an na-მ ბლოგოსფეროს ერთიანობა ფეხქვეშ გათელა

მცირე შესავლის სახით ვიტყვი რომ, რაც ბლოგი გავაკეთე, ძალიან მალე გავიცანი ბლოგერების გარკვეული ჯგუფი და საკმაოდ ახლო კონტაქტში შევედი მათთან. გასაცნობი დამრჩა კიდევ უამრავი ბლოგერი და მაინც არამგონია ყველას შევხვდე …

ვიდრე ბლოგერი გავხდებოდი, ერთი პოსტი წავიკითხე სვითისთან სახელწოდებით, რატომ არ უყვართ ბლოგერებს ერთმანეთი. ვნახე ანინას ძალიან კარგად გაცემული პასუხი და ბოლო პოსტი ნათიასთან, რომელიც უკვე მე მიკავშირდებოდა და უგულებელყოფდა ვითომდა ბლოგერების მტრულ დამოკიდებულებას ერთმანეთში…

ადრე მიკვირდა, რა აწუხებთ ამ ადამიანებს, რა აქვთ ერთმანეთში გასაყოფი-მეთქი და ახლა იგივე თემაზე ვწერ პოსტს და  მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ ჩემზე და ჩემ წინააღმდეგ წარმოთქმულ ბრალდებების შესახებ. ბრალდებას რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით, ახლა ჩემით დავიწყებ:

ბლოგერი არ გავმხარვარ იმის გამო რომ პოპულარული გოგო გავმხდარიყავი და ჩემი თაყვანისმცემლების გაზრდილი რიგებით მეამაყა…

ბლოგერი არც იმისთვის გავმხდარვარ, რომ რამე მაწუხებს და თავისუფლება მაკლია( განვმარტე მათთვის, ვინც ფიქრობს რომ შებოჭილი ხალხი ჰპოვებს თავისუფლებას ბლოგერობაში :))

მოკლედ, ბლოგი გავაკეთე ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ მინდოდა მეწერა პირადზე, და ყველაფერ იმაზე , რაც ჩემს ირგვლივ ხდება და იმსახურებს ჩემს ყურადღებას. შესაბამისად, ჩემს ინტერესებში არც შედიოდა ბლოგერების გაცნობა და მით უმეტეს, როგორც პატივცემულმა ლეონსიომ ბრძანა, მათი სასტავებად დაყოფა.

რადგან ლეონსიო ვახსენე, აქვე გადავალ იმ ავადსახსენებელ ბრალდებაზე რომელიც მოყვა რამდენიმე ადამიანის ჩემთან ვიზიტს. ამ ამბავმა სხვა გაგრძელებაც ჰპოვა, მაგრამ იმან, რომ თურმე, მე, რაც ბლოგოსფერში გამოვჩნდი, ხალხი პატარ-პატარა სასტავებად დაიყო, აღმაშფოთა , რადგან ნამდვილად ვერ ავიტან მსგავსი იდიოტობები ვისმინო მესამე პირის მეშვეობით და ყოველგვარ სიმართლეს მოკლებული, გამოწვეული იყოს ჩემდამი პირადი, საკმაოდ არასასიამოვნო დამოკიდებულებით..

ლევან:

მე მაპატიე, რომ ჩვენი ურთიერთობა არ აეწყო ისე, როგორც შენ გსურდა და დარწმუნებული იყავი …

მე მაპატიე, რომ უპასუხისმგებლო და ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვარ…

მაგრამ, პატიებას ნამდვილად ვერ გთხოვ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია …

ნუ აურევ ფაქტებს და პირად დამოკიდებულებას ერთმანეთში ძალიან გთხოვ… და კიდევ, ის რომ მე, შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ვიღაც მოვტეხე, არ გამახსენდა, ან არ გავიხსენე , შენი პრობლემა ნამდვილად არ არის დამერწმუნე.. იცი რატომ არ არის? შენ არ გევალება იმის კონტროლი, საკუთარ მიწა-წყალზე ვის დავპატიჟებ და რა ნიშნით.. ეს არ არის ოფიციალური შეკრება ბლოგერების, ან სხვა საერთო  საქმით გაერთიანებული ადამიანების , უბრალოდ მე გამახსენდა ყველა ის პიროვნება, (რამდენიმემ კი მოსვლა ვერ შეძლო) ვისთანაც ყველაზე ხშირი და ამასთანავე კარგი ურთიერთობა მქონდა:)

შენს ექსკურსიებზე რამდენი კაციც გინდა იმდენი დაუშვი , ან აკრძალე, მაგრამ დაიმახსოვრე, არც შენი და არც არავის საქმე არ არის, მე, ანა გელბახიანი, ვის და რა რაოდენობის ადამიანებს მოვიწვევ ჩემთან .

6 thoughts on “an na-მ ბლოგოსფეროს ერთიანობა ფეხქვეშ გათელა

  1. siyvarulovna ამბობს:

    ❤ ❤ ❤

    ვიცი უნდა მომხვდეს მაგრამ მომწონს ეს პოსტი ❤

    ხო, მეც იმას ვამბობ რომ ის რომ მეგობრები, რომლებსაც ერთი სახელი, ბლოგერები აერთიანებთ არ ნიშნავს ბლოგერების შეკრებას :))

    პრინციპში შენ არ დაგიყვია, თავისით დაიყო ყველა. უბრალოდ შენი "სასტავი" ჩანს :))

    • anna ამბობს:

      ეტყობა ვისაც როგორ უნდა ისე ხედავს:)) თავისუფალ ხედვას მე ვერავის დავუშლი სამწუხაროდ :))

  2. dato darbaidze ამბობს:

    sastavebad dayopaoo ?:D kargit bavshvebi xom ar xart ? axlad rom icnob adamians ar ici vina ra aris da metnakleblad yvela mogwons shemdeg dzalauneburad ramodenimestan giyalibdeba kargi urtiertoba da ukve erti sastavi xdebit… nu mament blogshi kiara samegobroshic egrea.gadaxedet tqvens samegobro wres da agmoachent rom vigac ori megobari upro axlosa ertmanettan virte yvelastan… nu eg egre xdeba.

    nu ani rac shen shegexeba kide aravistan valdebuli ar xar angarishi chabaro da meorec kide ragac ragac postebi ar momwons da vigac vigac tipebis ragac zedmeti laparaki da ase rom chemi ketili rcheva iqneba sadac cxviri ara chasayopi nu chayopt. tore mere mag cxviris chayopebs gartulebebi mohyveba xolme. es ise girchiet 😉

  3. anna ამბობს:

    საერთოდ, ყველა ფიქრობს რომ როცა შენ მიმართ რამე ბრალდებაა წარმოთქმული, ან ვინმე გიპირისპირდება, უნდა გაატარო…
    დაიკიდეთ ყვეალაფერი ხალხნო, იარეთ სირაქლემასავით სილაში თავჩარგულებმა(თუმცა რაღას ივლით) და იქნება დედამიწაზე მშვიდობა..
    ყოველთვის ხდება რაღაც, რაც საჭიროებს პასუხის გაცემას და ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ იმაში, ლევანს, ან ვინმე სხვას, სათანადოდ გავცე ეს პასუხი:)
    ასე რომ, ყველამ, ვინც ფიქრობთ, რომ უფლება გაქვთ ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი განსაჯოთ, ნუ დაეყრდნობით რუსთაველის ფრთიან ფრაზას, სხვა სხვის ომში რომ ბრძენია ყველამ ვიცით უკვე და საკუთარ ომებს მივხედოთ ყველამ , აჯობებს:))

დისკუსია დახურულია.