village and sensible Ann

არსად ისე არ მიყვარს ჩასვლა, როგორც საჩხერეში და არსაიდან ისე დაგრუზული არ მოვდივარ , როგორც საჩხერიდან. პირველი მიზეზი გამოწვეულია იმ ადგილის სიყვარულით, სადაც დავიბადე და ცხოვრების გარკვეული ნაწილი გავატარე. მეორეზე კი მოგვიანებით მოგახსენებთ, კერძოდ შემდეგ პოსტში.

მოკლედ, კვირა დილით, როცა გემრიელად დაძინებას ვაპირებდი, რაღაცამ წამომიარა , კერძოდ კი იმან გამომაფხიზლა რომ მინიმუმ 1 თვე თვალით ვერ ვნახავ ჩემებს, არადა უკვე 3 თვეა არ მინახავს რამდენიმე მათგანი და წავედი…  როცა ჩავდივარ ხოლმე, ყველა ცდილობს გამანებივროს , რაც როგორც წესი, უამრავი საკვების მიძალებით გამოიხატება ხოლმე და მეც როგორც შემიძლია ვიფერებ ხოლმე ამ ყველაფერს. მადლობა ღმერთს, ამჯერად გაუფრთხილებლად ჩავედი და ჩემი საყვარელი გემრიელობების მომარაგება ვერ მოუსწრიათ, ასე რომ გადავრჩი ჭამით სიკვდილს :))

ისე ტკბილად მეძინა, თავის დადება ვერ მოვასწარი, 9 საათი იყო, ჩამეძინა და 13 საათი განცხრომაში ვიყავი, ეს კი ჩემთვის უკანასკნელი რამდენიმე თვის რეკორდია. დილით რაღაც უცნაური ბუნება დამხვდა, როცა ჩავედი გვიანი საღამო იყო და არაფერი ჩანდა, სინათლეზე კი შევამჩნიე, რა ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი:

ეს პაწაწინა გოგრები აღმოვაჩინე აივანზე და მოვიხიბლე :)

ეს პაწაწინა გოგრები აღმოვაჩინე აივანზე და მოვიხიბლე 🙂

რაც ყველაზე უცნაურია, მთელ ეზოში ისევ სიმწვანე იყო და შემოდგომის იერს მხოლოდ ეს ფოთლები აძლევდა მიწას..

რაც ყველაზე უცნაურია, მთელ ეზოში ისევ სიმწვანე იყო და შემოდგომის იერს მხოლოდ ეს ფოთლები აძლევდა მიწას..

პატარა ექსკურსიის შემდეგ ისევ შევბრუნდი სახლში და რაღაცნაირ რომანტიკულ განწყობაზე დავდექი. პატარა სახლი მომინდა სადმე, კანადაში, ნაძვებში ჩაფლული , თოვლით დაფარული, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი რამდენიმე თვეს, ბევრი წიგნებით, მოხუცი ქალივით საქსოვი ჩხირებით და პაატარა ლეპტოპითთურთ. მთავარი პუნქტი შეგნებულად გამოვტოვე :X

თუ ოცნებაა ოცნება იყოს და აი ასეთ ადგილას მინდა ცხოვრება :

ცოტა დიდია, ნახევარიც მეყოფა მე :დ

ცოტა დიდია, ნახევარიც მეყოფა მე :დ

აი ასეთი შიგთავსით:)

აი ასეთი შიგთავსით:)

მოკლედ, ასეთი ოცნებები აღმიძრა ჩემმა ვიზიტმა, და არა მარტო ვიზიტმა . ყველაზე კარგი შეგრძნება დედაჩემის გვერდით ძილი იყო, საშინლად მომნატრებია, საშინლად …

ასეთი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი უკან და რაც ყველაზე კარგი ვქენი, დედაჩემს მოვუყევი ჩემს უახლეს პირად ამბებზე და კინაღამ გარდამეცვალა ინფარქტით :დ იბუზღუნა იბუზღუნა და აღიარა რომ საშინელი ეგოისტია 🙂 ვიდრე სურათი არ იხილა, რომელიც საგანგებოდ გადმოვწერე ფეისბუქიდან, არ დამშვიდდა და მერე მგონი ზომაზე მეტად დაწყნარდა 🙂 ჰოდა ძალიან კარგი, აი ემ ხეპპი :))

ჰო, კიდევ რა ხდება საინტერესო? (თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საინტერესო იყო) ზოგადად ძალიან ბევრი რამ.. ინტერესისაღმძვრელის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნერვებისმომშლელი ფაქტი ის ხდება უახლოეს მომავალში, რომ მეწყება საშინელი შუალედურები და სრული ერთი კვირა წესით არ უნდა მეცალოს . თან ამ დროს ემთხვევა ძალიან კარგი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და გამოცდები მიშხამებს 😐 ჯანდაბა, ნუთუ ერთი კვირაც ვერ მომითმენია?

რა შუაში იყო ეს წუწუნის ფრქვევა  პოსტის თემატიკასთან არ ვიცი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ამოვთქვი ჩემი გულისტკივილი:( მოკლედ, თუ გადავურჩი საშინელ შუალედურებს, კვლავაც იხილავთ აქ რამე პოსტისმაგვარს, თანაც ბევრად უფრო საინტერესოს, აი ფრომის :დ

მეტად გასახარელი აფდეითი : პოსტის წაკითხვის მერე დაქალი მწერს, მარტო 2 გამოცდა გვქონია :)) იმდენი ვიბუზღუნე აჰა !

სიხარული კარგია, მაგრამ რა იდიოტი ვარ, საიდან მოვიტანე რომ გამოცდები მთელი კვირა მქონდა? აი ესაა, ხშირად რომ ვაცდენ!

12 thoughts on “village and sensible Ann

  1. qeti ამბობს:

    posti momeconaa dzaaan..ise agcere , mec romantiul xasiatze davdeqi 😀 da am suratebma xom saertod gamagija…es iasamnisferi fotlebi ise momecona..ise…es saxlic momeconaa…da saertod mec minda aset adgilas cxovrebaaaa :)))

  2. Ani ამბობს:

    სად და იყალთოზე ანი 🙂 ვგიჟდები ასეთ აფგილებზე, ოღონდ მაინც ქალაქია ცემი სტიქია :)) 1თვით სიამოვნებით წავიდოდი ასეთ ადგილას ჩემიანებთან ერთად 🙂

  3. vasasi ამბობს:

    რა სამი თვე, გოგო.. პარასკევამდე სული ძლივს მიმაქვს (კარგი ჰო, შაბათამდე) რომ გორში ჩამოვიდე.. 🙂

    რომ იცოდე, როგორ მეზარება ხვალ თბილისში დაბრუნება.. 😦

  4. siyvarulovna ამბობს:

    მეც არავთქვი სად დაიაკრგათქო. რო გავიგე,რომ აქ არ ყოფილხარ ვიგრძენი რომ მომენატრე ^^

დისკუსია დახურულია.