fail … fail… fail

ვიდრე  კითხვას დაიწყებდეთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის გადახედეთ ამ პოსტს… ჯერ კიდევ როდის ვიწინასწარმეტყველე მოსალოდნელი დასასრული, თუმცა მარტივ ჭეშმარიტებას დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება:)

რატომ ხართ მამაკაცებო ასეთი საცოდავები არ მესმის? ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, ორი მარტივი მიზეზის გამო: არც ისე ბევრ მამაკაცს არ ვიცნობ; და მეორე, ყველა მართლა არაა ერთ ქვაბში მოსახარში, თუ როგორც არის.. თავი დავანებოთ ამ მცირე , წითელ წიგნში შესატან ნაწილს და განვავრცოთ უბადრუკთა თეორია:

რაღაც გახშირდა ჩემ მიმართ გაფრთხილებები და დაპირებები, მუქარები და ტუჩის კვნეტები, მამამაცთა იმ კატეგორიიდან, რომლებსაც ჩემთან არაფერი გამოუვიდათ. რას ვიზამ, კოკა , ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს, ბატონებო…  ცალ ფეხზე დავიკიდებდი ამ ყვეალფერს, რომ არა სასოწარკვეთის შეგრძნება, გამოწვეული იმით , რომ წეღან წითელი წიგნი ტყუილად არ მიხსენებია და მალე , (თუ უკვე არ) სიტყვათშეთანხმება “ნამდვილი მამაკაცი” დინოზავრების, პტეროდაქტილების და მისთანების კვალს გაჰყვება;

საინტერესოა, მამრობითი სქესის წარმომადგენლების ენაზე რას ნიშნავს სიტყვა მამაკაცი? ალბათ ქალებთან მოჩხუბარ , პირში სიგარეტგაჩრილ მოძველბიჭო ელემენტს, ან თუნდაც არამოძველბიჭო , გაურკვეველ წარმონაქმნს. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ფაქტი, რომელიც ზემოთხსენებულ მუქარებს იწვევდა, ბევრი ყოფილა, კერძოდ დაშორების ინიციატორობა, ან უარი შემოთავაზებულ ზღაპრულ სიყვარულზე…  მამაკაცთა მოდგმავ, იცით, ოდესღაც მეც მითხრეს უარი !! წესით ახლა ცოცხალი აღარ უნდა ვიყო, დარდით, რადგან თქვენგან განსხვევებით, ქალებს მუქარის თავიც არ გვაქვს, ყოველშემთხვევაში შესრულების…  ამაზე დიდი საცოდაობა ჩემთვის არ არსებობს ამქვეყნად . მაინცდამაინც ვიღაცამ უნდა მიმაგდოს და მერე ივლის ბედნიერი და ალბათ კარგი, საყვარელი გოგო ვიქნები , რომელსაც გული ატკინა ოდესღაც … ეგრე არ არის ძმაო (ეს სიტყვები ძალას კარგავს დამწერლობით გამოთქმისას, აქ უნდა მისმენდეთ :)) ხომ გითხარით უკვე, ხალხურ სიბრძნეზე წეღან? ერთი სახელმძღვანელო უნდა გამოვცე, ღირსების შენარჩუნების  ხალხური რეცეპტები უნდა დავარქვა და უფასოდ დავარიგო ყველგან, სადაც კი ხელი მიმიწვდება რა …

ერთადერთი, რაც შევძელი ისაა, რომ თქვენი ანომიმურობა დავიცავი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ კიდევ ერთი მსგავსი პოსტის დაწერას აღარ ვაპირებ , რეციდივის განმეორების შემთხვევაში, მერე მეორეც, იმიტომ რომ შემებრალეთ.  და ბოლოს,  რაც შემიძლია გირჩიოთ, საჯდომებს სათანადო ადგილები შეურჩიეთ და მყარად მოერგეთ … ცენზურაც დავიცავი და მშვენიერი რჩევაც მოგეცით , კიდევ მე ვარ ცუდი ?

დიახ ! რა თქმა უნდა, ამ პოსტის დაწერის მერე უფრო ცუდი ვარ , მაგრამ რა ვქნა, როცა რაღაც სასაცილო ხდება ხოლმე, ყოველთვის ცინიკოსი ვხდები და მომიტევეთ თუ ვერ მოვერიე ჩემი ხასიათის უკურნებელ სენს🙂

3 thoughts on “fail … fail… fail

  1. Moony says:

    რატომ ხართ მამაკაცებო ასეთი საცოდავები არ მესმის? ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, ორი მარტივი მიზეზის გამო: არც ისე ბევრ მამაკაცს არ ვიცნობ; და მეორე, ყველა მართლა არაა ერთ ქვაბში მოსახარში, თუ როგორც არის.. თავი დავანებოთ ამ მცირე , წითელ წიგნში შესატან ნაწილს და განვავრცოთ უბადრუკთა თეორია.

    აქ მარტო ყველას არ ეხება მომეწონა, და რატომგაც წითელ წიგნში შევიყვანე თავი

    • anna says:

      ra tqma unda yvelas ar exeba, zogadad sastiki winaagdegi var im teoriis, rom yvela kaci ertnairia :)) ubralod yvelgan gamoereva erti – ori sarevela, romelic unda amoidzirkvos da me mag saqmes aqtiurad mivxedav🙂

Comments are closed.