საშინლად მიმართლებს

ძალიან დიდი ხანია თავს იღბლიან ადამიანს ვუწოდებ და მეშინია ერთ მშვენიერ დღეს არ მიმტყუნოს ბედმა, მაშინ როცა ყველაზე მეტად დამჭირდება.

ყოველთვის, როცა რაღაც მინდა, მისრულდება ხოლმე და დღესაც ასე მოხდა : ყოვლად უაზრო და დეგენერატულ გამოცდას გადავურჩი,  რადგან გამოკითხვა ვერ მოასწრო. პარასკევისთვის გადაიდო და სასიხარულო აქ ისაა, რომ ახლა მშვენივრად ვიცი რა საკითხები იქნება დარჩენილი ბავშვებისთვის და შესანიშნავად სწავლასაც მოვასწრებ თუ ისევ ბედის ანაბარა არ მივაგდე თავი 🙂 დღევანდელ გამართლებას მოყვა ჩემს ბედ-იღბალზე საუბარი, მაგრამ ეს ყველაზე არათვალსაჩინო მაგალითია ჩემი ცხოვრებიდან, რაც შეიძლებოდა მომეყვანა, მაგრამ ჯანდაბას, ყველაზე ახალი ხომ არის რაც მთავარია?

ხშირად მიფიქრია, ნუთუ მარტო მე ვარ ასე , თუ რამე მეჩვენება-მეთქი? ზოგადად არსებობს უიღბლობის ცნებაც და ყოველთვის მაინტერესებდა ახნს იმის, რომ ზოგიერთ ადამიანს ცხოვრებაში ყველაფერი იოლად მოსდის, ზოგიერთი კი ელემენტარული რამის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს.

ჰოდა, რამდენიმე თვის წინ, კახას რომ ველაპარაკებოდი, რაღაც წიგნის შესახებ მომიყვა, სადაც ზედმიწევნით ზუსტადაა ახსნილი , რომ ის , რაც ხშირ შემთხვევაში იღბალი გვგონია, საკუთარი შთაგონების მიერ არის მიღწეული და ის წარუმატებლობა თუ წარმატება, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ჩვენ თვითონვე შეგვიძლია ვმართოთ. რამდენიმე ხნის წინ გამოაგზავნა კიდეც და კითხვისას ერთმა ფაქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება : წიგნში არის მაგალითი მოყვანილი, როცა დაჟინებით ვიმეორებთ რაღაცას, რაც გვინდა მოხდეს . არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოითქვას უარყოფით ფორმაში წინადადება. ზოგჯერ როცა სადმე გვაგვიანდება, გულში ვიმეორებთ , “მე არ დავაგვიანებ” და სწორედ ამ დროს არის დაგვიანების დიდი შანსი. უნდა ითქვას, მე აუცილებლად მივალ თავის დროზე, ან სხვა მსგავსი ფრაზა, რაც მთავარია უარყოფითი ნაწილაკის გარეშე .

სამწუხაროდ წიგნი რუსულ ენაზეა, მეკი თითქმის არ ძალმიძს მისი გაგება, ამიტომ დედაჩემი თარგმნიდა ნაწილ ნაწილ, მე თარგმანს ვეცნობოდი და ბოლომდე არც დედა მისულა და შესაბამისად, არც მე:) ვფიქრობდი მოკლე შინაარსი ცალკე პოსტად გამეკეთებინა, მაგრამ დამეზარა და გადავიფიქრე :დ მსურველები გამომეხმაურეთ და შეიძლება ამიმაღლდეს მოტივაცია და დავწერო 🙂

აი როგორ გამოიყურება წიგნი :

ისე ლამაზია,  ლამისაა რუსულს ჩავუჯდე საფუძვლიანად მაგრამ ეეჰ 🙂 ისე, ახლა გამახსენდა რომ სწორედ ამ თემატიკის პოსტის დაწერას ვაპირებდი ნიკასთან, რომელიც ჯერაც არ დაწერილა, რომელზეც ერთ-ერთ ჩანაწერში ვისაუბრე და რომელიც ალბათ არასდროს დაიწერება, იმიტომ რომ საშინლად მეზარება და მე სხვის ბლოგზე პასუხს ვერ ვაგებ, რა ვიცი რა შემომეწერება 🙂

ნუ მოკლედ რა 😐

კიდევ რაღაცების დაწერას ვაპირებდი მაგრამ გამეფანტა გონება, საკუთარი დაქალი რომ არ მოგცემს მოსვენებას ! მომეცა მიზეზი ქეთის საფუძვლიანად გამოლანძღვის მგონი 🙂 აი აქ აშკარად უიღბლობას აქვს ადგილი, ქეთიმ მაინცდამაინც პოსტის წერას დაამთხვია თავის გაჭედვა და მეც მეტი რა გზა მაქვს, აქ შევწყვეტ თხრობას 😐

19 thoughts on “საშინლად მიმართლებს

    • anna ამბობს:

      ქეთი, შემთხვევით კაცი ხომ არ ხარ? :დ მაგ მიზეზს მამაკაცები მოათრევენ ხოლმე საიდანღაც :პ

  1. Mari ამბობს:

    როცა რამეში დაუმსახურებლად მიმართლებს, სულ მეშინია რომ მალე ყველაფერი გაბათილდება და ამიტომ დიდად არ მიხარია ხოლმე.

  2. siyvarulovna ამბობს:

    ხო და რაც შეეხება გამართლებას.. მეზარება ჩამოთვლა ^_^
    მაგრამ გამოცდებზე როგორც მიმართლებს კი იცი შენც

დისკუსია დახურულია.