კონსტიტუციის 42-ე მუხლი – სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

პოსტის დაწერა ცოტა დამაგვიანდა მთელი რიგი მიზეზების გამო, თუმცა ღონისძიებით მიღებული კმაყოფილება დღემდე არ გამნელებია. ბევრს აღარ გავაგრძელებ, პირდაპირ გეტყვით , რომ ორიოდე დღის წინ, კერძოდ 24 ნოემბერს, გაიმართა საჯარო განხილვა წიგნის: “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”.  ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს კურირებდა, დაარსდა 1997 წელს, სახელწოდებით: ” კონსტიტუციის 42-ე მუხლი” . აღნიშნული ორგანიზაცია არის აპოლიტიკური, მიმართული ქალთა უფლებების დაცვისკენ და წიგნიც, შესაბამისად ითვალისწინებდა ყველა დეტალს, რამაც შეიძლება თავიდან აგვარიდოს სამართლებრივი პრობლემები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, რომელთა წყალობით გამოიცა ეს წიგნი. წიგნის არსი შესანიშნავად იქნა გადმოცემული, თუმცა , როგორც მომავალმა სამართალმცოდნემ, ზეპირი ახსნა-განმარტება არ ვიკმარე, რამდენიმე პუნქტს თვალი გადავავლე და მოკლედ მინდა გადმოგცეთ, თუ რას ეხება იგი.

აქ კარგადაა თავმოყრილი ყველა ის პრობლემა, რაც შესაძლოა თითოეულ ჩვენგანს შეემთხვეს, და რაც მთავარია მათი მოგვარების გზები. სარჩევში კარგადაა დაყოფილი საკითხები და წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

თავი პირველი: ოჯახი და ქალის უფლებები

თავი მეორე: ქალი და მემკვიდრეობითი სამართალი

თავი მესამე: ქალის შრომითი უფლებები

თვი მეოთხე: ქალი და უფლება ჯანმრთელობაზე

თავი მეხუთე: სოციალური უზრუნველყოფა

თავი მეექვსე: ოჯახში ძალადობა და ქალის უფლებები

თავი მეშვიდე: ქალის უფლებები სისხლის სამართალში

თავი მერვე: სამართლებრივი დაცვის ეროვნული და საერთაშორისო საშუალებები

როგორც ხედავთ, არ დარჩენილა არც ერთი საკითხი, რომელიც განხილული არ იქნა , თანაც ყველასთვის გასაგები და მარტივი ენით, თუმცა სრულიად შესაბამისობაში კანონთან… ვფიქრობ, ძალიან კარგია  , როცა ერთ წიგნშია თავმოყრილი ყველა საჭირო ინფორმაცია, საჭირო იმისთვის , რომ უსაფრთხოდ და დაცულად წარმართო შენი ცხოვრება . ჩემთვის პირადად , როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის, რომლის უფლებებიც ყოველდღიურად შეიძლება დაირღვეს , ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ინფორმაციის მიღება. მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით ქადაგებენ 21 საუკუნის დემოკრატიასა და ქალთა უფლებების ზრდაზე, არსებობს უამრავი ოჯახი, სადაც ყოველდღიურად ხდება ძალადობა, ქალთა როგორც პირადი, ასევე ქონებრივი უფლებების დარღვევა და არ უნდა შეწყდეს კვლევა და ზრუნვა ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით. პირადად მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან კმაყოფილი ვარ ნანახით და მოსმენილით, რადგან ვთლი, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო არა მხოლოდ როგრც ქალთა, ზოგადად ადამიანის უფლებების დასაცავად.

რაც შეეხება ღონისძიების ტექნიკურ მხარეებს, მომეწონა გაფორმება, ჩატარების ადგილი (ქარავანი) და რაც მთავარია დრო: პუნქტუალურობა და ხანმოკლეობა, რამაც მოწყენის საშუალება არ მოგვცა დამსწრე საზოგადოებას.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ორგანიზაციის ოფისში:
შევჩენკოს ქუჩა #12, მე5 სართული

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტი:
http://www.article42.ge

ესეც რამდენიმე ფოტო პრეზენტაციიდან:

One thought on “კონსტიტუციის 42-ე მუხლი – სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

  1. nazi ამბობს:

    ძალიან საინტერესოდ გაქვთ აღწერილი ეს ღონოსძიება და მოხარული ვარ, რომ დაესწარიტ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

    დავამატებ უბრალოდ, რომ წიგნი ვრცელდება უფასოდ!
    გარდა ამისა, ვებ. გვერზე მალე დაიდება ელ. ვერსია.

    გმადლობთ.

დისკუსია დახურულია.