის ნაგლი მზერით … თან რა საშინელებაა გოგოს იჭვნეული მზერა, ჩემი ფიგურის და გამომეტყველების უკან რა იმალება, იმის გამოცნობას რომ ცდილობს 🙂

კიდევ, დასვენება მინდაა ! უბრალო დასვენება არა, რომანტიკული დასვენება :დ

და საერთოდ, სულ სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას, ქართველთა მოუშორებელი ჭირის რბილი ლ-ს რაობაზე უნდა მემსჯელა , მაგრამ დამეზარა , მეტისმეტად დაღლილია ჩემი გონება ენამჭევრობისთვის და სამომავლოდ გადავდე, (თან გავიგე, მიშას გამოუცხადებია, ქართველნი ოდითგანვე ასე ვმეტყველებდით, ეს მერე დამახინჯდა და გათახსირდა ქართული ენა, ოდეს რბილი ლ ხმარებიდან ამოიღეს და პროვინციებში განდევნესო და მეც შევყოვნდი, ინფორმაცია უნდა გადავამოწმო :დ )  ასე რომ ისევ ყოველდღიურ პრობლემებზე წუწუნით შემოვიფარგლე.

ჩემს გულს  მაინც არაფერი ეკარება, არც ნერვიულობა, არც უსიამოვნება და ვფიქრობ, დებილი ვარ, გულქვა, ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და არაფერი მადარდებს , თუ იდეალური ხასიათი მაქვს და რკინის ნერვები? არ ვიცი, არ ვიცი მე სხვა რამე მგონია უფრო …

ამ ბოლო დროს ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა გავაკეთე : მე მყავს რამდენიმე კარგი, არაჩვეულებრივი და საყვარელი მეგობარი 🙂 სამწუხაროდ ეს რამდენიმე ადამიანის ხარჯზე გაკეთდა 😦

და ბოლოს : როგორც იქნა დათო ჩამოვიდა !!!!

6 thoughts on “ქაოსი

  1. Mari says:

    ოოჰ, ეს აბეზარი მზერები. მეც მინდება მაგათგან გაქცევა და დამალვა.

    ისე, დღითიდღე მეც ვრწმუნდები, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლა ხარ. უფრო კარგად რომ გაგიცნობ, ალბათ მერე მიზეზებსაც გავიგებ 🙂

    • anna says:

      მეც ვრწმუნდები მაგაში დღითიდღე და შენ წარმოიდგინე მიხარია კიდეც, ბავშვი რომ ვარ ჯერ კიდევ და არა ნაადრევად დაბერებული :დ ეს უკანასკნელი მართლაც რომ საშინელებაა :დ

  2. siyvarulovna says:

    ტყულით შექმნილი ოჯახი. მე მომიტევე და შენ დეიდაშვილს… ჰო რაც შენ გაიფიქრე ეგ!
    ხო და დათო ნახე?

Comments are closed.